მეტროს დეპრესია

11825900_1581652582097997_5337151271646790873_nგლუხოვსკი ერთი რუსი ტელეწამყვანი და ჟურნალისტია, რომელსაც ათამდე ლიტერატურული ნაწარმოები ეკუთვნის და ვისაც ყველა “მეტროთი” იცნობს. “მეტრო 2033”, “მეტრო 2034”, ახლა უკვე “მეტრო 2035″…

თუ არ ვცდები წიგნი უკვე სამჯერ გამოიცა რუსეთში (2005 წლიდან მოყოლებული), უზარმაზარი ტირაჟით. ცნობილია კომპიუტერული თამაშიც მის მოტივებზე (რის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცი). ქართულად კი გამომცემლობამ, წიგნები ბათუმში, თარგმნა და გამოსცა ეს წიგნი. თარგმანს არა უშავს, ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა წიგნს ნაჩქარევად გამოცემა აშკარად ეტყობა.

ამ პატარა პოსტს უფრო მათთვის ვწერ, ვისაც მიაჩნია, რომ ფანტასტიკა არ უყვარს. მინდა დავამშვიდო ასეთები, რომ გაუგებარი ტერმინები, კოსმოსური ხომალდები, ფიზიკის ყოვლად უცნობი კანონები და სხვანი და სხვანი, ამ წიგნში ნამდვილად არ შეგაწუხებთ. სამაგიეროდ შეიძლება შეგაწუხოთ გამუდმებულმა სიბნელემ და აუხსნელის შიშმა; უკან მოხედვის, ჭკუიდან შეშლის, მოულოდნელობის, უიმედობის შიშმა.

სპოილერი ნამდვილად არ გამომივა, თუ გეტყვით, რომ მოქმედება მეტროში მიმდინარეობს, 2033 წელს. თუმცა ჩვენი მეტრო არ წარმოიდგინოთ. წიგნს თავშივე აქვს დართული მოსკოვის მეტროს რუკა. დიდი ხანი ვათვალიერებდი მას და ძალიან დიდია, ქაღალდზეც კი ადვილად იკარგები ადამიანი. დასახლებებად ქცეული მეტროს სადგურები, ბნელი, გაუვალი გვირაბები, სახელმწიფოებად გაერთიანებული სადგურები და იაღოველები, სატანისტები, ფაშისტები, კომუნისტები, კაპიტალისტები, სამხედროები და ინტელიგენცია და ძალიან, ძალიან ბევრი თავგადასავალი.

83943948

აღმოჩნდა, რომ ავტორი მოსალოდნელზე უკეთ წერს და უბრალოდ სათავგადასავლო ნაწარმოებზე მეტია “მეტრო”. პოსტის სათაური, მეტროს დეპრესია, რამდენადმე სუბიექტური ვარიანტია, მაგრამ იმის გამოხატვა მინდოდა, რაც წიგნსაც თან სდევს ლაიტმოტივად: მაინც რატომ შეიყუჟა ათასობით ადამიანი მეტროში, ამ სიბინძურეში, სიბნელეში და ყოველ წამს საფრთხის მოლოდინში? ადამიანური თვითგადარჩენის ინსტინქტია? უკეთესი მომავლის რწმენა? უტოპიური იმედები? მაინც რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს, რისთვის უნდა იწვალოს ადამიანმა?

ყოველ ახალ თავგადასავალთან ერთად მთავარ გმირს ეს კითხვა უკან მისდევს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოუდგება. პასუხებიც გამუდმებით იცვლება. თანდათან იმაზე ფიქრს იწყებ მკითხველი, რომ მეტროში ასე წრეზე სიარული, თავგადასავლები და ეს თეოლოგიური თუ ფილოსოფიური კითხვა-პასუხები სადღაც უნდა დამთავრდეს, პასუხი გაეცეს, რამე უნდა მოხდეს!

რამე ხდება. მაგრამ არ ვიცი მე მომიჩლუნგდა ინტუიცია თუ მართლა ასე კარგად წერს გლუხოვსკი, თუმცა ასე ღრმად ვერ ჩავწვდი ახსნას. ბოლო გვერდები სრული შოკი იყო მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა და მშვენიერი საფუძველი შეუმზადა “მეტრო 2034″–ს.

გული მიგრძნობს, მთავარ გმირს (რომელიც დიდად არ მომწონს, თუმცა ზოგადად არც ერთი პერსონაჟი არ მომწონს ამ წიგნში) კიდევ მოუწევს დაბრძენდეს, იფიქროს და მოიფიქროს კიდეც ბევრი რამ.

წარმატებულ კითხვას გისურვებთ.

პ.ს. წიგნში ქალები მხოლოდ ნახსენები არიან. ალბათ იმის დასტურად, რომ არსებობენ ეგენიც და გადარჩნენ. არავითარი როლი მაგათ არ აკისრიათ, მთავარი გმირის დედას თუ არ ჩავთვლით, რომელიც დედის განზოგადებული ტიპაჟი უფროა, ვიდრე კონკრეტული პიროვნება.

Advertisements

11 thoughts on “მეტროს დეპრესია

  1. მოსკოვისკენ გული არ მიმიწევს და არა მგონია, ოდესმე მოვხვდე, მაგრამ თუ შემთხვევით მაინც მომიწევს ჩასვლა, მეტროში ფეხს არ ჩავადგამ… აი, 2035 წლის მეტრო კი ძალიან მაინტერესებს 🙂

    Like

    • ჰო რა გითხრა, არც მე ვიწვი მაქეთ მოხვედრის სურვილით :დ მარა ახლა თბილისის მეტროც მაშინებც ცოტა ხანი :დ

      Like

      • არა, თბილისის მეტრო მიყვარს :დ ზაფხულში მაქსიმალურად ხშირად ვიყენებ და გლუხოვსკი ხელს ვერ შემიშლის :დ

        Like

        • კარგია, რომ თბილისში არ ვარ და არ მჭირდება ახლა :დ ზოგადად ტრანსპორტის უკვე მეშინია. ჯერ ავარიაში მოვყევი, მერე მეტრო წავიკითხე :დ ნეტა შემდეგი რა იქნება

          Like

  2. ბავშვობაში მაჩუქეს ბლოკნოტი მოსკოვის მეტროს რუკით. იქიდან მოყოლებული მინდა მანდ მოხვედრა, რაღაც ლაბირინთივით იყო ჩემთვის. აი, ის პერიოდი დელისიდან ვაჟამდე რომ მეშლებოდა გზა სამედიცინოში და პირიქით. სპეციალური ბანერები მაშინ არ იყო. ჰო და, წარმოიდგინე, ამხელა რუკას რომ ვნახავდი როგორ დავიბნეოდი. სოფო, მშვენიერი პოსტია, მაგრამ სულ მინდოდა სპოილერად რამე გეთქვა. იმდენი ხანია მინდა ეს რომანი წავიკითხო, რომ უკვე ინტერნეტში ვიკენკები:))

    Like

    • მოქმედება მეტროში მიმდინარეობს, 2033 წელს მეთქი რომ ვთქვი, რატომ გვასპოილერებო კინაღამ ჯვარს მაცვეს და :დდ

      უცებ იკითხება, თავგადასავლებიც ბევრია, დაძაბულობაც, მისტიკა და ჰორორიც არ აკლია, ფილოსოფიურ სჯა–ბაასსაც წააწყდები, მოულოდნელობასაც და დასასრული საერთოდ, გადასარევია ჩემი აზრით. არ უნდა ბევრი ფიქრი, აიღე და წაიკითხე.

      პ.ს. კარგი იქნებოდა რუსულად წაგეკითხა.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s