ჩემი გმირები

ნეტავ ყველა მწერალი დარტყმული თუა. ცოტათი მაინც. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მიჭირს ისეთი მწერლის წარმოდგენა, კოხტად გასწორებულ ფურცლებს რომ დაილაგებს საწერ მაგიდაზე, დაჯდება და დაწერს. კოხტადვე. ჰო კარგი, ჩვენს დროში ხელით ვინ წერს, კომპიუტერს მიუჯდება, ნოუთბუქს. ან სულაც ილაპარაკებს და ხმას ჩაიწერს, თუ როგორც ხდება ხოლმე, რა ვიცი.

სულ რომ ჯივზის ამბებს წერდე ადამიანი, ასე ვერ დაწერ. ალბათ, ორ სიტყვას დაწერ, წაშლი, დაწერ, წაშლი, დაწერ, გააგრძელებ, წაშლი, დაწერ… მერე ფეხზე წამოხტება მწერალი, სიგარეტს მოქაჩავს, ფანჯრიდან გაიხედავს, ისევ მოწევს, ისევ დაწერს, მერე გაბრაზდება, დაავლებს ხელს პიჯაკს/ქურთუკს ან უბრალოდ გასაღებს და გარეთ გავარდება ციებიანივით.

იბოდიალებს ქუჩაში და ერთი შეხედვით საკუთარ თავთან ილაპარაკებს. მხოლოდ ერთი შეხედვით.

დროის უმეტეს ნაწილს მარტო ვატარებ და ვიცი. ოღონდ სინამდვილეში მარტო არასდროს ვარ. გამუდმებით პერსონაჟებს ვიგონებ. მაღალს, დაბალს, მსუქანს, გამხდარს, კეთილს, ბოროტს, ცხოველს, კატას, უცხოპლანეტელს, მორწმუნეს, სადისტს, ღორს, დედა ტერეზას და ასე უსასრულოდ. თუმცა დამიჯერეთ, მათთან შეუთანხმებლად არაფერს ვაკეთებ, ამიტომაც ველაპარაკები გამუდმებით საკუთარ თავს – ანუ ჩემს გმირებს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ვმსჯელობთ, ვქმნით, ვიწუნებთ და ისევ თავიდან ვიწყებთ, სანამ საბოლოოდ მეტ–ნაკლებად დასრულებულ სახეს არ მივიღებთ; სახეს გმირისა, რომელიც მზადაა თავისი როლი შეასრულოს…

აი, აქ იწყება პრობლემა. ან სიუჟეტი არ მაქვს ხოლმე ამ პერსონაჟისთვის, ან (როგორც ყოველთვის) გადავამლაშებ და ეს პერსონაჟი უკვე აღარაფრად ვარგა მოფიქრებული სიუჟეტისთვის. ძირითადად ასე ობლად და ეულად მრჩებიან, სადმე თაროზე შემოვყრი ხოლმე. უკვე იმდენი ადგილიც აღარ მაქვს თავისუფლად მოვათავსო და უგულოდ ვივიწყებ.

ოღონდ ისინი არ მივიწყებენ. მოგროვდებიან ხოლმე ერთად და ყოველ გაზაფხულზე ამბოხს მიწყობენ. თქვენ კოშმარებს რომ ეძახით, ეგაა. მომადგებიან და მიყვირიან; სიტყვებს, მათზე რომ დავხარჯე, სახეში მირტყამენ; ყურში ჩამძახიან, რომ მოღალატე ვარ, გამყიდველი, უნებისყოფო, უსუსური, ლაჩარი; რომ მარტო დავტოვე, დავივიწყე, მივატოვე და გავწირე. ამ ძილს უძილობა ჯობს და მეც აუცილებლად ვიღვიძებ, ცივი ოფლი მასხამს და მაკანკალებს ხოლმე. ცოტა ხანში, მას მერე რაც ფილტვებს სიგარეტში, ხოლო გულს ყავაში ჩავახრჩობ, უნებურად ისევ მათზე ვიწყებ ფიქრს – ჩემს გმირებზე.

ვარჩევ სათითაოდ (როცა მღვიძავს ისინი ვერ მაშინებენ), გასაყიდი საქონელივით ვატრიალებ, ვათვალიერებ, ვიწუნებ და ვყრი. როცა თავი მიცარიელდება, ცოტა ხნით დასვენებას ვახერხებ.

მაგრამ მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ვიგონებ გმირს, რომელიც სულგრძელია, მამაცი, მომხიბვლელი, გულადი, მგრძნობიარე, ჭკვიანი… ცოტა ამბებსაც ვიგონებ ხოლმე მისთვის, სადაც ამ თვისებებს გამოავლენს; ერთ-ორ თანამგზავრსაც მოვუგონებ, ეულად რომ არ მყავდეს… მერე მწყინდება. მბეზრდება.

იმიტომ რომ მე წერამდე ვერ მივდივარ. როცა მივდივარ, ვხვდები, რომ ჯობდა არ მივსულიყავი. ჩემი ამბები ჩემს თავში უფრო დიადნი არიან, ვიდრე ფურცელზე. მაგრამ ამ გმირებს რა ვუყო, არ ვიცი…

ბოლო დროს ყველა ჩემს გმირს ჰყავდა დრაკონი, სულ ბოლო გმირი კი თავად იყო დრაკონი.

ჰოდა, რომ გითხრათ, დაუძლეველი სურვილი მაქვს ჩემზე განრისხებულმა დრაკონმა სიზმარში ცეცხლოვანი კოცნა გამომიგზავნოს მეთქი, ხომ იცით, რომ მოგატყუებთ.

ვის მოსწონს, როცა იწვის.

Advertisements

6 thoughts on “ჩემი გმირები

  1. ჩემი ამბები ჩემს თავში უფრო დიადნი არიან, ვიდრე ფურცელზე. მაგრამ ამ გმირებს რა ვუყო, არ ვიცი…-ზუსტად. რამდენი დაუწერელი ისტორიაა ჩარჩენილი ჩემს ტვინში, ვინ დათვლის 🙂 ნაცნობი ამბავია

    Like

    • მე მაინც გავადიადებ ფურცლებზეც :დ
      ამის რომ არ მჯეროდეს დღესვე მოვკვდებოდი :დ

      Like

  2. ჰემინგუეი იყო ეგეთი. 3-დან 5 საათამდე წერდა, როგორც სამუშაოზე. ეწერინებოდა არ ეწერინებოდა – შევიდოდა კაბინეტში და წერდა. 🙂
    ბოლოს კი გარეკა მაინც. 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s