გიჟს უნდა ენდო

Pirlo-Autobiography

ლიტერატურაში საყვარელი ჟანრი როგორ არ მაქვს, მაგრამ წაკითხვით მაინც იმას ვკითხულობ რაც ხელში მომხვდება. ჰოდა, როცა ანიმ მითხრა, რამე გემრიელი საკითხავი გექნებაო, სანაცვლოდ პირლოს ავტობიოგრაფია შემომთავაზა, მერე რა, რომ ამ წიგნზე ცოცხალი რიგი დგასო, გამოვართვი.

ჯერ ჩემმა დამ წაიკითხა. დავუთმე, იმიტომ რომ 2006 წლის შემდეგ იტალია უყვარს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ზოგადად ფეხბურთიც, მგონი უბრალოდ საფეხბურთო იტალია. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ მეც და ნინოსაც ფეხბურთზე შექმნილი წიგნები მხოლოდ ფინალებს არ გვირჩევნია. არადა განა რა გვაქვს წაკითხული, ოლივერ კანის და ანდრეა პირლოს ბიოგრაფია, ფოერის “როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო”, ფანჯიკიძის წიგნები და მე მივაგენი ადრე გარუნ აკოფოვის “დინამოს”.

“ფეხბურთელის დაწერილი რა უნდა იყოს” – მეც ასეთი სკეპტიკოსი ვარ. და როცა ვკითხულობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ არცთუ ტყუილად. წარმომიდგენია ჟურნალისტი, ან ისეთი ტიპი, Ghost Writer–ში რომაა, ბიოგრაფიების მწერალი, ესაუბრება ‘წიგნის ავტორს’, უსვამს უამრავ შეკითხვას და იწერს. ოღონდ იწერს არა პირდაპირ, არამედ ისე, თითქოს რიტა სკიტერის კალამი ეკავოს ხელში. თუმცა რაც არის, არის,  ახლა პირლოზე.

450437774-674x450 ჩეზარე პრანდელის შესავალში ერთი რამ წერია, რაც მეტად ქარიზმატულ ხასიათზე აყენებს მკითხველს, რომ პირლო მდუმარე ლიდერია. როცა გადაწყვეტს გასახდელში საუბარში ჩაერთოს, ყველა ჩუმდებაო. ბევრი მახსენდება ისეთი და მათ შორის ოლივერ კანი, 15 წუთიან შესვენებაზე ფეხბურთელებს რაღაცას რომ მართებენ და მეორე ტაიმში უკვე მოთამაშეები კი არა გლადიატორები გამოჰყავთ.

ანდრეა მხოლოდ თავის თავზე როდი ჰყვება, იგი იხსენებს დელ პიეროს, დე როსს, ნესტას, გატუზოს… მწვრთნელებს და პრეზიდენტებს… ვისაც არ უნდა დაეწერა ეს წიგნი, პირლოს ერთ რამეს ვერ წაართმევ – ნამდვილი ოინბაზია, ოხუნჯი, ცელქი ბავშვი. არადა ამას რას გაიფიქრებ მისი შემხედვარე. თანაგუნდელების, ‘თანაოთახელებისთვის’ მოწყობილი ოინები და ხუმრობები ისეთი ბავშვურია, თავიდან ვერც კი გამეცინა.

იგი ჰყვება ფეხბურთელთა ცრურწმენებზეც და უნდა ვთქვა, მე მესმის მათი. მაგალითად მე მჯერა, რომ თუ ბაიერნის თამაშის წინა დღეს, მათ კაშნეს არ გავიკეთებ, გუნდი წააგებს. ეს მართლა ყოველთვის ასეა. ბაიერნზე არასოდეს ვდებდი ტოტალიზატორში, ცუდად მაქვს დაცდილი და იმიტომ. მაგრამ ჩემი ცრურწმენა რა მოსატანია ჯილარდინოს ბუცებთან. ალბერტო ძველისძველ ბუცებს დაატარებდა თან (ჩაცმის უფლებას არ აძლევდნენ) და ამბობდა, რომ მათ იღბალი მოჰქონდათ, რომ რაც ახლოს იქნებოდა მის ახალ ბუცებთან, მით მეტად გადასდებდა თავის იღბალს. ყოველ დღე აპრიალებდა ამ ბუცებს, ელაპარაკებოდა, ეფერებოდა, კოცნიდა. ნამდვილი სიგიჟეა, ვერაფერს იტყვი.

მაგრამ დავეთანხმები პირლოს და ეს ბევრად უკეთესი სიგიჟეა, ვიდრე ინძაგის რიტუალი: მატჩის წინ ისაქმებდა.inzaghigolnumero300_221154 რამდენჯერმე. მართლა გულისამრევია. ამას გარდა პიპო ყოველთვის ორ ორცხობილას ტოვებდა ყუთში, ბოლო ორ ორცხობილას, არც მეტი, არც ნაკლები! ინძაგიც ძველისძველ ბუცებს დაატარებდა თან,  მეტიც, იცვამდა და ამბობდა, რომ ისინი ყველაზე რბილი ბუცებია, ახლა ასეთები აღარ არსებობსო.

