22

ტრადიციად მექცა 25 მაისამდე ცოტა ხნით ადრე წლის შეჯამება. ახალი წელი ნაკლებად იწყებს ან ამთავრებს ხოლმე ჩემთვის რაიმე ეტაპს, ალბათ ჯერაც სასწავლო წელს ვუკავშირებ ამ ყველაფერს და იმიტომ.

ამჯერად 22 წლის ვხდები, რატომღაც.

შარშანდელი 25 მაისის მერე… მასწავლებელი მანამდე გავხდი, კარგად მახსოვს, ჩემი პირველი მოსწავლე 2015 წლის 20 მაისს მოვიდა. ჩემს “ანგარიშზე” ჯამში ახლა უკვე 30-ზე მეტი მოსწავლეა. ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. ამას ყოველი მათგანისგან ვგრძნობ და ამის გამოა, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ბავშვები რომ მოდიან ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ. ვგრძნობ რომ რაღაც ვიცი, რაღაც შემიძლია, ვიღაცას ვჭირდები – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლობელია და ვუყვარვარ.

შემოდგომაზე მივხვდი რომ ლათინურის სამ სემესტრს უკვალოდ არ ჩაუვლია. კეისარი, ვერგილიუსი და ოვიდიუსი წავიკითხე ლათინურად. ამ ენამ ძალიან გამზარდა, გონებრივად შემცვალა და უფრო თავდაჯერებული გამხადა. სამწუხაროდ ჯერ იმავეს ვერ ვიტყვი ძველ ბერძნულზე, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. საამისოდ ძალიან ჯიუტი ვარ.

ნოემბერსა და დეკემბერში ერთი ოცნება ავიხდინე და წიგნის ფესტივალზე ვიმუშავე გამომცემლობა “წიგნები ბათუმშის” სტენდთან. მერე კიდევ უფრო მაგარი რაღაც მოხდა – წიგნზე მუშაობა შემომთავაზა ირაკლიმ, ამ გამომცემლობის დამაარსებელმა. თავიდან მეც საცდელად აღვიქვი ეს ამბავი. ვაღიარებ, დაუფიქრებლად გამომივიდა, ეს ჩემი მხრიდან მეტისმეტი თავდაჯერებულობა იყო. თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობას არ ვუჩივი, ღამეებიც გავათენე და მოსწავლეებისა და გამოცდების პარალელურად ჩემი პირველი წიგნი, ფილიპ დიკის “უბიკიც” დავარედაქტირე. ამ პოსტში სირთულეებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ საქმეს ვერ მოვერიე. ისე ვერა, როგორც ვისურვებდი. ირაკლის და მარის საკმაოდ ბევრის გაკეთება მოუწიათ და საბოლოო ჯამში წიგნი ნამდვილად კარგი გამოვიდა, მთავარიც ალბათ ეს არის.

მეორე წიგნი ორ კვირაში მომაყოლეს. ამან მაფიქრებინა, რომ რედაქტირება გამომდიოდა. მერე… მოკლედ მეორე წიგნიც დავასრულე. ახლა უფრო თამამად ვარ. ახლა თარგმნაც შემიძლია. ერთი ისაა, რომ არ მინდა რაღაც უბრალოდ შემეძლოს. მე მინდა ყველაფერი ძალიან კარგად შემეძლოს.

სამწუხაროდ ამ ერთ წელში ნაპოვნმა იმედმა, რომ ცხოვრების გზა ვიპოვე, ძალა დაკარგა. ისევ არ ვიცი რა ვაკეთო მომავალში. აღარ მომწონს მეორე ხარისხოვანი საქმის კეთება. მეტი მინდა, მინდა რაღაც თავად შევქმნა, რაღაც ისეთი ვაკეთო, რაშიც თავფეხიანად გადავეშვები.

თუმცა მგონი მაინც კმაყოფილი ვარ, ყველაფერი თითქმის ისეა ცხოვრებაში, როგორც უნდა იყოს, ჯერ ყველაფერი წინაა.

Advertisements

6 thoughts on “22

  1. რა ნაცნობი განცდაა დაბადების დღის წინ ყველაფრის შეჯამება და შემდეგ ახალი ეტაპის დაწყება. შეჯამებით თუ ვისმჯელებთ ძალიან საინტერესო და მაგარი წელი გქონია, ეს კი ნიშნავს რომ შემდეგი აუცილებლად უკეთესი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ზუსტად ისეტი როგორსაც გეგმავ თუ არა. მოულოდნელობებიც ძალიან მაგარია. წარმატებებს გისურვებ! 🙂

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s