ხახვის სარდაფი

Tin Drum cover ალბათ საზღვარი მაინც ყველაფერს აქვს სამყაროში, თუმცა მე მხოლოდ დაძაბულობის ზღვარი მაინტერესებს. რა მოსდით ადამიანებს ზედმეტი დაძაბულობისას, უძილობისას, გადაღლილობისას?

კინგის ინსომნია ვისაც წაგიკითხავთ, შეიძლება დამეთანხმოთ, რომ უძილობამ შეიძლება სხვა სამყარო აღმოგაჩენინოს, მაგრამ არც მთლად სასიამოვნო.

უძილობა იქით იყოს და ნერვიული დაძაბულობა კიდევ უარესია. სიმივით დაჭიმული ნერვები. ასეთ დროს ძილი კი არ გასვენებს, უარესად გღლის. ხშირად მინახავს უმიზეზოდ მოტირალი ადამიანები. მეც შემეძლო უმიზეზოდ ტირილი ერთ დროს. ცუდი ნამდვილად არაა. არ ვიცი ცრემლებს ერევა ჩვენი დაძაბულობა თუ უბრალოდ თავად აქტია განმტვირთავი, მაგრამ ფაქტია, ტირილი დაძაბულობას ხსნის.

მაგრამ როგორ ვიტიროთ, თუკი ასე უმიზეზოდ კი არა, როცა მიზეზი გვაქვს მაშინაც ვერ ვტირით? logo_thumbnail__2_ამას წინათ ხახვს ვჭრიდი. იმის წინ კიდევ გრასის “თუნუქის დოლს” ვკითხულობდი.

გსმენიათ რამე ხახვის სარდაფზე? იყო ერთი კაცი, დღეში თორმეტ ბეღურაზე მეტს არ ერჩოდა თურმე.

ამ კაცს ჰქონდა სარდაფი, ხახვის. თუ ფული გქონდა, შეგეძლო მისულიყავი მარტო ან მეგობართან ერთად. ჩამოგირიგებდათ შმუ დაფებს და დანებს; მერე ხახვით სავსე კალათით ჩამოივლიდა. დაელოდებოდით მის ნიშანს, რის შემდეგაც უბრალოდ ხახვის ჭრას დაიწყებდით.

თვალები რომ აგეწვებათ და ცხარე ცრემლები წამოგივათ, მენდეთ, ქვითინი სულ არაა საჭირო, ნამდვილი ტირილიც უცებ გეწვევათ, რომელსაც შეგიძლიათ გული ამოაყოლოთ. მერე შეგიძლიათ ელაპარაკოთ, საკუთარ თავს ან მეგობარს. გნებავთ უცხოს, ვინმეს;  ანდა სულაც არ ილაპარაკოთ, იფიქროთ. დიდი დრო არაა საჭირო, ალბათ ერთ საათში ახალშობილივით მშვიდი ნერვებით დატოვებთ ხახვის კლუბს.

თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ. მაგრამ მიეჩვევით. გაფრთხილებთ დამოკიდებულებას იწვევს, თუმცა არც ძვირია და არც ჯანმრთელობისთვის საშიში.

პ.ს. სახლში ცდას აზრი არ აქვს, რამდენადაც ვიცი. კლუბის ატმოსფერო განსაზღვრავს ხარისხს. რატომღაც უცნობების თანდასწრებით ტირილი უკეთესი წამალია.

Advertisements

One thought on “ხახვის სარდაფი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s