უკეთეს მდგომარეობაში არც ორმეტრიანი გოლიათი, სებასტიანო როსი ყოფილა, რომლის უკანაც, თამაშის წინ, მოთელვამდე, არავის უნდა გაევლო! ერთხელ მისკენ მომავალი პერუცი დაინახა და გაგიჟდა, მისკენ გაექანა რომ გზა მოეჭრა და მხრით შეასკდა. ‘ამ ყველაფერს პასუხი არ მოჰყოლია, რადგან პერუცის ახსოვდა, გიჟს უნდა ენდო’, წერს პირლო. პაოლო ფიოლო კი იყო მცველი, რომელიც ისე ვერ იძინებდა, თუკი თავის ბუცებს კედელზე ერთმანეთის პარალელურად არ დააყენებდა.

ასეა. ფეხბურთი გიჟების სპორტია, ამ პოსტით თუ ვიმსჯელებთ. უფრო მეტი იტალიაზე ან პირლოზე, როგორმე სხვა პოსტში, ‘დასაწერი კიდევ ბევრია’. 🙂

Advertisements

12 thoughts on “გიჟს უნდა ენდო

    • არ ვიცი დაჯი, ვერ დავიჩემებ დიდი ესთეტი ვარ მეთქი, ცოტათი ვარ. მაგრამ აი რაც მაგ ამბავს შეეხება ყველაფერი გულისამრევია ჩემთვის :დ ყოველნაირი გინება შემიძლია ვისმინო ან წარმოვთქვა, მაგრამ არა მაგასთან დაკავშირებული :დ

      გვახარია წერს თავის წიგნში, მამაჩემმა მასწავლა, თუ მიხვდები რომ ვინმე იმაზე მეტად გიყვარდება, მეტ გავლენას ახდენს შენზე, ვიდრე ისურვებდი, წარმოიდგინე როგორ შედის ტუალეტში და ისაქმებსო. ჰოდა ამის გამოა, დღემდე უცოლოდ რომ დავიარებიო 😀

      Like

      • კი ამბობენ ჭამა და სექსიო, მაგრამ მოსაქმება მაგაზე ნაკლები არა მგონია ვინმეს ეგონოს, უბრალოდ სულ უხერხულობას იწვევს. მე ბროდეკმა გადამაჩვია მაგ უხერხულობას )))) ერთობ წმინდა რიტუალია რომ დაფიქრდე 😀 კიდევ გავაგრძელებდი, უბრალოდ თემას აშკარად ავუხვევთ, პირლოს არ “ეკადრება” 😀

        Like

    • აუ გრავატარი შეცვალე? მეთქი რა მხვდება თვალში :დ

      ახალი ქავერი მომეწონა ძალიან ❤ შენ გააკეთე?

      Like

  1. არადა ინძაგი ყველაზე ლოგიკურად იქცეოდა თურმე 😀 როგორი მაგარიც იყო მოედანზე, ისეთივე მაგარი რომ იყოს ბერლუსკონისთან ურთიერთობაში ასეთი “ცარიელი” ტრანსფერები და შესაბამისად საშინელი სეზონი არ გვექნებოდა 😀 პირლოზე აღარაფერს ვამბობ… ნამდვილი ლეგენდა ❤

    Like

    • რომ ვახსენე ფოერის წიგნი, ეგ წაიკითხე ნათ. საკმაოდ შემეცვალა წარმოდგენები საფეხბურთო სამყაროზე მაგ წიგნის შემდეგ და იტალიაზეც არანაკლებ :დ სიცრუეში ვცხოვრობდი მანამდე :დ

      პირლოც არ წერს ცოტას აქ, ტრანსფერებზე, ასე ვთქვათ გაპაპსავებულ ფეხბურთელებზე, იტალიელ გულშემატკივარზე და ა.შ.

      Like

    • ისე მიიწურა იანვარი, დაიწყო თებერვალი… მთელი თვეა არაფერი დაგიწერია გოგო :დ

      Like

      • რჩევა გათვალისწინებულია, წიგნი ქინდლშია ))) მარტინისგან თუ დავიხსნი თავს, წავიკითხავ და დავწერ )))

        Like

        • მე პროტესტის ნიშნად შევწყვიტე მაგისი კითხვა :დ დამპალი ნაბიჭვარია რა :დ
          სერიალს ვუყურებ ისევ, ჯობია

          Like

  2. Pingback: ფეხბურთი მოედანს მიღმა | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s