კიდევ ერთი წიგნის ფესტივალი

10600361_1014322941944647_216643760890875187_n

ესეც მეორე წიგნის ფესტივალი. ამ ერთი ბეწო ქვეყნისთვის, უფრო მეტიც – ქალაქისთვის, წელიწადში ოთხი ფესტივალი ნამდვილი მოვლენაა. არადა თუ მეხსიერება არ მღალატობს, 2015 წელს სწორედ ოთხი იყო. ძალიანაც კარგი, ჩემთვის რაც მეტია, მით უკეთესი. წინა ფესტივალის ამბები უკვე მოგიყევით, 25-27 დეკემბერი კი საახალწლო ფესტივალს დაეთმო, ამჯერად საჯარო ბიბლიოთეკაში. ულამაზესი დარბაზია, მაგრამ… პატარა და მოუხერხებელი ასეთ ამბებისთვის. სიცხე და უჰაერობა აქაც პრობლემა იყო და ამას ალბათ არსად არასდროს არაფერი ეშველება, სამწუხაროდ.

მე ისევ ბათუმში ვიყავი. უკაცრავად, ბათუმში არა, ბათუმელებთან, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”–ს დამაარსებლებთან და თანამშრომლებთან, ოღონდ უკვე დიდი ხანია ჩემთვის ეგ სულ ერთია. სადაც ისინი არიან, იქაა ბათუმი.

ამჯერად მე გვიან შევუერთდი, წიგნები უკვე დალაგებული იყო და იმაზეც კი ვღელავდი, როდის დავიმახსოვრებ სად რა დევს მეთქი. ნეტავ ჩეკის ამორტყმა ან ტერმინალის ხმარება თუ მახსოვს მეთქი. ამ მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მოვიდნენ მარი და თამთა, მალე ვნახე ირაკლიც, დანარჩენებიც, გამიღიმეს, მომესალმნენ, მომიკითხეს, წამიც და – სახლში ვიყავი, ყველაფერი კარგად იყო.

თითებჩასაკვნეტი ახალი წიგნები გვქონდა, მილიგანი, ენდერი, ბრედბერის კიდევ ერთი კრებული, მეტრო 2034 და გიორგი კეკელიძის “ორი თავგადასავალი”.

ის ხალხი ხომ ყოველთვის მიხარია, რომ მოდიან და უამრავ წიგნს ყიდულობენ; ისინიც, რჩევას რომ გვეკითხებიან და ითვალისწინებენ; ისინიც ჩვენი რომელიმე წიგნი რომ მოეწონათ და ახლა ნდობით გვიმზერენ, მაგრამ ყველაზე მეტად ის ხალხი მიყვარს, უკვე ყველაფერი რომ აქვთ ბათუმელების და ახლა მხოლოდ ახლებს აკითხავდენ. ჰო და ისინიც, საჩუქრად რომ ყიდულობდენ ჩვენს წიგნებს, იმიტომ რომ საკუთარ ეგზემპლარებს ვერ იმეტებენ.

სხვა გამომცემლობის კონსულტანტები სულ მიღიმოდნენ. სახეზე ყველას ვცნობ, მაგრამ სახელი თითქმის არავისი ვიცი და როცა ასე ღიმილით ნაცნობი და ისე უცნობი ადამიანები მიყურებდნენ და მესალმებოდნენ, თავი რაღაც საიდუმლო სექტის წევრი მეგონა.

ბოლო დღეს ჩვენს დახლთან “ფეისების” ცვენა იყო, როგორც ირაკლიმ თქვა :დ ვერაფერს იტყვი, ასეა. სალომე ბენიძე, ანი მარდალეიშვილი, სანდრო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ჭურაძე, თამთა კორინთელი თავად სთავაზობდნენ მყიდველებს წიგნებს – ლამაზები, ღიმილიანები, ჭკვიანები.

ბატონი ბიბლიოთეკის დირექტორი რა თქმა უნდა სულ იქ იყო, ავტოგრაფებსაც არიგებდა. ჰო, კიდევ გვანცა ჯობავაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ლამაზი, უშუალო და კეთილი ადამიანია. ერთერთ დღეს, საღამოს, გადაღლილმა სანამ ავხედე ვის ვეუბნებოდი, გვანცას დახმარება შევთავაზე და რომ შევხედე, ვაი მეთქი, გამიცინა, მართლა მკითხა რჩევა და წიგნებიც გემრიელად გადაათვალიერა.

ამ ფესტივალზე ცოტას კი ვწუწუნებდი, სადაც მე ვდგავარ იქ წიგნები აღარ იყიდება მეთქი, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე. მყიდველებთან ამ ფესტივალზე ბევრად მეტს ვლაპარაკობდით. ყველაფერი აინტერესებთ, ეს როგორი წიგნია, ის როგორი წიგნია, ამა თუ იმ ავტორის სხვა წიგნიც თუ გამოიცემა, რომელიმე სერიის გაგრძელება როგორ იქნება, ამას თუ იმას როდის თარგმანიან… შენიშვნებიც აქვთ ხოლმე.

უტაქტოებიც გამოერევიან ხოლმე აქა–იქ.

