კაცი მაღალ კოშკში

shop_product_image_136154ყველაფერი მარტივად იწყება: ომი ნაცისტურმა გერმანიამ მოიგო იაპონიასთან ერთად და ეს სპოილერი არ არის.

მათ სურთ ისტორიის აგენტები იყვნენ და არა მსხვერპლნი. საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ღმერთის ძალაუფლებასთან ახდენენ და სწამთ, რომ ღმერთს ჰგვანან. მათი ეგო იმდენად შიზოფრენულად გაფართოვდა, რომ თავადვე უჭირთ მისი საზღვრების დადგენა. ადამიანს არ ჩაუყლაპავს ღმერთი, პირიქით მოხდა.

ამერიკელი მისტერ ჩილდენი თავის “ამერიკული ხელნაკეთი ნივთების” მაღაზიაში საქმიანობს, იაპონელი მისტერ ტაგომი “ნიპონ ტაიმსში”, ებრაელი ფრენკ ფრინკი ცოლზე ფიქრობს, საწარმოში პრობლემები აქვს და მეგობართან ერთად ცალკე საქმის დაწყებას აპირებს, მისი ცოლი ვიღაც იტალიელს გაიცნობს ამასობაში… ჰო, კიდევ მისტერ ბეინსი ტაგომისთან საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა, მის წინააღმდეგ დახმარება მისტერ რეისს სთხოვეს…

ისინი ცხოვრობენ შეძლებისდაგვარად და რჩევას “ი ძინს”, ანუ “გარდაქმნათა წიგნს” ეკითხებიან, პასუხების ახსნას ცდილობენ… “ი ძინი” კი უძველესი სამისნო ტრაქტატია, ალბათ 5 000 წლის წინ დაწერილი.

ყველაფერი თითქოს მარტივადვე გრძელდება. ვიღაც აბენდსენმა დაწერა წიგნი “შეესია კალია ქვეყანას”, სადაც წარმოუდგენელ რამეებს აღწერს, თითქოს ომში გერმანიაც დამარცხდა და იაპონიაც. ამ წიგნს კითხულობენ ფილიპ დიკის პერსონაჟები და თავიანთ მეგობრებს შეცბუნებულები, აღფრთოვანებულები, გაოცებულები უყვებიან. მერე ისინიც კითხულობენ. არჩევენ. განიხილავენ. ფიქრობენ.

ადოლფ ჰიტლერის სიკვდილი, ომში ჰიტლერის პარტიისა და თავად გერმანიის დამარცხება და განადგურება, აბენდსენის ამ წიგნში აღწერილი… ამ ყველაფრის მიღმა რაღაც დიადი იმალებოდა, თანამედროვე მსოფლიოში მომხდარზე უფრო ამაღლებული. იმ მსოფლიოზე, რომელშიც ჰეგემონი გერმანია იყო.

ხომ გესმით, წიგნი ყველაზე ერთსა და იმავე გავლენას ვერ მოახდენს. ერთ-ერთი ამ წიგნის წაკითხვისას, რომელიც თითქმის ყველგან აკრძალულია (თუმცა აქ, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე არა), ფიქრობს, რომ:

ამ წიგნში ბევრად მეტი შინაარსია ჩადებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რისი თქმა სურდა აბენდსენს? გამოგონილი არაფერია _ ნუთუ ამას მარტო მე მივხვდი?

ჰოდა, მიდის ეს ადამიანი წიგნის ავტორთან და ჩვენც ვხედავთ, რომ შესაძლოა რაღაცეებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. ერთ წიგნს ვკითხულობდით ორი სხვა წიგნის შესახებ და მოვახერხეთ კი ამ წიგნების დაკავშირება?

წიგნის დასასრულზე არ ვილაპარაკებ, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ იგი ზუსტად ისეთია, როგორსაც ველოდი და როგორიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

მანამდე კი უამრავი საინტერესო პასაჟი, ჩემ მიერ ნახსენები თუ გამოტოვებული პერსონაჟების ხასიათები გელოდებათ, ზოგიერთი მათგანი მართლაც გენიალურია.

“კაცი მაღალ კოშკში” ალტერნატიული რეალობის შესახებ დაწერილი წიგნიაო, ხშირად გაიგონებთ. მე პირადად კი გეტყვით, რომ გარკვეული დრო დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, თავად ვცხოვრობდი ალტერნატიულ რეალობაში თუ წიგნს ვკითხულობდი ამის შესახებ.

Advertisements

4 thoughts on “კაცი მაღალ კოშკში

  1. საკონკურსო პოსტია? წარმატებები 🙂 წელს “შინდლერის სიის” და ამ წიგნის მსგავსი კარგი წიგნების წელია 🙂

    Like

    • ჰო, სპეციალურად შევარჩიე, რამენაირად რომ გამომეხატა 🙂

      მადლობა :* შენც ასევე

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s