ადამიანური ლაქა

0328-Philip-Roth

ფილიპ როთის აგერ უკვე მესამე წიგნი, “ამერიკული პასტორალი” გამოიცა ქართულად, მანამდე ასევე დიოგენეს “პორტნოის სინდრომი” და პალიტრას “ადამიანური ლაქა” გვქონდა მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომი. სწორედ ამ უკანასკნელით “მივეპარე” მწერალს და… შეჯახება გამომივიდა.

11734რამდენადაც ამ წიგნის მიხედვით შეიძლება მსჯელობა, როთი წერს გამოზომილად, თანაბრად, რაღაცნაირად უნაბურად შემოგაჩეჩებს სიმაღლესაც და დაცემასაც და ემოციისთვის შემზადებას ვერასოდეს ასწრებ. მასთან ნაკლებად შეხვდებით ისეთ კულმინაციურ მომენტებს, რომ გაგრძელება ივარაუდო. წარმოიდგინეთ მთებში მიმავალი გზა, რომელიც მუდამ ერთ სიმაღლეზე კი მიემართება, მაგრამ ხშირად უხვევს და მთელ გზას ვერასოდეს ვერ ხედავ.

შედარებები იქით იყოს, ეს კაცი ერთიანად მეტაფორაა. ჯერ მარტო წიგნის წანამძღვარი რად ღირს:

ოიდიპოსი: _ როგორ განვიწმინდოთ, ხსნა რა არის ამ სიავისგან?

კრეონი: _ ქვეყნიდან კაცის გაძევება, მკვლელობის მოკვლა…

წიგნი ხუთ ნაწილად იყოფა, თითოეული ნაწილი დასათაურებულია და ყოველ Human_stainმათგანს გარკვეული გარდატეხა შემოაქვს ამბავში. ნაწარმოების თემატიკაც აგრეთვე ერთი საკითხით როდი შემოიფარგლება. წიგნში წააწყდებით რასიზმს, პიროვნების ფორმირებას კონკრეტულ საზოგადოებაში, ეპოქასა თუ გეოგრაფიულ არეალში, ომის ვეტერანის პოსტტრამვულ მდგომარეობას თუ ყბადაღებულ ქლინთონი (სხვათა შორის წიგნში სწორედ ასეა და არა კლინტონად :დ)–ლევინსკის ამბავს.

ქოულმენ სილქს, ანტიკური სიტყვიერების პროფესორს, თურმე სამოცდათორმეტი წლის ასაკში ოცდათოთხმეტი წლის ქალთან გაუჩაღებია რომანი. ამით იწყება სწორედ მთელი ეს დავიდარაბა. მწერალი დროს არ კარგავს და და ბარემ იმასაც გვეუბნება, რომ მოღვაწეობის მიწურულს პროფესორ სილქს რასიზმში დასდეს ბრალი. არ შეგეშინდეთ, არ გასპოილერებთ, ამ ყველაფერს პირველივე გვერდზე ამოიკითხავთ.

როთს ძალიან ნელა შემოჰყავს სილქი სცენაზე – ერთბაშად როდი გვახლის ვისთან გვაქვს საქმე. ჯერ გვაცნობს მას, როგორც პროფესორს, გვეუბნება როგორ, სად გაიცნო მან ეს ქალი; გვიყვება როგორ მიჰყავს მას ლექციები; როგორ დაადანაშაულეს რასიზმში; ამავდროულად გვახსენებს 1998 წლის ცხელ ზაფხულს, იხსენებს ამერიკულ გულისრევას… მწერალს არც ნათან ცუკერმანი ავიწყდება, ადამიანი, რომელიც ნაწარმოების პროტაგონისტია და არა მხოლოდ “ადამიანურ ლაქაში”, არამედ მის ბევრ სხვა ნოველაშიც.

Philip Roth

სცენას თანდათან ემატებიან დანარჩენი პერსონაჟები, ფაუნია ფარლი (ის ახალგაზრდა ქალი, რომელთანაც სილქმა რომანი გააჩაღა), ფაუნიას ყოფილი ქმარი… მერე ძალიან ბუნებრივად როთი ნახევარ საუკუნეზე მეტით იხევს უკან და ქოულმენ სილქის ბავშვობაში გადადის. ჩემთვის აქ დაიწყო მთელი გაურკვევლობა. ეს ერთერთი ყველაზე ძლიერი და მოხერხებულად დაწერილი მონაკვეთია მთელს წიგნში და სრულიად შეუძლებელია ჩემგან ამის სპოილერების გარეშე გადმოცემა.

