ერთი კვირა

შაბათი.

პარასკევი იმისთვისაა პარასკევი, რომ შეგიძლია არაფერი ისწავლო და გვიან დაიძინო. ხუთამდე Star Trek–ის ფილმებს ვუყურებდი. მერე როგორღაც დამეძინა. ჩემი დილა უკვე თვეებია თავის ტკივილით იწყება. მიჩვეული ვარ. სანამ გამოვფხიზლდები, ყავას დავლევ და რამის ჭამას მოვიფიქრებ ხოლმე, რომელიმე სერიალს ვუყურებ. Walking dead, Doctor who, Dexter, Battlestar Galactica, The leftovers, Vikings, Game of thrones, Arrow, Teen wolf-საც კი ვუყურებდი დაქალის რჩევით, Flash, Grimm, Daredevil, Torchwood, Stargate… ისედაც გამიგრძელდა სიტყვა. იმისდა მიხედვით რის ხასიათზე ვარ, ერთ სერიას მაინც (ხშირად ორსაც) ვუყურებ. მერე ძირითადად ბერძნულს ვსწავლობ. უფრო სწორად უბრალოდ ვთარგმნი დავალების ტექსტებს. სწავლა სხვა რამეს ჰქვია. მერე მოსწავლეები მოდიან, 3 საათზე. დაახლოებით 9-მდე სწორედ მათ მიაქვთ ჩემი დრო და ენერგია. უკვე დაღამებულზე, დაღლილი, დაქანცული, ხმაჩაწყვეტილი, დამშეული, აბა როგორღა უნდა ვისწავლო ფიქრებით, ისევ კომპიუტერს მივუჯდები და ამჯერად ფილმებს ვუყურებ. ძირითადად Facebook-ის თანხლებით. ისევ მათენდება. დილით ორი-სამი საათი მძინავს ხოლმე.

კვირა.

კვირას სერიალებს და ფილმებს ვერ ვუთმობ დროს, სინდისი მაწუხებს. ვიცი რომ ორშაბათს ვერ მოვიცლი სასწავლად, სამშაბათიდან კი უნივერსიტეტში “მომხედავენ” როგორც საჭიროა. კვირას ვსწავლობ. მთელი დღე. ლათინურს, ბერძნულს, იაპონურ კულტურას, კულტურის შესავალს, ლიტმცოდნეობის შესავალს, კლასიკური ფილოლოგიის შესავალს. ყველა საგანი საინტერესოდ ტვინის ჭამაა. მოსწავლეები კვირასაც მყავს, თუმცა 3-4 საათი, მეტი დრო არ მიაქვთ.

ორშაბათი.

თვალები მტკივა. გვიან ღამემდე რაღაცეებს ვწერდი და ვკითხულობდი. გვიან ვდგები, სერიალს ვუყურებ. მერე მოსწავლეები მოდიან. მთელი დღე. ბოლო ჯგუფს რომ ვუშვებ, უკვე ხავილის რეჟიმზე ვარ ხოლმე. რისი სწავლაც ვერ მოვასწარი იმას ვაფუჩეჩებ და ვიძინებ.

სამშაბათი.

გააჩნია. თუ კიდევ მაქვს სასწავლი (ძირითადად ლათინური მრჩება ხოლმე), 7-ზე ვდგები, ვსწავლობ, 9-ზე სახლიდან გავდივარ, 11-ზე უნიში ვარ. თუ არადა 9-ის ნახევარზე ვდგები. 11-დან 6-მდე სულ სემინარები მაქვს. ლექციებიც მაქვს, მაგრამ სემინარების პარალელურად და რა თქმა უნდა, ვერ დავდივარ. სამშაბათს რომ რამე არ გავაცდინო, გამორიცხულია. ვცდილობ შერჩევით ვაცდინო, ხან ერთი საგანი, ხან მეორე. სახლში მივდივარ მკვდარი. ჭამასაც იშვიათად ვასწრებ სამშაბათობით. ერთ ფილმს მაინც ვუყურებ ხოლმე. მაღვიძარას ვაყენებ 8 საათზე, “დილით ვიმეცადინებ” იმედით.

ოთხშაბათი.

ვიღვიძებ 12-13 საათზე. მისკდება თავი. ვდგები ორზე ან სამზე. ყოველ ოთხშაბათს ვაცდენ. ყოველ ოთხშაბათს ერთ ფილმს ვუყურებ და რაც გავაცდინე, იმას ვსწავლობ – ბერძნულს. ლათინურს უკვე ღამე ვუჯდები.

ხუთშაბათი.

9-ზე იწყება სემინარი. 7-ზე ვდგები, ორი საათი ხომ მეძინა, არა უშავს. ორზე სწავლას ვამთავრებ და სახლში მოვდივარ მაშინვე, ოთხზე მოსწავლეები მოდიან. 9-მდე. ისევ მკვდარი ვარ. ისევ ვცდილობ რამე ვისწავლო.

პარასკევი.

ყოველ მეორე პარასკევს ვაცდენ. თუ არ ვაცდენ და გზაში ან პირდაპირ სემინარებზე ვსწავლობ ჩასაბარებელ მასალას. დღეს გავაცდინე. ოთხის ნახევარია. გამოვიძინე, მაგრამ კოშმარებით და საშინელ ხასიათზე ვარ. უკვე ვეჩხუბე ყველას ვინც ხმა გამცა. ახლა Battlestar Galactica ჩავრთე. მერე Leftover–ს ვუყურებ. საღამოს თუ ვისწავლე რამე ხომ კარგი, თუ არადა… ხვალიდან ყველაფერი ისევ განმეორდება.

Advertisements

6 thoughts on “ერთი კვირა

  1. ასეთი საშინელი გრაფიკი მგონი მეც კი არ მაქვს 😀 მართალია რაც სამსახური შევიცვალე სერიალი რა არის, საერთოდ დამავიწყდა. ფილმებიც იშვიათად მახსოვს და წიგნებიც მნიშვნელოვნად შევამცირე, მაგრამ 7 საათი მაინც რომ არ დავიძინო, არ არსებობს 😀

    Like

    • მე ცოტა ძილი მყოფნის საერთოდ, მაგრამ ძილის პირველი ფაზა მაქვს ძალიან ხანგრძლივი და რთული. ანუ დასაძინებლად მჭირდება 2-3 საათი, თორემ თუ დამეძინა უკვე ცოტაც მყოფნის :დ

      ისე კი 7 ნორმაა, მაგაზე ნაკლები მართლაც ცოტაა, მესმის

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s