სელინჯერის ცხრაპლანიანი ინდუიზმი

 „ხელზე ხელის შემოკვრის ხმა ყველასათვის ნაცნობია. მაგრამ ცალ ხელს თუ შემოჰკრავ, მაშინ რას გაიგონებ?“

– ზენ კოანი

სელინჯერმა დაახლოებით ორმოცი წლის წინ მიატოვა აქტიური ლიტერატურული ასპარეზი, თუმცა მისი იდუმალებისადმი ინტერესი დღემდე არ კარგავს სიმძაფრეს. წინამდებარე რევიუ იმ წიგნის შესახებაა, რომელმაც სელინჯერის ყველაზე მნიშნელოვანი და საინტერესო ნაწარმოებები შეკრიბა. „ცხრა მოთხრობა“ ალბათ ყველაზე უკეთ ახასიათებს ამ მწერალს.

სათაური შემთხვევითი როდია. ცნობილია, რომ სელინჯერი გატაცებული იყო აღმოსავლური ფილოსოფიით. ძველი ინდოელი თეორეტიკოსები კი თვლიდნენ, რომ ჭეშმარიტად მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებს ორი შრე აქვს: სიტყვებით გამოხატული და დაფარული. ტექსტი ემორჩილებოდა მკაცრ წესებს, რომელთა მიხედვით იქმნებოდა ნაწარმოები და მისი ე.წ. სული („დჰვანი“). დჰვანის ერთერთი გაგებით ყველა ადამიანის გონებაში გარკვეული ემოციური მდგომარეობაა მიძინებული. ეს მდგომარეობა მკითხველს ექმნება მწერლის მიერ განსაზღვრული გზით.  სანსკრიტში გამოვლენილია ცხრა პოეტური განწყობა, რომელთა გამოღვიძება მკითხველში ხდება შესაბამის ემოციაზე აქცენტირებით. თუკი წიგნში წარმოდგენილ ცხრა მოთხრობას სქემატურად ავაწყობთ ამ თეორიაზე, შემდეგი სურათი წარმოგვიდგება:

  • სიყვარული – „ბანანათევზის ამინდი“;
  • სიცილი, ირონია – „კონექტიკუტელი კუტი ძია“;
  • თანაგრძნობა – „ესკიმოსებთან შებრძოლებამდე“;
  • მრისხანება – „კაცი, რომელიც იცინოდა“;
  • სიმამაცე –„კანჯოში“;
  • შიში – „ძღვნად ესმეს“;
  • ზიზღი – „ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები“;
  • გულახდილობა – „დე დომიე სმითის ცისფერი პერიოდი“;
  • სიმშვიდე – „ტედი“.

„ბანანათევზის ამინდი“ სიმორ გლასის ისტორიაა. მოთხრობაში პირდაპირ არსადაა ნახსენები, მაგრამ აქ აშკარად დომინირებს სიყვარული. თავად სათაური გვატყობინებს ამის შესახებ – ბანანი ინდურ ფილოსოფიაში სიყვარულის სიმბოლოა. სიყვარულის სიმბოლოა აგრეთვე ლურჯი ფერი (სიმურის საბანაო კოსტიუმი; სიბილის ყვითელი კოსტიუმი, რომელიც სიმორს ლურჯი ეჩვენება; ლურჯია მიურიელის პალტოც); ლურჯი ლოტოსი სიყვარულის ღმერთ კამას ერთერთი ატრიბუტია. სიმორის სიფერმკრთალეც კი სიყვარულზე მიანიშნებს ძველინდურში. საერთოდ ამ მოთხრობაში სიყვარული დამანგრეველი საწყისია. იმიტომ, რომ ინდურ ფილოსოფიაში ცხოვრება დაუსრულებელ ტანჯვათა ჯაჭვია. სიყვარულს კი ცხოვრების გაგრძელების სურვილთან მივყავართ, ბუნებრივია სიყვარული აქ უბედურებაა, ბოროტება. დჰვანის ეს განწყობა მოთხრობაში პესიმისტურ აზრს ატარებს.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობაში ყველაფერი მეტნაკლებად სიყვარულს მიემართება. და ასეა ცხრავე მოთხრობაში, თითოეულ მათგანში ყურადღება გამახვილებულია ერთ კონკრეტულ განწყობაზე, ემოციაზე.  მაგალითად, მოთხრობაში „კონექტიკუტელი კუტი ძია“, თავიდან გმირები იცინიან სავსებთ ბუნებრივად, შემდეგ ისტერიულად, მერე უკვე მთვრალებს ქვითინში გადასდით და ამ განწყობას თეთრი ფერი ეპასუხება და ასე შემდეგ.

სელინჯერი თავისი დროის შვილია, ერთიმეორეზე უფრო სასტიკი ომების, დიდი დეპრესიის მომსწრე. როცა მსოფლიო ვერ ხედავდა გამოსავალს და ალბათ ყოველივეს სამყაროს აღსასრულის ელფერი ჰქონდა. ამ პირქუშ განწყობას ვაწყდებით ეგზისტენციალისტ მწერლებთანაც. თუმცა სელინჯერმა თავისი გამოსავალი იპოვა: ჯერ თავისი ნაწარმოებები შექმნა, სადაც ხსნას ბუდიზმში ხედავს, შემდეგ კი თავად დაემალა უზარმაზარ სამყაროს პატარა ქალაქის პატარა სახლში.

ამ წიგნში მკითხველს მოუწევს სელინჯერის კვალდაკვალ თითოეულ მოთხრობაში მოძებნოს, დაიჭიროს და შეინარჩუნოს მთავარი მუხტი, მთავარი გრძნობა თუ ემოცია; ის, რასაც ძველი ინდოელები დჰვანს უწოდებდნენ.

Advertisements

4 thoughts on “სელინჯერის ცხრაპლანიანი ინდუიზმი

    • თამაში ძალიან სხვანაირია, თვითონაც თურმე უნდოდა აეკრძალა გამოქვეყნება და გვიანი იყო :დ

      ეს ცხრა მოთხრობა, ფრენი და ზუი და საერთოდ დანარჩენი სელინჯერი სხვაა, ამ ინდურ ფილოსოფიას თავს ვერ დააღწევ დანარჩენ შემოქმედებაში.

      ანუ, მიყვარს მე რა ეს კაცი :დ თუმცა პირველად რომ თამაში წავიკითხე, თავი და ბოლო ვერ გავუგე -_-

      Like

  1. მე მაინც ჰოლდენისკენ ვარ, მაგრამ გლასებიც მიყვარს… ანუ მოთხრობებიც :))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s