The Walking Dead

1217-walking-dead-amc-3რამდენიმე წელია ამ სერიალის ყურებას ვაპირებ და სამ-ოთხ სერიას ვერაფრით გავცდი, არ იყო ეტყობა დრო და განწყობა სამაგისო. ახლა დავიწყე და გავედი კიდეც ბოლოში.

ერთი შეხედვითაც და ორი შეხედვითაც სერიალი ორიგინალობით ვერ დაიკვეხნის – სამყაროს ზომბიზაცია იწყება და ყველა თავის გადარჩენას ცდილობს. ეშმაკმა უწყის რა ვირუსია ამისთანა, მაგრამ ადამიანები კვდებიან, ოღონდ ბოლომდე არა. მათი ტვინის რაღაც ნაწილი მუშაობას განაგრძობს. მათ არ სცივათ, არ სტკივათ, და თუ თავი არ გაუხეთქე არც კვდებიან. სამაგიეროდ შიათ – თან ჯანმრთელი, ცოცხალი ადამიანები. ამასთან ყველა, ვისაც ზომბი უკბენს, დაკაწრავს და ა.შ., თავადაც ზომბი ხდება.

მოულოდნელობების, პანიკის, ზარდამცემი შიშის შემდეგ, პირველი სირთულე ალბათ იმის გააზრება იყო, რომ ზომბები ადამიანები აღარ არიან. დადიან, ხავიან, ჭამენ, მაგრამ მათში ადამიანური აღარაფერია. და ზომბი უნდა მოკლა, თუ გინდა გადარჩე. და ზომბი შეიძლება შენი ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი აღმოჩნდეს.

The-Walking-Dead-Companion-TV-Show-Series-Announced

სრული ანარქია. არავითარი წესრიგი, კანონი, არავითარი გონივრული მოქმედება. ვიღაც მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს, ვიღაც მხოლოდ ოჯახზე, ვიღაცას დაუძლეველი ალტრუიზმი შეეყარა – ყველას გადარჩენა სურს. რაც მთავარია, ადამიანები ბევრად უფრო ნამდვილები არიან. გამუდმებით შიშში ყოფნა მათ ძალიან ცვლის. ან შეიძლება კი არ ცვლის, ნიღაბს აშორებს. რას გაიგებ, როდის როგორ. ერთთავად თავდასხმის ეშინიათ; იმისაც ეშინიათ, ვინმემ თავის გადასარჩენად მათი მსხვერპლად შეწირვა არ გადაწყვიტოს. არის ასეთი მომენტებიც – ერთერთს მიუგდებენ საჯიჯგნად ზომბებს, ყურადღებას გადაატანინებენ, ამასობაში დანარჩენები თავს შველიან.

the-walking-dead

რიკი და დერილი

 ახალგამომცხვარი ლიდერები. ისედაც ყველამ ვიცით, რომ ერთად შეყრილი ბევრი ადამიანი არის ბრბო. უპირობოდ. ასეთი საფრთხის ქვეშ კი ბრბო დამფრთხალი ცხვრების ფარაა. ორჯერ ღრმად რომ ჩაისუნთქო, დამშვიდდე, ერთი ჭკვიანური და ორი გამამხნევებელი სიტყვა თქვა, უკვე ლიდერი ხარ. მაგრამ ეს პოზიცია ძალიან მერყევია, ზოგი ბრძანებებს ვერ ეგუება, ზოგი შიშისგან ვერ აზროვნებს, ზოგი არავის ენდობა, ზოგს თავად სურს ლიდერობა, მაგრამ მოწოდებით ლიდერი ვერაა.

the-governor-the-walking-dead_0

ფილიპი, იგივე გუბერნატორი

რიკ გრაიმსი ლიდერია. ძალიან ქარიზმატული, ზოგჯერ დაუფიქრებელი, ეგოისტი, ემოციური ლიდერი. მერე უკვე ცივსისხლიანიც, სასტიკი. ფილიპი, მეტსახელად გუბერნატორი, აგრეთვე ლიდერია. ოღონდ როგორ დავახასიათო არ ვიცი. რიკი თუ ლაპარაკობს, ან კარგი არგუმენტები აქვს და ვერ შეეკამათები, ან ემოციური და სასტიკია, რითაც გაშინებს, მაგრამ ნდობასაც იმსახურებს; ფილიპი სულ სხვანაირია. მასთან ყველა ტკბილი საუბრით ხვრელიდან ამოყვანილი გველია. ზუსტად იცის რა უნდა უთხრას ადამიანს, რომ სიფხიზლე და ყურადღება წამებში მოადუნებინოს.

