გიჟს უნდა ენდო

Pirlo-Autobiography

ლიტერატურაში საყვარელი ჟანრი როგორ არ მაქვს, მაგრამ წაკითხვით მაინც იმას ვკითხულობ რაც ხელში მომხვდება. ჰოდა, როცა ანიმ მითხრა, რამე გემრიელი საკითხავი გექნებაო, სანაცვლოდ პირლოს ავტობიოგრაფია შემომთავაზა, მერე რა, რომ ამ წიგნზე ცოცხალი რიგი დგასო, გამოვართვი.

ჯერ ჩემმა დამ წაიკითხა. დავუთმე, იმიტომ რომ 2006 წლის შემდეგ იტალია უყვარს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ზოგადად ფეხბურთიც, მგონი უბრალოდ საფეხბურთო იტალია. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ მეც და ნინოსაც ფეხბურთზე შექმნილი წიგნები მხოლოდ ფინალებს არ გვირჩევნია. არადა განა რა გვაქვს წაკითხული, ოლივერ კანის და ანდრეა პირლოს ბიოგრაფია, ფოერის “როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო”, ფანჯიკიძის წიგნები და მე მივაგენი ადრე გარუნ აკოფოვის “დინამოს”.

“ფეხბურთელის დაწერილი რა უნდა იყოს” – მეც ასეთი სკეპტიკოსი ვარ. და როცა ვკითხულობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ არცთუ ტყუილად. წარმომიდგენია ჟურნალისტი, ან ისეთი ტიპი, Ghost Writer–ში რომაა, ბიოგრაფიების მწერალი, ესაუბრება ‘წიგნის ავტორს’, უსვამს უამრავ შეკითხვას და იწერს. ოღონდ იწერს არა პირდაპირ, არამედ ისე, თითქოს რიტა სკიტერის კალამი ეკავოს ხელში. თუმცა რაც არის, არის,  ახლა პირლოზე.

450437774-674x450 ჩეზარე პრანდელის შესავალში ერთი რამ წერია, რაც მეტად ქარიზმატულ ხასიათზე აყენებს მკითხველს, რომ პირლო მდუმარე ლიდერია. როცა გადაწყვეტს გასახდელში საუბარში ჩაერთოს, ყველა ჩუმდებაო. ბევრი მახსენდება ისეთი და მათ შორის ოლივერ კანი, 15 წუთიან შესვენებაზე ფეხბურთელებს რაღაცას რომ მართებენ და მეორე ტაიმში უკვე მოთამაშეები კი არა გლადიატორები გამოჰყავთ.

ანდრეა მხოლოდ თავის თავზე როდი ჰყვება, იგი იხსენებს დელ პიეროს, დე როსს, ნესტას, გატუზოს… მწვრთნელებს და პრეზიდენტებს… ვისაც არ უნდა დაეწერა ეს წიგნი, პირლოს ერთ რამეს ვერ წაართმევ – ნამდვილი ოინბაზია, ოხუნჯი, ცელქი ბავშვი. არადა ამას რას გაიფიქრებ მისი შემხედვარე. თანაგუნდელების, ‘თანაოთახელებისთვის’ მოწყობილი ოინები და ხუმრობები ისეთი ბავშვურია, თავიდან ვერც კი გამეცინა.

იგი ჰყვება ფეხბურთელთა ცრურწმენებზეც და უნდა ვთქვა, მე მესმის მათი. მაგალითად მე მჯერა, რომ თუ ბაიერნის თამაშის წინა დღეს, მათ კაშნეს არ გავიკეთებ, გუნდი წააგებს. ეს მართლა ყოველთვის ასეა. ბაიერნზე არასოდეს ვდებდი ტოტალიზატორში, ცუდად მაქვს დაცდილი და იმიტომ. მაგრამ ჩემი ცრურწმენა რა მოსატანია ჯილარდინოს ბუცებთან. ალბერტო ძველისძველ ბუცებს დაატარებდა თან (ჩაცმის უფლებას არ აძლევდნენ) და ამბობდა, რომ მათ იღბალი მოჰქონდათ, რომ რაც ახლოს იქნებოდა მის ახალ ბუცებთან, მით მეტად გადასდებდა თავის იღბალს. ყოველ დღე აპრიალებდა ამ ბუცებს, ელაპარაკებოდა, ეფერებოდა, კოცნიდა. ნამდვილი სიგიჟეა, ვერაფერს იტყვი.

