Meloman

წიგნის დღეები

1

უჩემოდაც მოგეხსენებოდათ ალბათ, 26-29 ნოემბერს, თბილისში, ექსპო-ჯორჯიას პავილიონებში წიგნის დღეები იყო. ის არ გეცოდინებათ… ანდა, როგორ არ გეცოდინებათ უკვე ბევრს, მეც იქ ვმუშაობდი. გამომცემლობა წიგნები ბათუმში–ს სტენდთან ვიდექი და უამრავ მკითხველს ვხვდებოდი.

ბედნიერების ხუთი დღე. ხუთი იმიტომ, რომ მე ოთხშაბათს სტენდის მოწყობაშიც მივიღე მონაწილეობა. პირველად ვნახე პავილიონი მზადების პროცესში და მინდა გითხრათ, არანაკლებ მომეწონა ამგვარად აზუზუნებული სივრცე. როცა ახლადფეხადგმულ გამომცემლობას საშუალო ზომის სტენდი არ ყოფნის (უფრო დიდიც კი გვქონდა, ვიდრე წლობით არსებულ გამომცემლობებს), მართლა ძალიან სასიხარულოა. თუმცა, დიდი ხანი ვიწვალეთ, რომ ყველა წიგნი გამოსაჩენად და მოსახერხებლად დაგვეწყო. რა თქმა უნდა, მოვახერხეთ.

12313580_493705987476714_2051197968808063832_n

მერე, ხუთშაბათიდან, მყიდველების მიღებასაც შევუდექით. ჯერ ჩეკის აპარატთან და ტერმინალთან წარმადგინეს. მათთან ურთიერთობის არავითარი გამოცდილება არ მაქვს და მინდა გითხრათ, გვარიანად მანერვიულეს. მაინც, პასუხისმგებლობაა.

მერე მოვიდნენ. ამდენ განსხვავებულ ადამიანთან ასეთი უშუალო ურთიერთობა ალბათ არასდროს მქონია. კვირა საღამოსაც ვახერხებდი ღიმილიანი გამარჯობა-გმადლობთ-ნახვამდის მეთქვა, ეს არ იყო პრობლემა, ყველაფერი მართლა გულით მიხაროდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ის სწყინდა, დახმარებას რომ ვთავაზობდი, ზოგს ის, რომ არ ვიცოდი როგორი წიგნები უყვარს, ზოგი უკმეხად მეკითხებოდა ჩეკი ხომ ჩავუდე პარკში, ზოგი ყვიროდა რატომ კლასიკას არ კითხულობთო. whatever, ვერავინ ვერ გამიფუჭა ის ამაღლებული განწყობა, ოთხი დღე გადაქანცულმაც კი სიხარულისგან ვიფრინე და იმდენი პოზიტივი მივიღე, ახლა ძალიან მიჭირს არაფრის კეთება. კიდევ კარგი დეკემბრის ბოლოს კიდევ არის ფესტივალი.

12249910_493706064143373_6271926817487050407_nრანაირი მკითხველი აღარ მოვიდა. ზოგი ძალიან კეთილსინდისიერად, დაგეგმილად, სიით მოვიდა, სულ ღიმილით ჩამოთვალა წიგნები და დიდი ჩანთით წაიღო. ზოგმა ერთი და ორი წიგნი წაიღო, მაგრამ ისეთი ბედნიერი ღიმილით…

ისეთებიც ბევრნი იყვნენ, ერთ-ორ წიგნზე იცოდნენ, რომ სურდათ, მაგრამ მერე12243264_493706094143370_1049979003765871794_n სხვებიც მოუნდათ და მანდ ვერთვებოდით საქმეში ჩვენ – ირაკლი, მარი, თამთა, მე, დათა… ძალიან ბევრჯერ შევნიშნე, მარი როცა იწყებდა ლაპარაკს, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა სტენდთან მდგარი ადამიანი კისერს წაიწვდიდა და უსმენდა ხოლმე. მარი ძალიან ლამაზია, ლამაზად ლაპარაკობს და სულაც არ მიკვირს, ასე რომ უსმენდნენ და უჯერებდნენ. ირაკლი უფრო ქარიზმატულია, ძალიან უყვარს თავისი გამოცემული წიგნები, შვილებივით. ყოველთვის გულწრფელად ჰყვება მათზე და იმასაც გულწრფელად ეუბნება ზოგს, რომ ესა თუ ის წიგნი ნაკლებად მოეწონება.