ისევ იმ გამოუსადეგარი მსჯელობის გუნებაზე დადგა, გამოუსადეგარიო, ვიტყვით, რადგან სოფოკლე უნდა იყო ადამიანი, რომ იმაზე იმტვრიო თავი, შემთხვევითობა ქმნის ბედს, თუ გარდაუვალი ქმნის შემთხვევითობას.

მესამე თავში, რაც ნაწარმოების შუა ნაწილსაც ემთხვევა, ქოულმენი ვითარებათა გამო ფიქრობს საკუთარ ასაკზე, იმაზე, რა შეეფერება მისი ასაკისა და მდგომარეობის ადამიანს, რა არის მისთვის სათანადო საქციელი. მანამდე კი სწორედ იმას ისმენდა, ვის ჟიმავდა ქლინთონი და რამდენად “კაცურად” მოიქცა პრეზიდენტი ამა თუ იმ ქალთან. ძალიან აშკარა და ამავდროულად ძალიან ძლიერი პარალელებით ახერხებს როთი ერთი ადამიანის პირადი ტრაგედია მთელს ერს მოარგოს; ერთი ადამიანით, ზოგჯერ რომ ვერ გაიგებ სილქია თუ ქლინთონი, უპირისპირდებოდეს მთელს ამერიკას და იგივე მწერალი სხვა პერსონაჟების საშუალებით, სულ სხვა პოლუსიდან შემოსცქერის იმავე საკითხს.

რასიზმსა და გარყვნილებაში დადანაშაულებული პროფესორის ამბავი წიგნის მეოთხე ნაწილში მეფე ლირს ემსგავსება. ავტორმა სილქის ამბავი დანარჩენ პერსონაჟებს დაუნაწილა და დროებით თითქოს მასზე სათქმელი აღარაფერი დარჩა.  თითოეული მათგანი განუმეორებელი ხასიათია, სავსებით განსხვავებული დანარჩენებისგან და თითოეულს თავისი ისტორია აქვს. მათი დახასიათებები თავს საბოლოოდ ისევ ქოულმენ სილქთან იყრიან და როგორც იქნა, ამბავი სრულდება.

მეხუთე ნაწილს “განწმენდის რიტუალი” ჰქვია. სოფოკლეს სიტყვებსა და ამ თავის სახელწოდებას რომ შეაჯერებთ, მეტნაკლებად მიხვდებით კიდეც, როგორ სრულდება ამბავი.

Advertisements

9 thoughts on “ადამიანური ლაქა

  1. მშვენიერი ბლოგპოსტია…
    როთი კი კარგი ძიაა, იმედია ამერიკული პასტორალი კარგადაა თარგმნილი, “ადამიანური ლაქა” ძალიან ცუდი იყო 😦 გემო დაუკარგა ნამუშევარს.

    Like

    • გმადლობ დაჯი.

      კი, თარგმანზე გეთანხმები, საძაგლობა იყო.
      მაგრამ თარგმანის თეორიას ვსწავლობ ნელნელა და კითხვის პარალელურად სულ მიგდია ქინდლში რუსული და ინგლისური ვარიანტები, ამიტომ დიდად არ ვწუხდები მე, თორე ისე… 😦

      Like

        • ნუ, დრო არ თქვა, არ ახსენო :/ რაღაც სისასტიკე გრაფიკი მაქვს. და შენ რომ მაგას იტყვი საერთოდ ვეღარ წარმომიდგენია :/ ვიზიარებ :დ

          Like

  2. თითქმის მივადექი როთის ამერიკულ ტრილოგიას. პენაკის დამთავრება თუ მეღირსა, “გავუდგები გზას” 🙂 “პორტნოის სინდრომი” ისეთი იყო, ერთი სული მაქვს ფილიპს როდის დავუბრუნდები 🙂

    Like

    • შემდეგი მაგას ვუმიზნებ, მაქვს სახლში. უბრალოდ ერთი მწერლის ‘გადაბმა’ არ მიყვარს ხოლმე, შევისვენებ ცოტა :დ

      როთისა რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ წიგნში, ანტიკურობაა. კარგად იცნობს და კარგად იყენებს, დრამა იქნება, ეპოსი თუ მითოლოგია.

      პლუს დაღეჭილი სიუჟეტი არ აქვს, საფიქრალ–მისახვედრ–გასაანალიზებელი დატოვა ოხრად 😀

      პენაკი მეც მინდა :/ მაგრამ ჯიბე მეწუწუნება, იქნებ ბიბლიოთეკაში მიშველონ ისევ :/

      Liked by 1 person

  3. კარგი პოსტია, კარგად საკითხავი! ♥

    ლიტერატურის მოყვარულებს გეპატიჟებით ქართულ შემეცნებით სოც. ქსელზე, სადაც ლიტერატურაც არის – http://www.qwelly.com/group/literature, წიგნებიც და ბლოგების საშუალებაც 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s