ხიდი ტერაბითიაში

10993407_385583314955649_8413431010525438179_nდაახლოებით ერთი წლის წინ წავიკითხე “ხიდი ტერაბითიაში”, როცა გავიგე, რომ ბათუმელებს უნდა გამოეცათ. ვერ მოვითმინე. ერთი წლის შემდეგ უკვე ქართული თარგმანის ინტერესით მოვკიდე ხელი. რაკი ორიგინალიც წაკითხული მაქვს, მგონი მეთქმის – ძალიან კარგი თარგმანია. და წიგნს ულამაზესი გარეკანი აქვს.

ფილმი ძალიან ადრე მაქვს ნანახი, წიგნსაც როგორც გითხარით, პირველად არ ვკითხულობ. მაგრამ გადავშალე თუ არა ტირილი ამივარდა. ძლივს მოვახერხე კითხვის გაგრძელება.

არ მეგონა თუ ისევ საკუთარ ემოციებზე მოყოლით დავიწყებდი, მეგონა ცოტა მივეჩვიე. მაგრამ პატარა ჯესის და ლესლის ამბავი ისეთი საოცარია, მგონი ტრადიციად დავიდებ ყოველ წელს წავიკითხო.

არა, მართლა საოცარია, იმის მიუხედავად რამდენს გატირებთ და გაქვითინებთ. ლესლი ნამდვილი სასწაულია. როგორ იყო წიგნში? ძროხის სადგომიდან ტერაბითიის მეფობამდე ჯესი სწორედ ლესლიმ მიიყვანა. ასწავლა როგორ შეეხედა სამყაროსთვის სხვა თვალით, მისი წყალობით ჯესიმ საკუთარ შიშებს ზურგი კი არ აქცია, თვალებში ჩახედა და ისე გაუმკლავდა, სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობის უნარი გაუჩნდა.

ზაფხულის ადრიან დილით სახლის საქმეებამდე მინდორში მორბენალი ბიჭი, რომელსაც სურდა ყველაზე სწრაფი მორბენალი გამხდარიყო, წიგნის ბოლოს ისეთი გაზრდილია, ისე უყურებს ცხოვრებას და იმხელა ძალას ასხივებს, ვერ გჯერა რომ სულ 155 გვერდი წაიკითხე, კითხვის სულ ორი საათი, გავიდა.

ლესლი, ათი წლის გოგონა, რომელიც საოცარ ამბებს ჰყვება, ტერაბითიის ღირსეული დედოფალია, მტერსაც მედგრად უხვდება და თანდაყოლილ მაგიასაც ფლობს.

საშობაო საჩუქრების ამბავიც ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ჯესი ძალიან ღარიბია, თუმცაღა გულით სურს ისეთი საჩუქარი აჩუქოს ლესლის (რომელსაც მისგან ყველაფერი გაუხარდება), რომლითაც თავადაც იამაყებს. პრინცი ტერიენი ნამდვილად ასეთი საჩუქარი იყო, პატარა საყვარელი, გონიერი ლეკვი. სანაცვლოდ კი ის მიიღო, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, სახატავი ალბომი და საღებავები. ჯესი ხომ მხატვარია. მართალია ჩუმად ხატავს და მხოლოდ ლესლის და მის ედმონდსს მოსწონთ მისი ნახატები, მაგრამ დრო მოვა და ჯესი ისეთ სამყაროებს დახატავს…

ხომ გითხარით, ჯესი ძალიან გაიზარდა მეთქი. წიგნის ბოლოს ტერაბითიაში გამავალი ნამდვილი ხიდიც ააგო და მომავალი დედოფალიც წაიყვანა იმ ჯადოსნურ სამყაროში.

P.S. მართლა ძალიან მაგარი წიგნია. ათასჯერ რომ წავიკითხო, მაინც ასეთი ემოციური დამოკიდებულება მექნება.

Advertisements

One thought on “ხიდი ტერაბითიაში

  1. მე ნამდვილად დიდხანს აღარ გადავშლი ამ წიგნს (არც ფილმს ჩავრთავ)… ამ ბოლო დროს ისედაც “საეჭვოდ” სენტიმენტალური გავხდი (ჯანმრთელობის პრობლემა არ არის, ე.ი. ვბერდები 🙂 ) და ამ ამავზე საერთოდაც წაკითხვის ან ყურებისთვის აუცილებელი 2 საათის განმავლობაში ვტირი 😦

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s