რჩევების ამბავი მეც ძალიან მომეწონა. იყვნენ ისეთებიც, ჩემს კითხვაზე “მე ხომ არ დაგეხმაროთ”, მიპასუხეს, აბა თქვენ რას გვირჩევდითო და ყველა დასაბუთებული რჩევა გაითვალისწინეს. ყველაზე ხშირად “წყვდიადის მარცხენა ხელს” ვთავაზობდი ყველას. რა ვქნა, ეს წიგნი და საერთოდ ურსულა ლე გუინი ერთი დედას არ მირჩევნია მე მგონი.

ელჯერნონი თავის საქმეს ისევ ხუთიანზე ასრულებდა, ღმერთო ჩემო, არც კი მახსოვს ეს წიგნი რამდენჯერ გავყიდე. ერთ ქალს თვალები აუცრემლდა, არადა ისეთიც არაფერი მითქვამს, ღმერთმანი.

ძალიან საყვარლები იყვნენ ბავშვები, ხურდა ფულით რომ მოდიოდნენ, კაპიკები აკლდებოდათ, მაგრამ ირაკლი მაინც აძლევდა წიგნებს. პრინციპში, არა მხოლოდ ბავშვებს, ყველას ვისაც ფული დააკლდა, არა უშავსო, უთხრა. ჩემი და ბუზღუნებდა, გაკოტრდებიან მასე, ისედაც რამდენი იყო ფასდაკლებაო.

ნაცნობების ნახვაც ძალიან სასიხარულოა მაგ დროს. საერთოდაც, პოზიციის შეცვლა ყოვლად გადასარევი აღმოჩნდა. ჩემი არსებობის 21 წლის მანძილზე ასე ძალიან და ასე ბედნიერად არასოდეს დავღლილვარ.

12314089_493706204143359_6613715545171580147_n.jpg

წიგნები მაჩუქეს. ყოვლად უნამუსოდ მართლა ყველა წიგნი ავიღე რაც მინდოდა, მაგრამ კიდევ ბევრის გაკეთებას ვაპირებ ამ გამომცემლობისთვის და გამოვისყიდი, იმედია არა უშავს. სახლში კი ძალიან შემარცხვინეს, განსაკუთრებით ჩემმა დამ. აქ ვერც კი დავწერ რა სიტყვებით მლანძღა ამდენი წიგნის სახლში წამოღებისთვის :დ

ჰოდა, მომილოცეთ, კარგ ხალხთან, კარგ გარემოში, საყვარელ საქმეს ვაკეთებდი ოთხი დღე. იმდენად ბედნიერი დღეები იყო, დიდ ხანს მეყოფა საიმისოდ, კარგად ვიყო და ცხოვრება მიხაროდეს.

19 thoughts on “წიგნის დღეები”

  1. ძალიან სასიამოვნოა ასე გახარებულს რომ გხედავ. პ.ს. ლე გუინი :დ სულ ეგ ფრაზა მახსენდება.

    Liked by 1 person

          1. მშვენიერი შედარების კრიტერიუმია :დ დეკემბერშიც იქნები? კიდევ დააყენე ხალხი სწორ გზაზე.

            Liked by 1 person

  2. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიტიურ გოგოსთან ურთიერთობით მარი და ირაკლიც კმაყოფილები იქნებოდნენ 🙂
    შეგერგოს ეგ წიგნები. მეც გამიხარდა, საყვარელი გამომცემლობის სტენდთან მეგობრის დანახვა 🙂

    Liked by 1 person

  3. მე მეხუთეში ვიყავი მოხალისედ, საბავშვო წიგნის ილუსტრაციები გვქონდა, ბევრი კი არ შემოდიოდა 😦 არადა მართლა კარგი ილუსტრაციები იყო, ჰოდა ისე საწყლად გამოვხედავდი ხოლმე მეთერთმეტეს, გუგუნებდით 😀 ჰოდა, ავდექი გადმოვიპარე, საპკოვსკი ვუყიდე დედას საჩუქრად და ვეღარ ვწყდებოდი თქვენ სტენდს 😀 ❤

    Liked by 1 person

    1. ვაჰმე, რა საინტერესოა შენ რომელი ხარ :დ თავს ვერ დავდებ რომ ყველა სახე მახსოვს, მარა… მაინც

      Like

      1. უჰ, რას დამიმახსოვრებდი 😀 იმდენი ხალხი გყავდათ 😀 ბეიჯი მეკიდა და მარი რომ მაძლევდა წიგნს მხედვარზე ვუთხარი, მახსოვს ამ სათაურზე რა ამბები იყო, მაგრამ ხალხი მაინც ყიდულობს, ჩაწყნარდნენ მეთქი 😀 ^_^ ჰო,ჰო მიეჩვევიანო

        Liked by 2 people

Leave a comment