ჩემი გმირები vol.2

“ხომ იცი, ბოლოს მაინც წერა უნდა დავიწყო და რა აზრი აქვს რა პროფესია მექნება. პურის ფულს ყოველთვის ვიშოვი”. ჩემი მუდმივი სიტყვები, ჩემი თავის მართლება.

“მერე დაიწყე ბოლოს და ბოლოს, რაღას უცდი. უკვე ოცი წლის ხარ.” მათი მუდმივი სიტყვები, მათი ბრალდება.

არ შემიძლია. კი არ მეზარება, ან მეშინია რომ ცუდი გამოვა, ან მე ან სხვას არ მოეწონება, ან, ან, ან. უბრალოდ არ შემიძლია.

ჩემი პერსონაჟები ვერ იტანჯებიან, ვერ კვდებიან, ვერ განიცდიან… იმიტომ, რომ მეცოდებიან. ვერც ერთ მათგანს ვერ ვიმეტებ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ იმაზე უნდა წერო, რაც კარგად იცი, რაც კარგად გესმის. მე კიდევ ძალიან არ მინდა, ჩემს პერსონაჟებთან ერთად თავიდან განვიცადო ის უამრავი მეტად თუ ნაკლებად აუტანელი… რაც იყო. არადა, ჩემზე კარგად იცით რა გულისამრევია მხოლოდ ბედნიერი მომენტებით შეთხზული ამბები. თანაც ასე მხოლოდ მოთხრობა–ნოველები თუ გამომივა.

ვგრძნობ, რა მოსაწყენი გავხდი ამ ჩემი შეუქმნელი წიგნებით, პერსონაჟებით თუ ‘მწერალი მე–თი’, რომელიც ალბათ არც არსებობს. არადა მთელი ჩემი ცხოვრება ახლა ჩემსავე თავში ტრიალებს, ყოველი თქვენგანის არსებობაში ეჭვი მეპარება. ამიტომ, ვინაიდან თქვენ ჩემი პერსონაჟები მგონიხართ, ჩემი პერსონაჟები არასოდეს იტანჯებიან, თქვენ კი ნამდვილად არ გაქვთ ტკბილი ცხოვრება…

ამიტომ ვერაფერი გამიგია. მე ხომ ასე ვცდილობ, მხოლოდ ბედნიერი ხასიათები შევქმნა.

Advertisements

6 thoughts on “ჩემი გმირები vol.2

    • შენ არ გინდა დაინახო ბედნიერება, არ ეძებ, თვალს არიდებ და გაურბიხარ და რთული იქნება აბა რა იქნება.
      ჰო ვიცი. უბრალოდ მე ასე ვფიქრობ, ხომ მაქვს უფლება.

      Like

        • ჰო, ტოლსტოი (y)

          მეც მყავს ეგეთი პერსონაჟები ისე, რამდენიმე. უბედურების და უიღბლობის კომპლექსი სჭირთ.

          ადრე ერთ ნამდვილ ამბავზე მოთხრობას ვწერდი, ერთი კაცი მთელი ცხოვრება საშინელი უიღბლო იყო, დღე და ღამ ბედს სწყევლიდა ამისათვის და ერთხელაც უზარმაზარი ჯეკპოტი მოიგო ლატარიაში.
          თავი ჩამოიხრჩო, ისე იყო მიჩვეული უიღბლობას.

          Liked by 1 person

  1. იყოს მერე მოთხრობა-ნოველები, ცუდი რითაა? ის კი არა გაცილებით საინტერესოა ვიდრე დიდი ზომის პროზა. მე მიყვარს მინიატურული პროზა, ლაკონიური და მრავლისმთქმელი. მეც თუ ვწერ აუცილებლად მინიატურა ან ნოველა გამოდის, ნუ როგორი ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჭიას მიხარებს 🙂

    Like

    • მხოლოდ ის მინდოდა მაგით მეთქვა, რომ იმდენად ცოტაა ისეთი ბედნიერი მომენტები, რაც ‘ვიცი’, რომ მათი წერით დიდი ზომის პროზას ვერ შევქმნი მეთქი )) კომენტარი კიდე უფრო უაზრობა გამომივიდა :დ

      Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s