ლიტერატურა

მორისონის შავი მაგია

800px-Toni_Morrison_2008

ტონი მორისონი აფროამერიკელი  მწერალი ქალია. იგი 1931 წელს დაიბადა ოჰაიოს შტატში, თუმცა მაშინ Chloe Ardelia Wofford ერქვა. იმ წიგნისთვის, რომლის შესახებაც ამ პოსტის დაწერას ვაპირებ, 1993 წელს ნობელის პრემიაც მიიღო.

toni-morrison ამერიკაში აფროამერიკელთა მხატვრულ ნაწარმოებებში გამოსახვა – დელიკატური საქმეა. როგორც არ უნდა მიუდგე, თემა ყოველთვის მტკივნეულია. ალბათ ამიტომაც, ყველაზე ხშირად წიგნებსა თუ ფილმებში ან უბრალო პიროვნებებს ქმნიან, ან პროპაგანდისტებს. როცა ტონი მორისონის “საყვარელი” ავიღე ხელში, მზად ვიყავი სულ მცირე სიყალბეც კი ამრეზით მიმეღო. მაგრამ პირველი გვერდიდანვე შემრცხვა საკუთარი განზრახვის. მორისონი აღწერს მონების, შავი ამერიკელების ცხოვრებას იმიტომ, რომ ეს სხვა საკითხებზე უკეთ ესმის. მას მონობა როგორც ფსოქოლოგიური მოვლენა უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე როგორც სოციალური. აინტერესებს ურთიერთობები, რომელთა მიამიტობაც სიცილამდე საშინელია:

“_მისტერ გარნერ, სერ, რატომ მეძახით ჯენის?
_როგორ თუ რატომ? როცა ვირჯინიაში გიყიდე, ეს სახელი ეწერა სიაში. თავად როგორ უწოდებ საკუთარ თავს?
_არანაირად.
მისტერ გარნერი სიცილისგან გაწითლდა.
_აბა რა სახელზე რეაგირებ?
–ყველაზე… მაგრამ ჩემს ქმარს საგზი ერქვა.
–აჰა, გათხოვილი იყავი?.. და შენი ქმარი რას გეძახდა?
–ბეიბის.”

(ციტატები ჩემი თარგმნილია, ასე რომ მკაცრად ნუ განსჯით).

ეს წიგნი თეთრების მიერ შავების ჩაგვრაზე არ გვიყვება. უფრო თავად შავკანიანთა belovedშორის არსებულ კონფლიქტებს ეხება, მათ დამოკიდებულებებს. თავად წიგნის ენაც ისეთი უცნაურია, უფრო მეტად დაგროვილი სათქმელის სიტყვებად ამოხეთქვას ჰგავს, ვიდრე მწერლის გამოქნილ აზრებს.

ბეიბი საგზი – თავისუფალი შავკანიანია, ყოფილი მონა. იმ ერთადერთმა შვილმა გამოისყიდა, რომელიც მისთვის არ წაურთმევიათ. დამატებითი სამუშაოს მეშვეობით დაგროვილი ფულით ჰალემ დედამისი ცინცინატში, ერთ სახლში დააბინავა. არა, თავად ვერა, მისმა პატრონმა. მანამდე ბეიბი შვილთან ერთად ‘საყვარელ სახლში’ ცხოვრობდა. მათთან ერთად იყვნენ სიქსო, რომელსაც ერთი ხე და ერთი ქალი უყვარდა, პოლ–ეი, პოლ–დი და პოლ–ეფი. მერე სითეც მოვიდა. ბეიბი სახლის უკან მინდორზე უცნაურ ქადაგებებს ატარებდა. მიჭირს მიხვედრა რა იყო ამაში უცნაური; ხალხი იცინოდა და ტიროდა, ცეკვავდა, ყვიროდა. ბეიბი საგზი ბოლოს დაიღალა, ლოგინში ჩაწვა და ყველაფერზე ფიქრი შეწყვიტა, გარდა ფერებისა.

toni-morrison-belovedჯერ ლურჯზე ფიქრობდა, შემდეგ ყვითელზე, მწვანეზე, ბოლოს სულ ვარდისფერს ითხოვდა. ყველამ იცოდა, წითლამდე რომ ვერ მიატანდა. მერე მისი რძალი სითეც მიხვდა ფერების ამბავს. მიხვდა, აქამდე არასოდეს ჰქონია იმის დრო, ფერები დაენახა, მით უფრო ფერებით დამტკბარიყო. წარმოიდგინა, რად ეღირებოდა მისთვის ფერადი გაზაფხული, წარმოიდგინა, როგორ დარგავდა ბოსტანში თალგამსა და სტაფილოს.