და ბოლოს, ჩემი მარადიული კითხვა: რაც არ უნდა ხდებოდეს, რატომ მიჰყვებიან ხოცვა–ჟლეტის მოსურნე ლიდერებს, არ მესმის. განსაკუთრებით ამ სერიალში, როცა ცოცხალი, ნამდვილი ადამიანები თითქმის აღარ არიან. როგორ შეიძლება ჩაება ომში, რომელიც ვიღაცის პირად შურისგებას ემსახურება.

the_walking_dead_the_complete_first_season_13

დასაწყისისთვის ზოგადად მიმომხილველი პოსტის დაწერა მსურდა, ყელში მიჭერს უკვე ეს სერიალი. იქნებ უფრო კონკრეტული თემებიც ამოვარჩიო, რის ნაკლებობასაც ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ეს პროდუქტი.

Advertisements

15 thoughts on “The Walking Dead

    • ჰო დავიწყე, სკეპტიკურად კი ვიყავი ცოტა განწყობილი, მაგრამ მართლა იმდენ თემას იძლევა, ძალიან მომეწონა.

      მე გუშინ გადავედი მეოთხე სეზონზე, ახლა მაქვს მეორე სერია ჩართული და პირობა დავდე დღეში ერთზე მეტი არ ვნახო, 8 თებერვლამდე აღარ გამოდის შემდეგი სერია და უკვე ნერვები მეშლება ხო 😦

      Like

  1. ნაჰ … საჩემო არ არის 😦
    არადა, როგორც წესი ადამიანი სერიალებს ერთ, მაქსიმუმ ორ სერიას აცდის და მერე ანებებს თავს, მე მთელი სეზონი ვაცადე და მე მგონი კიდევ ერთი სერიაც.
    რაღაცაირი უგემური სერიალია 😦 რაღაც პათეტიკური დიალოგები (ორი ზომბი დარბის ბექგრაუნდზე) ვიღაცას ხელს აჭრიან, ვიღაცას- ფეხს, რაღაც კლიფჩეინჯერს ჩააგდებენ და გადაირევი ნეტავ რა არისო, მერე აღმოჩნდება რომ დიდი არაფერი ყოფილა და ტყუილად აგაგდეს 😦
    და იმ აბზაცმა ლიდერებზე დამაინტერესა. ალბათ ყველაზე ქარიზმატულს მიყვებიან ხოლმე, არა?
    პ.ს ბოდიში პოსტზე პოსტი რომ დაგიწერე დიდი ხანია იმპრესიბის გაზიარება ვინმესთვის მინდოდა 🙂

    Like

    • ბოდიში კი არა წერე, დიდი ალბათობით კითხვა ერთადერთია რაც არ მეზარება, სუნთქვის მერე :დ

      და ჰო, ლიდერი ყველაზე მეტად ქარიზმატული უნდა იყოს, გულშიჩამწვდომი სიტყვები უნდა თქვას, დაგანახოს რომ შენზე იზრუნებს, შენზე წინ გაიხედავს და გაითვალისწინებს ყველაფერს (შეძლებს თუ არა დანაპირების ასრულებას და ქვენა მიზნები ხომ არ ამოძრავებს ყველას კიდია).

      და მე ვერ მოვეშვი. ხასიათების ცვენაა სერიალში, ყოველ მათგანზე ცალკე შეიძლება მსჯელობა და მოსაყწენი არაა, იმჰო.

      ის მეტამორფოზაც ძალიან საინტერესოა, რასაც ადამიანები გადიან თავს დატეხილის მერე.

      ბოდიში კომენტარზე პოსტი რომ დაგიტოვე 😀 :*

      Like

      • “ბოდიში კი არა წერე, დიდი ალბათობით კითხვა ერთადერთია რაც არ მეზარება, სუნთქვის მერე :დ” 🙂

        Liked by 1 person

    • რა ვიცი, ვერ აღვიქვი გაბანძებად, სულ ერთი და იგივე თემაში ვერ იტრიალებდა და ასეთი გაგრძელება ჰპოვა და…

      სულ ბოლო სეზონი არ დამიწყია, ჯერჯერობით ვითმენ, ბოლომდე გამოვიდეს და მერე ვნახავ 🙂

      Like

      • შეეძლოთ სხვა თემა აეღოთ …. მე პირადად იმ უძლიერესი პირველი , მეორე და მესამე სეზონის შემდეგ სხვა სეზონები ისე ნელი ტემპით მიდის მომბეზრდა ყურება … უინტერესოა ჩემთვის

        Like

        • ნუ… მეორე ლიდერის გამოჩენამ ისეთი თემები წამოწია წინ, ვერ მივიჩნევ უინტერესოდ, ხაწია კაცია და გუნება 🙂

          Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s