მაგრამ დავეთანხმები პირლოს და ეს ბევრად უკეთესი სიგიჟეა, ვიდრე ინძაგის რიტუალი: მატჩის წინ ისაქმებდა.inzaghigolnumero300_221154 რამდენჯერმე. მართლა გულისამრევია. ამას გარდა პიპო ყოველთვის ორ ორცხობილას ტოვებდა ყუთში, ბოლო ორ ორცხობილას, არც მეტი, არც ნაკლები! ინძაგიც ძველისძველ ბუცებს დაატარებდა თან,  მეტიც, იცვამდა და ამბობდა, რომ ისინი ყველაზე რბილი ბუცებია, ახლა ასეთები აღარ არსებობსო.

უკეთეს მდგომარეობაში არც ორმეტრიანი გოლიათი, სებასტიანო როსი ყოფილა, რომლის უკანაც, თამაშის წინ, მოთელვამდე, არავის უნდა გაევლო! ერთხელ მისკენ მომავალი პერუცი დაინახა და გაგიჟდა, მისკენ გაექანა რომ გზა მოეჭრა და მხრით შეასკდა. ‘ამ ყველაფერს პასუხი არ მოჰყოლია, რადგან პერუცის ახსოვდა, გიჟს უნდა ენდო’, წერს პირლო. პაოლო ფიოლო კი იყო მცველი, რომელიც ისე ვერ იძინებდა, თუკი თავის ბუცებს კედელზე ერთმანეთის პარალელურად არ დააყენებდა.

ასეა. ფეხბურთი გიჟების სპორტია, ამ პოსტით თუ ვიმსჯელებთ. უფრო მეტი იტალიაზე ან პირლოზე, როგორმე სხვა პოსტში, ‘დასაწერი კიდევ ბევრია’. 🙂

Advertisements

მსოფლიო ჩემპიონატი 2014. ფინალი.

მოვიგეთ.

პ.ს. არ ვიცი სულ პირველ პირში რატომ აღვნიშნავ გერმანია/ბაიერნის მოგება/წაგების ფაქტს. ალბათ მართლა მჯერა, რომ ჩემი წვლილიც არის ამ გამარჯვებაშიც და სხვა მრავალშიც, ისევე როგორც წაგებაა ხოლმე ჩემი ბრალი.

პ.პ.ს. ჰოდა როგორც იქნა, ჩემი არსებობის ამ ოცწლიან მანძილზე გამარჯვება დავიმსახურე. გმადლობთ ბიჭებო, ეს მეოთხე და სხვა კიდევ მრავალი. ჩვენ ვიცით და ჩვენმა ფეხბურთელობამ. მიყვარხართ. გმადლობთ შურლე-გიოტცე.

პ.პ.პ.ს. კლოზემ გასატანი გაიტანა. ნოიერმა მიიღო ოქროს ‘თათმანი’. მესის კიდე შეერგოს, ჩვენ არ გვენანება. ^_^

Brazil vs Germany

ტრადიცია უნდა დავარღვიო, ახლა ნამდვილად არ მეყოფა მხოლოდ “მოვიგეთ!”–ის თქმა.

ვიცოდი, რომ მოვიგებდით. უბრალოდ ეს მოგება ნამეტანი გამეხარდა.

ახლა ისიც ვიცი, ფინალსაც ჩვენ მოვიგებთ.

ჰო და კიდევ კლოზე. ❤

201407081631594736933

და დღეს ჰოლანდიას ვგულშემატკივრობ, თუ მეტისმეტი ცინიზმი არ გამომივა.

To be continued…

 

Kahn saves day for Bayern

შორიდან რომ არ დავიწყო, 2000/2001 წლების სეზონი მეოთხედ ფინალებიდან ასე წარიმართა:

148618_507075889322852_1212792109_n

2001 წლის 23 მაისს კი ბაიერნმა უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი ოლივერ კანის წყალობით.

1445139_w2

ფინალი ვალენსიასა და ბაიერნს შორის გაიმართა მილანში, ჰოლანდიელი Dick Jol-ის მსაჯობით.

481600_507040139326427_100497856_n კლუბის მაშინდელი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: Kahn, Sagnol, Lizarazu, Kuffour, Andersson, Scholl, Elber, Effenberg, Salihamidzic, Hargreaves, Linke. (შეცვლაზე: Dreher, Sforza, Sergio, Tarnat, Jancker, Zickler, Santa Cruz.)

ხოლო ვალენსიის: Canizares, Pellegrino, Mendieta, Carew, Ayala, Carboni, Sanchez, Kily Gonzalez, Baraja, Angloma, Aimar. (შეცვლაზე: Palop, Deschamps, Djukic, Zahovic, Vicente, Albelda, Aurelio.)

მოკლედ ეს თამაში ასე იყო:

ხოლო შედარებით ვრცლად…

შეიძლება ითქვას, რომ ეს თამაში მთლიანად პენალტებისაგან შედგებოდა. თამაში დამთავრდა ანგარიშით 1:1 _ მესამე წუთზე გატანილი მენდიეტას და 50-ე წუთზე ეფენბერგის პენალტებით.