მორისონმა სიყვარულიც მთელ წიგნში გააბნია, ოღონდ შავკანიანების სიყვარული. უფრო სწორად მონების და თავისუფალი შავკანიანების. ჯერ შეკავებული, გულში ჩამარხული, უარყოფილი სიყვარული, რადგან მონას არაფერს დაუტოვებენ, დედას შვილი უნდა წაართვან, ქმარს ცოლი, ბავშვს მშობელი… ისინი ცდილობენ არაფერი შეიყვარონ, ადგილები, ხეები, მთვარეც კი. ყველაფერი შეიძლება წაერთვათ.

ამ წიგნში ბევრი პერსონაჟი ისე იღიმება, სულ არ ეცინება სინამდვილეში, მაგრამ რკინის ლაგამის დიდხანს ტარებამ დასჩვია სახე ღიმილს. ზოგი გულში სათუთუნე კოლოფს ინახავს, სადაც ყველა ემოცია და მოგონება ჩამალა და მჭიდროდ მოუკრა თავი. ამიტომაც უძლებდა მერე ცხოვრებას მანამ, სანამ კოლოფს გახსნიდნენ და ერთიანად დააცარიელებდნენ.

ამ წიგნში დედას ურჩევნია შვილები მონობისგან საკუთარი ხელით იხსნას. ყველაფერი ურჩევნია თავისი პირმშოების თეთრკანიანებთან დაბრუნებას. ამ წიგნში მკვდრები უკან ბრუნდებიან მრისხანებისგან, იმიტომ, რომ არ გამოემშვიდობნენ, იმიტომ, რომ მარტო დატოვეს…

ყველანაირი კვალი ქრება ბოლოს. მარტო ნაკვალევი კი არა, წყალსაც ივიწყებენ, იმასაც, რაც მის სიღრმეშია. მერე ხან დარია, ხან ავდარი. დავიწყებულისა და მიტოვებულის სუნთქვა კი არ ეფინება არემარეს, ქარია, ანდა გაზაფხულზე გაყინული წყალი, ადვილად რომ ლხვება. ხან დარია, ხან ავდარი. ნამდვილად არავინ ითხოვს კოცნას.

საყვარელი.

რას დატოვებ ამ ამბავს ასე.

19 thoughts on “მორისონის შავი მაგია”

  1. სოფი, შენი ასაკი მავიწყდება შენი პოსტების კითხვისას. ბავშვის ნაწერს ისედაც არ ველოდები, მაგრამ გამოცდილი და რაფინირებული ლიტერატურული კრიტიკოსის ტექსტებია, ბოლომდე რომ წაგაკითხებს თავს და შემდეგ, ხშირად, წიგნსაც 🙂
    პ.ს. რა სჭირს ვორდპრესს? ჩინური თუ იაპონური იეროგლიფებით ჩანს ყველა არაქართული ტექსტი.

    Like

    1. იაპონურზე მაქვს გადაყვანილი და შევცვლი ახლა :დ

      მე კიდევ ნერვები მეშლება, იმდენი ხანია არაფერი დამიწერია, აღარ გამომდის აქ პოსტების წერა :/ ლაპარაკს მიმაჩვიეს უნივერსიტეტში.

      მაგრამ შენმა კომენტარმა სახეზე ფერი დამიბრუნა 😀 ^_^ :* გმადლობ ❤

      Like

      1. იაპონური ტექსტები პროგრამული ბაგი მეგონა – თუ შენ დააყენე, იყოს, ჩვენ არ შეგვიშლის ხელს 🙂
        მართლა ძალიან კარგად წერ, სოფი. როგორ ლაპარაკობ, ეგ მერე ვნახოთ, ჭიქა ყავასთან 😀

        Like

          1. მეც 🙂
            მანამდე კი 8 იანვრამდე ლიგამუსი დაკეტილია, სხვა მაღაზიებმა კი ილიაუნის გამომცემლობის წიგნები არ გვაქვსო. ყველგან მოვიკითხე, სადაც ცხვირი შევყავი. შეპირებული “ამბერის ქრონიკების” პირველ ორ წიგნს ვგულისხმობ.

