გამოღვიძების მცდელობა

ასე მგონია თქვენც არაერთხელ გიფიქრიათ, ეს ცხოვრება სიზმარი ხომ არააო. გიფიქრიათ, ვაითუ უცებ გამოვიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ, ეს ყველაფერი კი ერთი გრძელი ღამე იყოო.

ამ აზრმა პირველად ხუთი წლის წინ ჩაავლო ჩემს გონებას თავისი კლანჭები და დღემდე ვერ მომიცილებია. თავიდან ეს იყო უბრალო ინტერესი, რა იქნებოდა, რომ გამომეღვიძა. გამუდმებით ვფიქრობდი ჩემს მეორე, შესაძლო ცხოვრებაზე, რომელიც იქნებ იყო კიდეც ნამდვილი. მაშინ რა მოხდება თუკი სიზმარში რამე დამემართება, თუკი მოვინდომებ ქვეცნობიერით ვმართო ეს ცხოვრება–სიზმარი მეთქი.

იდეა აკვიატებად იქცა. დაახლოებით ორი წლის წინ ფსიქოლოგთან მივედი.

იმიტომ, რომ ზღვარი დავკარგე ჩემს სიზმარ–ცხოვრებასა და რეალურ ცხოვრებას შორის. ერთის მხრივ, შემეძლო და ახლაც შემიძლია ანალიზი, ფიქრი იმაზე, რომ ეს აკვიატებაა, შეიძლება ავადაც კი ვარ. ამით ვმშვიდდები ხოლმე საერთოდ, “გიჟმა არ იცის, რომ გიჟია”, მე კი ერთი შეხედვით საღად ვმსჯელობ საკუთარ ცნობიერზე.

მაგრამ იქნებ ასეთი ეშმაკი ქვეცნობიერი მაქვს, იქნებ იმდენად შევიშალე, რომ ერთგვარი გაორება მაქვს და ერთი მე გამუდმებით მახეს უგებს მეორეს – ამგვარი ეჭვები ისეთ ჩახლართულ ვარიანტებში გადამდის, დროდადრო ისტერიული შეტევები მემართება.

ბოლოს, გაზაფხულზე, მორიგი ისტერიული შეტევისას, აღმოვაჩინე, რომ არ ვარ დარწმუნებული ჩემი ცხოვრებისეული ფაქტების ნამდვილობაში. შესაბამისად მე შეიძლება პათოლოგიური მატყუარაც ვიყო. კიდევ არა უშავს, რომ ჩემმა ექიმმა, ქეთიმ, პირველივე ვიზიტისას მირჩია ერთგვარი დღიურის წარმოება, სადაც უბრალოდ მოვინიშნავდი მნიშვნელოვან ფაქტებს, ვიღაც გავიცანი, ვიღაცას ვეჩხუბე, მუშაობა დავიწყე, სამსახური დავკარგე, გამოცდა ჩავაბარე და მისთ. ასე რომ მგონი ზუსტად ვიცი, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში 2012 წლის ზაფხულიდან.

ოღონდ ხანდახან ესეც არ არის საკმარისი. ახალ წელს ქეთი იტალიაში წავიდა და დამტოვა მარტო. სხვა ექიმის მომძებნი მე არ ვარ და მისი სატელეფონო კონსულტაციების (ახლა ის ჩემი ექიმი კი არა მეგობარია პრინციპში) ამარა დავრჩი.

კი, ვთვლი, რომ განვიკურნე ამ იდეა–ფიქსისგან, აღარ მაშინებს ცხოვრება–სიზმრიდან გამოღვიძების შესაძლებლობა, მაგრამ ვერაფრით მოვიშორე ბოლომდე ეჭვები, რომ შესაძლოა ძალიან დავიზიანე გონება და რომ შესაძლოა ჩემი ცხოვრება სულაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.

ამის დაწერაც ქეთის იდეა იყო. ‘დამავალა’ რაც შეიძლება მოკლედ აღმეწერა, ჩემი აზრით რა მჭირს. მინდა გითხრათ, ეს (რასაკვირველია მას ცოტა მეტი მივწერე, ოდნავ უფრო დეტალურად) რომ ვაჩვენე გამლანძღა. თქვა, რომ ამ ეტაპზე, ‘უკვე გავიზარდე და ეჭვებიც ნელნელა წარსულს ბარდება’, ამიტომ მე უნდა მივეჩვიო “იქნებ”, “სავარაუდოდ”, “ალბათ” და “მგონი” – სახის სიტყვების ამოგდებას ჩემი ლექსიკონიდან. ერთადერთი რაშიც მაქებს, ისაა, რომ ვამბობ ხოლმე – არა, მე დეპრესია არ მაქვს.

უბრალოდ, საიდან უნდა იცოდეს, თავადაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია თუ არა?

Advertisements

2 thoughts on “გამოღვიძების მცდელობა

  1. გიფიქრიათ, ვაითუ უცებ გამოვიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ, ეს ყველაფერი კი ერთი გრძელი ღამე იყოო.-არა მარტო მიფიქრია, მიოცნებია

    Like

    • ჰო ძნელად თუ იპოვი ადამიანს ეს არ ეფიქროს და ახლა რამდენი ოცნებობს ამაზე ))
      მთავარია ცოტა რეალურობის შეგრძნება შეგვრჩეს :/

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s