დიოგენეს ბიბლიოთეკა

1340354488

დიოგენეს ბიბლიოთეკა კი ჰქვია გამომცემლობა ‘დიოგენეს’ კონკრეტულ სერიას, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამ სათაურის ქვეშ თუ მთელ მათ პროდუქციას ვიგულისხმებდი, არაფერი დაშავდებოდა. წიგნის ფესტივალისათვის მიძღვნილ პოსტებში პირველად სწორედ “დიოგენეს” შესახებ დავწერ, რადგან მათ მიერ გამოცემული წიგნებიდან ყველა თუ არა, უმრავლესობა ძალიან მომწონს.

 სტივენ კინგი.

შარშან ფესტივალზე სტივენ კინგის “მწვანე გზა” და “მიზერი” დაგვხვდა, წელს ამ ავტორის ხუთი წიგნით შეგვხვდებიან, უკვე ხსენებულთ დაემატა:

წელიწადის დრონი

უძილობა

ბნელი კოშკი

ადრე ამბობდნენ, ამ მიმართულებით სულ 6 წიგნია ჩაფიქრებულიო, მაგრამ ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს გამომცემლობა შემდგომში.

news_51531bbc79658

სერია ამერიკელები.

‘დიოგენემ’ ოცი წიგნის გამოცემა ჩაიფიქრა, რომლებიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული დღემდე გამოიცა, თუ შეიძლება ასე ითქვას. დაგვპირდნენ, ვუდი ალენის “თანამდევ მოვლენებს” გამოვცემთ მალეო. შარშან ფესტივალზე მხოლოდ ორი წიგნი იყო ჯერ გამოსული, წელს უკვე შვიდი იქნება:

ამ წიგნებში შეგიძლიათ მეტად სასაცილო ენით დაწერილი ამბის ამორჩევაც, მეტად ჩახლართულ-დამაბნეველი მონოლოგისაც, ორი სხვადასხვა ნარკომანის თავბრუდამხვევი ცხოვრებისაც, ან თუ გინდათ ერთი დიასახლისის ამბავს წაიკითხავთ (და ამ წიგნს მე თავი და ბოლო ვერ გავუგე, იქნებ თქვენ გაუგოთ რამე, ლოტ 49-ის გამოცხადებას ვგულისხმობ). რაც შეეხება სოლ ბელოუსა და სილვია პლათს, ჩემთვისაც ახალია, არ წამიკითხავს. ვიმედოვნებ ფესტივალზე შევავსო ჩემი ამერიკელების სერია.

news_4fb9fe414701d

დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჩემს უსაყვარლეს სერიასაც მივადექით. შარშანდელი ფესტივალის მერე კიდევ ხუთი ახალი წიგნი დაემატა ამ სერიას და ახლა უკვე “გაოცებული სერიაა”. ❤  მაშინ ამ სერიის წიგნები 8 ლარი ღირდა, ვფიქრობ, წელსაც დაახლოებით ასეთივე ფასდაკლება იქნება, რაც ძალიან მიხარია. ❤

  1. სემუელ ბეკეტი – მოლოი
  2. რადიარდ კიპლინგი – კიმი
  3. ჯონ ბენვილი – ზღვა
  4. გ.კ. ჩესტერტონი – მოთხრობები მამა ბრაუნზე
  5. რომენ გარი – თეთრი ძაღლი
  6. ჯულიან ბარნსი – ფლობერის თუთიყუში
  7. პიტერ კერი – ძარცვა
  8. ჯონ ფაულზი – კოლექციონერი
  9. პოლ ოსტერი, ჯ.მ. კუტზეე – აქ და ახლა
  10. ჩაკ პალანიკი – მებრძოლთა კლუბი
  11. ედით უორტონი – უმანკოების ხანა
  12. უილიამ ფოლკნერი – დროშები მტვერში
  13. პ.გ. ვუდჰაუსი – დაიკიდე, ჯივზ!
  14. პოლ ოსტერი – მისნის ღამე
  15. ორჰან ფამუქი – სტამბოლი
  16. უმბერტო ეკო, კარდინალი მარტინი – რა სწამს მას, ვისაც არ სწამს
  17. ჯონ მაქსველ კუტზეე – სირცხვილი
  18. ჯეკ კერუაკი – გზაზე
  19. მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
  20. ჰენრი მილერი – კირჩხიბის ტროპიკი

ეს სერია აერთიანებს როგორც მხატვრულ, ისე არამხატვრულ ტექსტებსაც. აქ შეხვდებით დეტექტივებს, გულის წასვლამდე სასაცილო ამბებს, წიგნებს ზნეობის, მორალის შესახებ, კონკრეტული ქალაქის შესახებ, ნახავთ მიმოწერებს მეტად საინტერესო ადამიანთა შორის, წიგნებს ძალიან მოუსვენარი, სიახლისა თუ თავგადასავლების მოყვარული ადამიანების შესახებ…

diogene

ჰო და კიდევ, ამ სერიაში უმბერტო ეკოს “პრაღის სასაფლაოს” გამოცემასაც დაგვპირდნენ თავის დროზე. გარდა ამისა ამ ფესტივალზე ეს გამომცემლობა სიურპრიზსაც გვპირდება და რომ იცოდეთ როგორ მაინტერესებს რა (ან ვინ) იქნება ეს სიურპრიზი.

გარდა ამ სერიებისა, ჩემთვის საინტერესოა:

ვიანის “გულსაგლეჯი”;

ვუდჰაუსის “ეგრე გააგრძელე ჯივზ”  და “ვუსტერთა გვარის ღირსება”;

ფირზადის “შევეგუებით”;

გარის “ამას იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება”;

ბარნსის “დასასრულის განცდა”;

ფამუქის “ახალი ცხოვრება”.

