Meloman

ოჯახური საგები

„ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთსა ჰგავს, ყოველი უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური.“ - ლევ ტოლსტოი, „ანა კარენინა“ ოჯახური საგა ლიტერატურაში უფრო მეტად ფორმაა, ვიდრე ჟანრი. საგაში მოთხრობილია ერთი ოჯახის (და შესაძლოა მათი ნათესავების, ახლობლების) თაობათა ქრონოლოგიური ისტორია. საგები სათავეს იღებს შუა საუკუნეების ისლანდიაში, სიტყვა „საგაც“ ძველსკანდინავიური ტერმინია და დაახლოებით ნიშნავს “ნაამბობს“. თავდაპირველად საგები ვიკინგთა მოგზაურობებზე მოგვითხრობდა, ისლანდიურ… Continue reading ოჯახური საგები

მოგზაურობა

ბუდაპეშტი, ანუ ამბავი ესე ყინვისა

ბუდაპეშტში შემთხვევით წავედი. დეკემბრის ერთ საღამოს, სიცხიანი ვიწექი ლოგინში და ვიზეარისგან შეტყობინება მივიღე, 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს ყველა მიმართულებითო, დედას ვკითხე, შეხედე რა იაფია, სადმე ხომ არ წავიდე მეთქი. რა ვიცი, თუ გინდა, რატომაც არაო. მეც უცებ ბუდაპეშტი გადავწყვიტე, ვიზეარის ერთწლიანი ფასდაკლებაც ზედ მივაყოლე და სულ ეგ იყო. ასე ამოვყავი თავი იანვრის ბოლოს, სამი დღით, ბუდაპეშტში.… Continue reading ბუდაპეშტი, ანუ ამბავი ესე ყინვისა

მოგზაურობა

იტალია, ანუ ყავა აქცენტით

ბოლო ერთ წელიწადში იტალია იყო მესამე ქვეყანა, რომელიც მოვინახულე. ახლა და ასე ნამდვილად არ წავიდოდი იტალიაში, მაგრამ დედას ავუსრულე მთელი ცხოვრების ოცნება და რასაკვირველია, არც მე ვყოფილვარ იტალიის წინააღმდეგი, ოღონდ ისე ვერ დავგეგმე მე რომ მიყვარს, არც დრო გვეყო, ძვირიც დაგვიჯდა. ძალიან ძვირი ყოფილა იტალიაში ყველაფერი, ესპრესოს გარდა. ესპრესო მგონი ყველგან ერთი ევრო ღირდა, სულ… Continue reading იტალია, ანუ ყავა აქცენტით

Meloman

24

ერთ კვირაში 24 წლის ვხდები. ძაღლი მყავს. დობი დავარქვი. უკვე ათი თვისაა. სასწაული ვინმეა. უთბილესი და უსაყვარლესი. ლაპარაკი იცის. მე შტერი გამოვდექი და არ მესმის, რას ამბობს ხოლმე, მაგრამ აშკარად რაღაცებს მეუბნება. ჩვეულებრივი დანაწევრებული მეტყველება აქვს, მკაფიოდ გამოხატული ემოციური ტონით. ნაგვის გადაყრაც ისწავლა. ერთი თქმით ესმის სად მივდივარ და უნდა წამომყვეს თუ არა. ხშირად ჩემს… Continue reading 24

Meloman

ურსულა

სულ პირველად რომ გავუგე გემო ინტერნეტს, ბლოგინგს, სულ პირველად რომ შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში ადამიანები დისტანციურად, ნამდვილი სახელების გარეშე, რომელიმე სოციალურ ქსელში, ბლოგზე, პირველად რომ შევძელი ამერჩია წიგნი მილიონობით და მილიარდობით წიგნს შორის და არ ვყოფილიყავი შეზღუდული ამ არჩევანში, დაახლოებით 7-8 წლის წინ, გავიგე ურსულას შესახებ. კარგად არ მახსოვს, მაშინ ალბათ მხოლოდ ტოლკინსა და როულინგს ვიცნობდი, აზიმოვსა… Continue reading ურსულა