პენალტების სერიაში კი ბაიერნმა იმარჯვა.15528_507036972660077_1591904343_n

მიუნხენელებმა ცუდად დაიწყეს, პაულო სერხიომ ბურთი ჯანდაბაში გაისტუმრა (რამოსივით), სამაგიეროდ მენდიეტამ გაიტანა.

მეორე დარტყმა ორივე გუნდისთვის წარმატებული გამოდგა და მესამეში ბალანსი აღდგა _ კანმა იუგოსლავიელ ზაჰოვიჩს აუღო!

მეოთხე ჯერზე როგორც კანმა ისე კანიზარესმა შეძლეს ბურთის მოგერიება. მეხუთე პენალტი კი ეფენბერგმაც გაიტანა და ბარახამაც. ვერც მეექვსე პენალტი აიღო რომელიმე მეკარემ და სწორედ მეშვიდე დარტყმა აღმოჩნდა საბედისწერო როგორც პელეგრინოსთვის, ისე მთლიანად ვალენსიისათვის და ბაიერნმა 5:4 მოიგო.

2001

ბედნიერი თვეა მაისი. ამ სეზონზე 25 მაისს უწევს ფინალი, ჩემს დაბადების დღეზე. ამაზე მეტი მიზეზი მოსაგებად რაღა უნდათ? 🙂 🙂

312545_507066345990473_567055870_n

ბაიერნი ფინალში

პოსტში მოგახსენებთ ბაიერნის მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ფინალთა შესახებ. ბაიერნი რვაჯერ გავიდა ლიგაზე ფინალში, აქედან ოთხჯერ მოიგო, ამდენივეჯერ წააგო.

მოგებული ფინალები

Bayern Munich Atlético Madrid

 1973-74 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველი მატჩი 1974 წლის 15 მაისს გაიმართა ჰეიზელის სტადიონზე, ბრიუსელში. მატჩს თითქმის 50000 მაყურებელი ესწრებოდა. მსაჯი გახლდათ ბელგიელი Vital Loraux. მატჩი ფრედ, 1-1 დამთავრდა.

საპასუხო მატჩი 17 მაისს შედგა, იმავე სტადიონზე. მსაჯი ამჯერადაც ბელგიელი Alfred Delcourt გახლდათ. ეს თამაში 4-0 დამთავრდა ბაიერნის გამარჯვებით.

პირველ მატჩში ანგარიში მხოლოდ დამატებით ტაიმებზე გაიხსნა: Aragonés-მა 114-ე წუთზე, ხოლო Schwarzenbeck-მა 119-ე წუთზე გაიტანეს გოლები.

საპასუხო მატჩში Hoeneß-მა და Müller -მა დუბლების შესრულება შეძლეს.

Bayern Munich Leeds United

მატჩი 1975 წლის 28 მაისს გაიმართა პარიზში, ფრანგი Michel Kitabdjian-ის მსაჯობით.

თამაში 2-0 დამთავრდა ბაიერნის გამარჯვებით. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, გოლის ავტორები კი Roth და Müller იყვნენ. ორივე გოლი ათ წუთში გავიდა, 71-ე და 81-ე წუთებზე.

(ორივე კლუბს საშინელი სეზონი ჰქონდა, მაშინდელი ბაიერნი ბუნდესლიგაზე მხოლოდ მეათე ადგილზე გადიოდა).

Bayern Munich Saint-Étienne

1975-76 წლის ფინალი 12 მაისს, გლაზგოში გაიმართა. მსაჯი უნგრელი Károly Palotai გახლდათ. თამაში 1-0 ბაიერნის სასარგებლოდ დამთავრდა, Roth-ის მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით.

Bayern Munich Valencia

2000-2001 წლის სეზონის ფინალი 23 მაისს მილანში, სან-სიროს სტადიონზე წარიმართა. მსაჯი ჰოლანდიელი Dick Jol გახლდათ.

თამაში 1-1 დამთავრდა, ორივე ბურთი პენლებით გავიდა, მეორე წუთზე ბაიერნის კარში, 50-ე წუთზე ვალენიის კარში. თავისთავად დაინიშნა პენლების სერია. სულ ორივე კარში 7 დარტყმა განხორციელდა, აქედან ბაიერნმა 5 გაიტანა, ვალენსიამ 4. სწორედ ამიტომ ოლივერ კანი მატჩის (და არა მხოლოდ) საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

წაგებული ფინალები

Aston Villa Bayern Munich

მატჩი 1982 წლის 26 მაისს, როტერდამში, ფეიენოორდის სტადიონზე შედგა და ასტონ ვილას სასარგებლოდ 1 – 0 დამთავრდა.ბურთი Withe-მა გაიტანა 67-ე წუთზე. ბაიერნმა ვერ შეძლო საპასუხო ბურთის გატანა.  (ჩემი მხრივ ავღნიშნავ, რომ მაშინდელ ბაიერნში ყველა მოთამაშე გერმანელი იყო.)

