სამდღიანი მარათონის შედეგები

10347406_562338437208147_2914170568488784203_n

10416623_391542320985184_23694907619115428_nწიგნის ფესტივალი დაიწყო, გრძელდება აგერ უკვე სამი დღეა, ხვალ ბოლო – მეოთხე დღეც შედგება და დასრულდება. სამწუხაროდ მე მხოლოდ სამი არასრული დღე გავატარე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში და მეოთხე დღეს გამოვტოვებ, თბილისის დატოვება მომიწია. შესაბამისად ჩემი სიაც დარჩა ასე ნაკლული. გული განსაკუთრებით მწყდება ჩემს რუსულენოვან ურსულა ლე გუინზე, რომელიც ბათუმელებისგან უნდა წამომეღო. თუმცა დიიიდზე დიდი, უდიდესი მადლობა მათ, ურსულას На последнем берегу მაჩუქეს. იმედი მაქვს როგორმე სხვაგვარ მადლობასაც ვეტყვი მალე. ❤ არადა არ გაიყიდოს ეს წიგნი მეთქი, ერთ ამბავში ვიყავი. 😦

წლევანდელ ფესტივალზე ერთი უცნაური შეგრძნება არ მასვენებდა: როცა უამრავი წიგნით პავილიონიდან მიმავალ ხალხს ვუყურებდი, მეგონა რომ ჩემი წიგნები მიჰქონდათ.

ეს ფესტივალი კიდევ იმიტომ არის შესანიშნავი, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს დაუგეგმავადაც გადაეყრები.

ჩემი უნივერსიტეტიც იყო ფესტივალზე, მაგრამ რად გინდა, თავად მთელი დღეები იქ გაატარეს, მე მომიწია სემინარებზეც მევლო, 1907348_562339417208049_1454938314165929217_nბიბლიოთეკაშიც და მაღლივშიც. სტუდენტებსაც რომ გვინდოდა ფესტივალზე გემრიელად სიარული არ ესმით ამათ. :@:დ პირველ დღეს ჯერ სამსახურში დამიბარეს, მერე რეფერატი ჩავაბარე ენათმეცნიერებას, მერე ფილოსოფიამ ერთგვარი საკონტროლო წერა მოგვიწყო, მერე ერთი ლექტორი გამინაწყენდა, ბევრს მიცდენო და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ წავედი ფესტივალზე. მაგრამ განსაკუთრებით რთული მაინც მეორე დღე გამოდგა, დილით სემინარი მქონდა, მერე გამოვიქეცი ექსპო ჯორჯიაში, შევიგულე რაღაცეები, დედას ‘დავავალე’ ფული გადმოეგზავნა, შემდეგ გამოცდაზე წავედი (მაღლივში). გამოცდიდან ისევ ფესტივალზე გამოვბრუნდი, მაგრამ ჰა – ბანკები უკვე დაკეტილი იყო და ფული ვერ ავიღე. დღეს კი უკვე დავტოვე თბილისი. აბა არ უნდა ვიყო გაბრაზებული? 😦

10347690_391542300985186_7471263578791286576_nმაგრამ გახარებულიც ვარ. ერთი უმნიშვნელო მიზეზით – ახლა უკვე 46 კილოგრამს ვიწონი და ვგონებ მალე მეტყვის სასწორი იმას, რის გაგონებაც ასე ძალიან მინდა. :დ მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ჩემს მიერ შეძენილი წიგნებია – რაც მოვასწარი. გამომცემლობა ‘დიოგენე’ როგორ მიყვარს, ამას ხშირად ვიმეორებ, მაგრამ ახლა კიდევ ვიტყვი – ვგიჟდები ამ ხალხზე. 90% მათი წიგნები ამშვენებენ ახლა ჩემს თაროს.