            Like

            1. შენ თუ მაგას მათხოვებ ცხოვრების ბოლომდე ვალში ვიქნები. ამას წინათ ყიდვა მინდოდა და სანამ ლიგამუსამდე მივაღწიე (სხვაგან არსად იყო კი) დამეხარჯა ფული სხვა წიგნებში.

              თავად როჯერი მთარსავს მგონი :დ

              Like

  2. ვაიმე, ძლივს მივხვდი რომელი იყო ლაიქი ))) მეთქი რამე არ გავაფუჭო და თვალები დამეთხარა 🙂

    არ მაქვს წაკითხული ეს წიგნი, არადა დიდი ხანია მივიწევ ამისკენ. გულის მომიკვდება, განსაკუთრებული ხასიათი უნდა.

    Like

    1. მართალი ხარ. ცოტა მაგრად თუ არ დაუდექი უბრალოდ თვალებს კი არ აგიწვავს, დაგამხობს თავზე წვალებით შეკოწიწებულ განწყობას. ორი თვის წინ წავიკითხე და ძლივს დავწერე რაც დავწერე, სასწრაფოდ მოვიშორე თითქოს თავიდან.

      Like

      1. უიჰ, ახლა აღარ არის ოჩხობოჩხოები ))
        ეგეთ წიგნებს ბოლო დროს თავს ვარიდებ, არადა გუშინაც რაც ვიყიდე წიგნები — ყველა ეგეთია.

        Like

            1. რა კარგი ფასდაკლება იყო ჰო ❤

              აბა მაშ, ისეთ განწყობას გისურვებ, ეგ წიგნები წაგეკითხოს, ემოქმედოს, მაგრამ გადაგეტანოს :*

              Like

              1. კი, საოცარი ფასდაკლება ჰქონდათ, ამოყიდვა უნდოდათ ალბათ )) თან ჩანაწერებიც მინდოდა კიკნაძის და ჭილაძის და ეგ სერიაც მსგავს ფასდაკლებაში ყოფილა.
                თუმცა რაღაცეებზე გული დამწყდა მაინც, რომ იქ დავტოვე :/

                Like

                1. მე მაგდენიც ვერ ვიყიდე, სხვა წიგნებში დამეხარჯა. ლექციები მინდოდა მე :/ და ზოგიერთი (პასტერნაკი მაგალითად) არ ჰქონდათ, გათავდაო

                  Like

                  1. პასტერნაკი სანდრომ მაჩუქა რამდენი ხნის წინ და კიდევ არ მაქვს წაკითხული :დდ
                    ლექციებიც კაი იყო, მაგრამ ვერ გავწვდი ამდენს. იმედია კიდევ ერთხელ “იზამენ” მსგავს აქციას )))

                    Like

                    1. ვიცი ჰო, ნანახი მყავს ‘შენი პასტერნაკი’ :3
                      იმედია იზამენ, საგაზაფხულო ფესტივალზე მაინც

                      Like

  3. ძლივს გადავიტანე ეს წიგნი და ახლა ისევ “შემიბრუნდა” ემოცია… თან სხვა მოლოდინით გავხსენი – რატომღაც ჯიმზე მეგონა და არა ტონიზე 😀

    Like

    1. თავიდან მეც ვიფიქრე ასოციაციები წამივა ხელიდან თქო და იმხელა ფოტო დავურთე, აღარ შევცვალე სათაური, მომეწონა :დ

      ერთერთი ყველაზე რთული წიგნია, მასზე რეცენზიის დასაწერად. პირადი ჩანაწერი რაც გავაკეთე ასე ორმოცდაათ გვერდამდეა :დ

      Liked by 1 person

Leave a reply to ლა მაგა რაიუელა Cancel reply