ახალი ნამდვილად არაა, მაგრამ მუზილის “უთვისებო კაციც” ‘დიოგენემ’ გამოსცა და ფესტივალზე ძალიან იაფია ხოლმე, ორივე წიგნს ერთის ფასად იყიდით. ასევე არაა ახალი, მაგრამ ძალიან მინდა ჟან ჟენეს “ნოტრ დამ დე ფლერის” წაკითხვა. კუნდერას ოთხი წიგნიც სწორედ ამ გამომცემლობამ გამოსცა და მე ერთიღა მინდა: ‘სალაღობო ტრფობანი’.

ძალიან მომეწონა ზაალ სამადაშვილის ‘ავტოპორტრეტები წგნების ფონზე’ და ისეთი იაფი ღირს, აუცილებლად შევიძენ. ასევე პენაკის ‘რომანივით საკითხავი’ აუცილებლად უნდა ვიყიდო და თქვენც გირჩევთ. ერთმა მეგობარმა მეზობელი ბლოგიდან თქვა, “ამ წიგნის წაკითხვამდე მასწავლებლებს დიპლომს არ უნდა აძლევდნენ და მშობლებს შვილს არ უნდა ატანდნენ სამშობიაროდან”-ო და ნამდვილად აგრეა.

შარშან სწორედ ფესტივალზე შევიძინე “ედრიან მოულის საიდუმლო დღიური” და დღემდე ჩემთვის ერთერთი უსაყვარლესი წიგნია. ასეთი საყვარელი და სასაცილო წიგნი ბევრი არ მეგულება. თუმცა მთარგმნელს ვეთანხმები და ეს საბავშვო წიგნი ნამდვილად ვერაა. მაშინ ვიყიდე უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” და ეგ ის უიშვიათესი წიგნია, რომელმაც გარკვეულწილად ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება თუ არა, ინტერესები მაინც.

ჯერ არ ვიცი როგორ გასწვდება ჩემი ჯიბე, მაგრამ მიხაილ ენდეს “დაუსრულებელი ამბავი” რომ არ წავიღო სახლში, ნამდვილად რაღაც დამემართება! ძალიან მინდოდა ახალი “ვინი ფუუჰიც” და დაბადების დღეზე თუ არავინ მაჩუქა, დროებით ვერც მექნება. 🙂 რაკი საბავშვო წიგნებზე ჩამოვარდა სიტყვა, ლინდგრენის გარეშე ბავშვობა წარმოგიდგენიათ? მე ვერა. დიოგენემ მისი ხუთი წიგნი გამოსცა:

  • პეპი გრძელწინდა
  • სახურავის ბინადარი კარლსონი
  • ყაჩაღის ასული რონია
  • ჩვენც სალტკროკელები ვართ
  • ძმები ლომგულები

“გრძელფეხება მამილოს” უსაყვარლესი გამოცემაც მათია, ცნობისთვის. ვერა და ვერ ვიყიდე ეს წიგნი, ვნახოთ ახლა თუ მოვახერხებ.

ჰოდა, თქვენც ხომ ხედავთ, პირველად თუ ამ გამომცემლობას მივაკითხავ, დიდი ალბათობით სხვა აღარაფრისთვის ფული აღარ დამრჩება. მაგრამ რა გინდა რომ ქნა. 🙂

 

Advertisements

10 thoughts on “დიოგენეს ბიბლიოთეკა

  1. წესით ამ პოსტის კითხვისგან სიამოვნება უნდა მიმეღო, მაგრამ შევწუხდი და შევღონდი- რამდენი მაქვს წასაკითხი.
    ხოდა არაფერსაც არ წავიკითხავ ახლა >.<

    Like

    • რომელი წესით ერთი ვიცოდე :დ რა გამწარებულ გულზე დავწერე ნეტა იცოდე. წელს კიდე არა უშავს მგონი, დაბადების დღე ჩავლილი იქნება და ცოტა ფული მექნება ამის გამო წესით და რიგით 😀
      მეც იმდენი ხანია ვერაფერი წამიკითხავს, დრო რა ხილია აღარც მახსოვს :/

      Like

      • სოფოოო რამდეენ იმედებს ამყარებ ამ შენი დაბადების დღეზე, შემართებაც ეგეთი მესმის 😀 😀 აბა მე ჩემს დაბადების დღეზე კაციშვილი ვერ მპოულობს, ერთი უნდა გამოვანათო მეც, რა იცი რა ხდება 😀 დრო არ მიხსენო, ახლა ცოტა ამოვისუნთქე და წავიკითხავ ალბათ რაღაცეებს….

        Like

  2. მე ერთი თვით გვიან მაქვს დაბადების დღე, მაგრამ საჩუქრების წინასწარ მიღებაზეც არ ვამბობ უარს 😀 ამ პოსტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ “დიოგენესი” თითქმის ყველაფერი წამიკითხავს (“პრაღის სასაფლაოც” კი საფესტივალო სიურპრიზი რომ არის 🙂 ), მაგრამ ჯივზის ახალ ამბებს და ვუდი ალენს მაინც ველოდები. იქნებ პოლ ოსტერი და ბოჰუმილ ჰრაბალიც მოესწროს… ან სულაც ისეთი რაღაც შემოგვთავაზონ, ჯერ რომ არ ვიცით :))

    Like

    • ჰო არაფერია მაგათგან გამორიცხული ^_^

      მართლა სულ ისეთი წიგნები აქვთ, გინდა არ გინდა წაიკითხავ. თან სულ ახალ-ახალი, უკვე თარგმნილი კი არა -_-

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s