ლიტერატურა

ოქროს ტაძარი

„მამა ხშირად მიყვებოდა ოქროს ტაძარზე, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში.“ გულჩათხრობილი, მარტოსული ბავშვი იყო მიძოგუჩი. სუსტი აღნაგობის, ენაბრგვილი, ბერის ვაჟი. მისი გარესამყაროსთან ურთიერთობა თავიდანვე ენის ბორძიკმა განსაზღვრა, ვერ ამოთქვა ის პირველი ბგერები, რომელთაც მის შინაგან სამყაროსა და გარესამყაროს შორის კარი უნდა გაეღოთ. სამუდამო ნაკლის მქონე ბიჭს გულის სიღრმეში საკუთარი გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის განცდა გაუჩნდა. თავს ენაბრგვილ… Continue reading ოქროს ტაძარი

Meloman

23

ორი კვირაც და 23 წლის ვიქნები. ჯერჯერობით ისევ ვიზრდები და არა - ვბერდები. თანაც მგონი, ბევრი გაგებით "ჯერ ისევ" ვიზრდები. მაგალითად, ახლა გაცილებით მეტს ვკითხულობ თინეიჯერულ ლიტერატურას, ვიდრე მაშინ, როცა თინეიჯერი ვიყავი. ამას ბევრი რამ განაპირობებს - გადაღლილობა და დროის არ ქონა საიმისოდ, რომ "რამე სერიოზული" ვიკითხო; ასევე ის ფაქტი, რომ ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ჩემს… Continue reading 23

ლიტერატურა, Meloman

De Re Publica

სამი წლის მანძილზე ავად თუ შავად ლათინური ენის სწავლის ამბავმა ციცერონის "De Re Publica"-ს თარგმნამდე მიმიყვანა. ტექსტი დიდი არ არის, არც სრულია, მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინეს. არც არავინ მავალდებულებს მის თარგმნას, მხოლოდ ნაწყვეტები უნდა მეთარგმნა საგან "რომაელი ავტორი 3"-ის ფარგლებში, მაგრამ თავიდან ისეთი რთული იყო და მერე იმდენად ჩამითრია საქმემ, თავფეხიანად გადავეშვი ტექსტში. ახლა რამდენიმე კვირით… Continue reading De Re Publica

Meloman

სიები

ბავშვობიდან მიყვარდა სიები. პრეინტერნეტულ პერიოდში ვწერდი to do სიებს, წასაკითხი წიგნების სიებს, იმ საკითხების სიებს, რომლებიც მაინტერესებდა და რომელთა შესწავლასაც ვაპირებდი ახლო მომავალში; ყველაზე ხშირად ალბათ გაკვეთილების ცხრილს ვწერდი - რა ვისწავლე, რა გამომრჩა, რა უნდა მესწავლა. პოსტინტერნეტულ პერიოდში კი წარმოუდგენელი რაოდენობის და რაგვარობის სიები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. როგორც ჩემი და ამბობს ხოლმე, სიებს იმიტომ ვწერ,… Continue reading სიები

Meloman

ჩემი სამზარეულო

ახლა პატარა შესვენება მაქვს სანამ თარგმანს გავაგრძელებ და მიუხედავად იმისა რომ ბოლო ჭამიდან ორი საათი თუ იქნება გასული, ისევ ჭამა გადავწყვიტე. რა ვქნა, დილით ძალიან გემრიელი სალათი მოვამზადე და მთელი დღეა ვერ ვწყდები. ადვილი იყო, რაც სახლში ვიპოვე წვრილად დავჭერი და არაჟანში ავურიე. ანუ კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, კვერცხი, სიმინდი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, პომიდორი, კიტრი და… Continue reading ჩემი სამზარეულო