23

ორი კვირაც და 23 წლის ვიქნები. ჯერჯერობით ისევ ვიზრდები და არა – ვბერდები. თანაც მგონი, ბევრი გაგებით “ჯერ ისევ” ვიზრდები.

მაგალითად, ახლა გაცილებით მეტს ვკითხულობ თინეიჯერულ ლიტერატურას, ვიდრე მაშინ, როცა თინეიჯერი ვიყავი. ამას ბევრი რამ განაპირობებს – გადაღლილობა და დროის არ ქონა საიმისოდ, რომ “რამე სერიოზული” ვიკითხო; ასევე ის ფაქტი, რომ ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ჩემს თინეიჯერ მოსწავლეებს მიაქვთ; ისიც, რომ ვერაფრით მოვიშორე ის შეგრძნება, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის და მგონია ბევრი გამოვტოვე, ბევრი ვერ მოვასწარი და თითქოს ამით ვინაზღაურებ დანაკლისს; კიდევ ის, რომ ახლა თავისუფლად ვკითხულობ რუსულად და ქინდლი მაქვს; ისიც, რომ უბრალოდ მომწონს ეს მიმართულება. თუმცა ყველაზე მეტს მაინც ფენტეზის ვკითხულობ. ესაა ჩემი არკადია ყოველთვის როცა ვიღლები, ვიწყენ, მბეზრდება ან ველოდები.

ეს წელი როტფუსით იყო შესანიშნავი. უმაგრესი მწერალია. მეფისმკვლელის ქრონიკებმა ერთხელ და სამუდამოდ დაიდო ბინა გულში, სულში, თაროზე და საერთოდ ყველგან (აქვე ათასი წყევლა და კრულვა როტფუსს იმის გამო რომ მესამე ნაწილი ჯერაც არსად ჩანს). ესეც ისეთი რამეა, როგორიც ჰარი პოტერი იყო თავის დროზე, ბეჭდების მბრძანებელი, ან ლილე იროელის ამბები. ან ურსულა ლე გუინი თავისი ყველაფრიანად. ან მხედვარი. “ალდენორი” იყო კიდევ, ძალიან კარგი და ძალიან გულდასაწყვეტიც იმის გამო, რომ ავტორი აღარ არის და ვეღარ გააგრძელებს. ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტი.

ამ წელს ერთი ყველაზე კარგი რამ “დავამუღამე” – დროის მენეჯმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უფრო დაკავებული ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, უფრო მეტსაც ვასწრებ, ვიდრე ვახერხებდი ხოლმე. თანაც არა ძილის, ჭამის, კითხვის ან საერთოდ ცხოვრების ხარჯზე. არ ვიცი მოთმინება და ნებისყოფა მშველის თუ პირიქით, დროის გადანაწილება მაძლევს მოთმინებას, ან რა მნიშვნელობა აქვს.

აი ფულის ხარჯვასაც რომ ვისწავლი, მერე მართლა მაგარი გოგო ვიქნები. მტკიცედ კი მაქვს გადაწყვეტილი ვისწავლო.

კიდევ “სიტყვების ხელოსანი” გავხდი. ვშლი და ვაწყობ სიტყვებს, ვეძებ მათ წარმოშობას ძირისძირობამდე და იმის იქით. ვეძებ მათ პარალელებს უამრავ სხვადასხვა ენაში და ასე შემდეგ. მეც არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ “სიტყვების ოსტატი” უნდა გამოვიდე რომ გავიზრდები.

კიდევ თმა გამეზარდა. სამი წლის მანძილზე უმოწყალოდ ვჩეხავდი, მერე მომწყინდა და ახლა რაპუნცელის შორეული ნათესავი ვარ.

კიდევ ცოტა გავსუქდი. ოღონდ ახლა მგონია რომ ძალიანაც მიხდება. ასე თითქოს უფრო ვჩანვარ. ჩემი სიმაღლის (თუ სიდაბლის) ადამიანი ახლა კიდევ გამხდარიც თუა… გავიმართები ხოლმე წელში ჩემი მრგვალი ფორმებიანად და დავაბოტებ თავაწეული. დიახაც.

წელს დაბადების დღის ნაცვლად პირსახოცების დღე უნდა აღვნიშნო. თარიღი ხელს მიწყობს რაც მთავარია.

მე მგონი კარგი წელი იყო. მშვიდი. რაღაცეებით უხვი. გარდამავალი ახალი ეტაპისკენ. ძველი წლების განმტკიცების და რა ვიცი კიდევ. მოსალოცი.

Advertisements

6 thoughts on “23

  1. მოსუქებული არა და ხორცშევსებული და თმაგაზრდილი სოფი მინდა ვნახო 🙂 Towel day კარგი იდეაა ამის განსახორციელებლად!

    Like

  2. რასაც ჩვენ მარტინს და როტფუსს ვწყევლით… 😀 პირსახოცის დღე მომეწონა, მაგრამ სამუშაო დღეს ემთხვევა და დრეს-კოდის “არნახული სიმძაფრით” დარღვევა მომიწევს 😀

    Liked by 1 person

  3. რა კარგია დროის მენეჯმენტი, მე ვერაფრით ვისწავლე და ყველაფერს ვასწრებ იმის ხარჯზე, რომ თითქმის არ ვცხოვრობ. წარმატებები მომდევნო წელს, ყოველი ახალი ასაკი წესით წინაზე საინტერესოა ❤

    Liked by 1 person

    • მადლობა ❤

      მე იმდენად მთელი ცხოვრება მაგის სწავლას ვცდილობ, უნდა დამდგარიყო ეს პერიოდი, სხვა გზა არ დავუტოვე :დ

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s