საქმე იმაში არაა, რომ ამ გამომცემლობის ყველა წიგნი იდეალურადაა გამოცემული. ამას არავინ ამტკიცებს. საქმე იმაშია, რომ გამომცემლობა ჯერ ერთი წლისაც არაა და თითქის ორმოცდაათამდე წიგნი გამოსცა. არც ერთი მათგანი აქამდე გამოცემული არ ყოფილა, ყველა ახალი თარგმანია. რაც მთავარია ჟანრი ფანტასტიკა მკითხველამდე მივიდა, თანაც საუკეთესო ნაწარმოებებით. ზრდილობის ფარგლებში ნათქვამი ყველა შენიშვნა მიღებულ იქნა, მოწმე ვარ. მაგრამ როცა ზედმეტი მოსდით და შეურაცხყოფაზე გადადიან… მგონი აღარაა საჭირო რამე დავამატო.

სულაც არ მომწონს ბათუმელების გამოცემული ყველა წიგნი. ვერ ვიტყვი, რომ ყოველი მათგანი ჩემი საყვარელი წიგნია (ცალკე საკითხია, რომ როცა იწვალე, იშრომე და გამოეცი, ყველა გიყვარს.  მე თვითონ მიყვარს ამ დღეების მერე ყოველი მათგანი), მაგრამ რომელი წიგნიც არ მომწონს, არც ვყიდულობ და არც ვკითხულობ და არც გამომცემლობას ვლანძღავ იმის გამო, რომ გამოსცა. თავისი მკითხველი ყველას ჰყავს, მე ვინ ვარ. მე ვლანძღავ ხოლმე იმ გველეშაპ გამომცემლობებს, რომლებიც ახალ თარგმანებს კვარტალში ერთხელ თუ გაღირსებენ და ძირითადად უკვე თარგმნილის თავიდან გამოცემით (რა თქმა უნდა დაურედაქტირებლად) აირიან დაკავებულნი და  რომლებსაც წიგნების 90% არ უვარგათ, არც თარგმანით, არც რედაქციით, არც ფორმატით. იმათაც ვლანძღავ ხოლმე, ფასებს უსაშველოდ რომ ბერავენ, არადა სულ ისეთ წიგნებს გამოსცემენ, რომლებიც ძალიან მოთხოვნადია და იციან, რომ გაიყიდება, თავად კი არაფერს სთავაზობენ მკითხველს.

სიტყვა გამიგრძელდა და თემა გამექცა, სინამდვილეში კი იმის თქმა მინდოდა, რომ კარგი მკითხველები ალბათ ძალიან ბევრია, მაგრამ წიგნის ცუდი მყიდველებიც ბევრნი არიან.

თქვენ კი დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, წარმატებებს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას გისურვებთ.

პ.ს. მე კი 2016 წელიც ასეთივე დატვირთული მქონოდეს, ასეთივე სიახლეების მომტანი.

პ.პ.ს. მაგრამ იქნებ ზაფხულში მაინც დავისვენო. მართლა დავისვენო. დასვენებასაც ყველას გისურვებთ, კარგად ვიცი რამდენ თქვენგანს სჭირდება.

Advertisements

5 thoughts on “კიდევ ერთი წიგნის ფესტივალი

  1. ახლ ვფიქრობ რომელი წიგნი იყო “გასალანძღი” და ვერ ვირჩევ. ყველა, რა თქმა უნდა, ერთნაირად მაგარი არ არის (რამდენიმე ჯერაც არ წამიკითხავს და ვერ შევაფასებ), მაგრამ, სხვა რომ არაფერი, იმ სიცხეში როგორ არ დაეზარათ ამაზე დროის დაკარგვა 😀 თითო გამომცემლობას მაქსიმუმ 2 წუთი დავუთმე და გამოსვლისას თავი ჯოჯოხეთიდან დაბრუნებული მეგონა 😀

    Like

    • ბევრნაირი ლანძღვა იყო. რამდენიმე ქალი ილანძღებოდა ეს რა წიგნებია, ბავშვს როგორ წავაკითხოო და ბავშვს აშკარად უნდოდა. იგულისხმებოდა სასიკვდილო იარაღების სერია და ვამპირების აკადემია.ამ უკანასკნელის ექვსივე წიგნი ცოტა ხნის წინ დავამთავრე და ვერ ვიტყვი ლიტერატურული ღირებულების მქონე წიგნებია მეთქი, მაგრამ ძალიანაც მშვენიერი საკითხავია, ყველასათვის მისაღებ კეთილსა და ბოროტზე.

      ზოგი უბრალოდ იჯღანებოდა ფანტასტიკაო.

      ზოგი მოვიდა და აქო, მარტო კიზი და ბრედბერია აი მართლა ძალიან კარგი საკითხავი, დანარჩენი ნააჰო (დაიჯღანა). დანარჩენში სტრუგაცკები, კლარკი, ჰაინლაინი, ლე გუინი, საპკოვსკი რომ იგულისხმება… რა ვიცი აბა.

      ჰოდა მე ზოგადად ისეთი მცივანა ვარ, ორ მაგდენ ტემპერატურაზეც არ დამცხებოდა, მაგრამ უჰაერობა იყო საშინელი :/

      Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s