აი რა ვიყიდე:

მიხაილ ენდე – დაუსრულებელი ამბავი

უმბერტო ეკო – პრაღის სასაფლაო

სტივენ კინგი – ბნელი კოშკი

პ.გ. ვუდჰაუსი – ვუსტერთა გვარის ღირსება

ვუდი ალენი – თანამდევი მოვლენები

სილვია პლათი – ზარხუფი

სოლ ბელოუ – ჰენდერსონი, წვიმის მეფე

ჯ.კ. ოუტსი – შავი წყალი

მალხაზ ხარბედია – მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან

ბორის ვიანი – გულსაგლეჯი

პენაკი – რომანივით საკითხავი

1549460_562001990575125_1425743525211544399_nსულაკაურის გამომცემლობასაც მივაკითხე. მურაკამი მაინც ხომ უნდა მეყიდა – კაფკა პლაჟზე. მარი ბექაურის მეორე მხარე” და ჯოელ ჰარისის “ბიძია რიმუსის ზღაპრებიც” წამოვაყოლე ხელს. მერე ისევ დოგენეს გავუარე და ბავშვებისთვის საყვარელი წიგნი “არრა” და “ერნესტი და სელესტინი პინკიკზე მიდან” წამოვიღე.

მეგობარმა მაჩუქა ნატო დავითაშვილის “ლურჯი სუფრის მოცეკვავე”, რომელიც ჯერაც აკლდა ჩემს ლილე იროელის ქრონიკებს.

აი, წელსაც, სულ ეს იყო! ვერც კანინგემის “საათები” ვიყიდე, ვერც გრიშემის “ფირმა”, აპდაიკის ბაჭიებიც ძალიან მინდოდა, რუშდის “ფლორენციელი ჯადოქარიც”, დიოგენეს ბიბლიოთეკის ორ სამ წიგნზეც არ ვიტყოდი უარს, რამდენიმე თურქი მწერალიც მქონდა გეგმაში, სულაკაურის კინო-სერიიდანაც მინდოდა წიგნები და “კოროლაინსაც” ვუპირებდი სახლში წაღებას. მარკესის ახალი წიგნები ნახეთ? ზელაზნის ხუთივე წიგნსაც ვგეგმავდი… ეჰ.

მაგრამ გულდაჯერებით მხოლოდ პირველ დღეს მოვიარე და რასაც მოვერიე კი წამოვიღე, დანარჩენმა დღეებმა მიღალატეს! ჰოდა ასე. თუმცა მგონი ჩემმა საყვარელმა ბიბლიოთეკის დირექტორმა წამოიღო რაღაცეები, ზოგი თავისთვის, ზოგიც ბიბლიოთეკისთვის და ძალიანაც აღარ ვდარდობ. რუსულენოვან წიგნებს კი ქინდლშიც წავიკითხავ, რა უშავს. არც არაფერი.

გილოცავთ წიგნის ფესტივალს, დაწყებასაც ოდნავ დაგვიანებით და დასრულებასაც, ცოტა ნაადრევად.

P.S.

რაც მოეწერა ხელი იმას, რომ საქართველო უნდა იყოს 2017 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა, ჩვენ მიმართ უცხოელების ყურადღება გაორმაგდა…

Advertisements

10 thoughts on “სამდღიანი მარათონის შედეგები

  1. მთელი წელი რომ გრძელდებოდეს ფესტივალი, მაინც არ გვეყოფოდა :)) დღეს ვითომ მარტო აკას წიგნების პრეზენტაციაზე დასასწრებად წავედი და მაინც წამიცდა ხელი. “სანტა-ესპერანსას” ერთადერთი “ნისლებში და ნისლებს მიღმა” ჰქონდა შემორჩენილი და აბა რა მექნა ^_^ 😀

    Like

    • ეგ ლოგოს პრესის გამოცემაა ხო? არ მონაწილეობდნენ წელს ფესტივალში 😦 ლატერნაში იყიდებაო, მითხრეს თავად, მეც ვეძებ მაგ წიგნს, ეგ არ მაქვს მარტო სახლში :დ

      Like

  2. გოგო, მარტინი სხვა არი, სხვა 🙂 ამ ყაზილარის სახელი არი სთივენი. ან სტივენი თუ ასე გირჩევნია 🙂

    Like

  3. ვუდი ალენის წიგნები მაქვს გამოწერილი და ვერაფრით დავუდე გული. ისევ უკან მოუწევთ გაწერა :დ

    კარგი სიაა.

    როგორ მიყვარს წიგნების ბაზრობები, მსოფლიოში ყველაფერს ჯობია.

    Like

    • მართლა ყველაფერს ჯობია.
      ალენის მოთხრობები წამში იკითხება, არც გული უნდა და არც განწყობა )) თუმცა, კაცია და გუნება :*

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s