Porto Bayern Munich

ეს თამაში 1987 წლის 27 მაისს გაიმართა, ვენაში და 2-1 დამთავრდა პორტოს სასარგებლოდ. ანგარიში Kögl-მა გახსნა 25-ე წუთზე, ხოლო პორტომ მეორე ტაიმში 4 წუთში 2 გოლი გაიტანა.

Manchester United Bayern Munich

 ეს ყველაზე საოცარი და მწარე თამაში 1999 წლის 26 მაისს გაიმართა ბარსელონაში, ნოუ-კამპის სტადიონზე. მატჩს ასი ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა. თამაშს მეექვსე წუთზე Basler-ის მიერ გატანილი ბურთის წყალობით ბოლომდე ბაიერნი იგებდა. მას შემდეგ რაც გოლის ავტორმა ბასლერმა 90-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, მსაჯმა კი 3 წუთი დაამატა ძირითად დროს, 91-ე წუთზე Sheringham-მა და 93-ზე Solskjær-მა ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი ორით ერთი გახადეს და მოიგეს კიდეც. საინტერესო იყო ფეხბურთელთა განლაგებაც – ბაიერნი 5-2-3, ხოლო მანჩესტერი 4-4-2. თამაშის საუკეთესო მოთამაშედ მაინც Basler დასახელდა.

მატჩი იმდენად მოულოდნელი ანგარიშით დამთავრდა, რომ უეფას პრეზიდენტმა სასწრაფოდ დატოვა თავისი ადგილი მოედანზე, რათა განკარგულება შეეცვალა და უკვე ბაიერნის ემბლემით მორთული თასი მანჩესტერისთვის გაემზადებინა. იგი გაოცებული ამბობდა: “არც კი მჯერა, გამარჯვებულები ტირიან, ხოლო დამარცხებულები ცეკვავენო.”

Bayern Munich Internazionale

და ბოლოს, 2010 წლის ფინალი, რომელიც 22 მაისს მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა. ინტერმა 2:0 მოუგო ბაიერნს და ორივე გოლი ერთი ადამიანის მიერ იქნა გატანილი – მატჩის საუკეთესო მოთამაშის დიეგო მილიტოს მიერ (გულშემატკივრებმა საუკეთესო მოთამაშედ უესლი შნეიდერი დაასახელეს).

ჰოდა კი ვეჭვობ ბოლომდე ვინმემ წაიკითხოს, ან ვინმესთვის რამე ახალი დამეწეროს, მაგრამ მე ცოტა დავხარჯე აღფრთოვანება და სიხარული, რომელიც რეალის დამარცხებამ გამოიწვია.

დასასრულ, ჩემი სიხარულის მიზეზი:

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

მე გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ ფეხბურთში. 🙂 თუმცა უნდა ვაღიარო ეს თავიდანვე ასე არ ყოფილა, როგორც მაგალითად ბაიერნის შემთხვევაში. კლუბებს შორის სხვა ფავორიტი არ მყოლია (თუმცა კი ბოროტი ენები მაბრალებდნენ ბარსას ფანი იყავიო მაგრამ რა სისულელეა ღმერთო ჩემო! :)). სუულ სულ თავიდან საფრანგეთი მომწონდა ხოლმე. დაზუსტებით ვერ გეტყვით რატომ, მაშინ გაუაზრებლად ვამბობდი ამას. როცა გავიაზრე გერმანია ჩემთვის ერთადერთი გახდა. 🙂 ჩემს გარშემო ბავშვებს შორის ერთადერთი “გერმანელი” ვარ. მხოლოდ ერთო მასწავლებელი მიჭერს მხარს, ისიც გერმანული წარმოშობისაა. 😦 ბედი არ მაქვს. შარშან მეოთხედფინალამდე გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, ვტრაბახობდი, მეოთხედფინალამდე გმირულად გამიძლეს და უკვე ნახევარფინალში მოვკეტე. 🙂 ვიცოდი, განა არ ვიცოდი რომ იმ წელს ძალიან არასტაბილური იყო ჩემი ნაკრები, თან ესპანეთთან დიდი დანაკლისი მქონდა მიულერის სახით, თან ის წყეული რვაფეხა, რომელმაც დამარცხება გვიწინასწარმეტყველა. 🙂
წაიკითხე მეტი