ნიუ-იორკული ტრილოგია

ამბავი მხოლოდ იმას გადახდება, ვისაც მისი მოყოლა შეუძლიაო, – ვიღაც ჭკვიანი.

 

მე რომ ყველა სიკეთესთან ერთად ცოტათი ჭკვიანიც ვიყო, ზაფხულამდე არც ერთი წიგნის შესახებ აღარ დავწერდი; ამდენმა ლიტერატურათმცოდნეობამ უნივერსიტეტში მთლად გამომალენჩა და შთაბეჭდილებების ნაცვლად ტექსტის აგებულებაზე შეიძლება მოვყვე. მაგრამ რა გაეწყობა, რაც იქნება, იქნება.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ჩემი ცხოვრება რაციონალური თვალსაზრისით რადიკალურად შეიცვალა. ვსწავლობ ანტიკურ მითოლოგიას, ანტიკური ლიტერატურის ისტორიას და ლიტერატურის თეორიას, რამაც ცოტა არ იყოს თავდაყირა დააყენა ჩემი ემოციები. ახლა როცა წიგნს ვკითხულობ, მის სიუჟეტსა და ფაბულაზე, აგების მანერაზე თუ ჩემთვისვე გაუგებარ სხვა რამეებზე ვფიქრობ. შეიძლება ითქვას წაკითხული მასალა გაბევრდა – მისი შინაარსისა და სათქმელის მიღმა გაუგებარი კონსტრუქციები გაჩნდა, რომელთაც დალაგება სჭირდებათ. არადა რთულია მითოლოგიის წარმოშობა-განვითარებისა და ამის მიზეზების პარალელურად შედეგს განიხილავდე ლიტერატურაში. მთელი ძალით ვცდილობ ორი-სამი ათასწლეულით უკან დახევას და მაგალითად საფოს ცხოვრებაში უკეთ გარკვევას; ამავდროულად დიონისური მისტერიების შესწავლას ვცდილობ, მთელი თავისი აღვირახსნილობით, თავაშვებულებით, დაუსრულებელი თავისუფლებითა და გაურკვეველი საზღვრების მოშლით რომელიღაც უცხო სამყაროებს შორის; თითქოს არ კმაროდეს, შუა საუკუნეებიც კარს მომდგომია – ჰაგიოგრაფიითა და რაინდული რომანითა თუ გმირული ეპოსებით აღსავსე (ერთდროულად), მეტად უცნაური ღირებულებების ეპოქა.

მალე ალბათ შემეშინდება სადმე არ დავკარგო ჩემივე თავი. ცოტათი მართლა ვემსგავსები ვინჩესტერის ცოლს, რომელსაც თურმე ეშინოდა, რომ მისი ქმრის მიერ წარმოებული იარაღით მოკლული ადამიანის სულები მას მიაკითხავდნენ შურისძიებისთვის და ამის გამო სახლს გარედან დაუსრულებლად აშენებდა ოთახებს, რათა სულ სხვადასხვა საძინებელში დაეძინა და მკვდრები მოეტყუებინა. მერე როდესაც მიწისძვრა მოხდა, ეს ქალი კინაღამ შიმშილით გარდაიცვალა, რადგან მსახურები მის პოვნას ვერ ახერხებდნენ. ჩემი ოთახები ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული მასალაა, რომელთა სწავლასაც ვცდილობ.

 აი, თითქოს ჩემი არ მეყოფოდა, ოსტერმა თავისი შეშლილობაც შემომთავაზა. პოლ ოსტერზე მოგახსენებთ, უფრო ზუსტად კი მის „ნიუ-იორკულ ტრილოგიაზე“. „შუშის ქალაქი“, „აჩრდილები“ და „დაკეტილი ოთახი“ – ტრილოგიის ნაწილებია. ამ წიგნს ერთი წინადადებით ბაუნტის რეკლამა დაახასიათებდა, აქ მთავრდება რეალობაო, მაგრამ რა იწყება ეშმაკმა უწყის.

წიგნის მთარგმნელს, ქეთი ქანთარიას წინასიტყვაობაში ოსტერი ვუდი ალენისთვის შეუდარებია, პირველი ბრუკლინში ქმნის თავის ნიუ-იორკს, მეორე – მანჰეტენზეო. ასეთი შეშლილი ნიუ-იორკის მსგავსი მეგაპოლისი თუ იქნება მხოლოდ. აქ ყველა ჭკუიდანაა შემცდარი; თუ ჯერაც საღ გონებაზეა, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ვინმე თუ მკითხავს, რის შესახებაა წიგნიო, ვუპასუხებ თვალთვალის შესახებ მეთქი. სამივე რომანში პერსონაჟთა სიგიჟის მიზეზი ალბათ თვალთვალია. თუმცა აქ ჭკუიდან იშლება არა ის, ვისაც უთვალთვალებენ, არამედ მოთვალთვალე. ყველა მონადირე ბოლოს დევნილ ნადირად გადაიქცა და მგონი მხოლოდ „დაკეტილი ოთახის“ გმირმა მოახერხა მონადირისგან გათავისუფლება. მაგრამ ყველა ნაწილი იმდენად გაურკვევლად მთავრდება, რომ როცა გგონია, მიხვდი ვინ ვინაა და რაღაც კოსმოგონიური შეამჩნიე წიგნში, სწორედ მაშინ გისხლტება ხელიდან ვითომცდა მთავარი ძაფი. პერსონაჟების დაუსრულებელი გამეორება, უსასრულო დევნა და თვალთვალი, ნაწარმოების სიმეტრიულობა – ქმნის მეტისმეტად ჩაკეტილ წრეს, საოცრად შეშლილ სამყაროს, რომელიც მთლიანად მდუღარე ადამიანურობითაა სავსე.

ერთი შეხედვით სავსებით ცხადი პარალელები სიუჟეტებსა თუ პერსონაჟებს შორის, არც ისეთი ცხადია. ეს მართლა ბაბილონის გოდოლია, ნგრევის ეტაპზე. სამივე რომანის მთავარი გმირი მარტოხელაა, მარტო ცხოვრობს (მხოლოდ „აჩრდილების“ პერსონაჟს ჰყავს საცოლე, თუმცა…). ტრილოგიაში ნელნელა კლებულობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი მთავარ გმირებში, კაცი „შუშის ქალაქიდან“ საერთოდ ანონიმურად ცხოვრობს. სამივე ნაწარმოებში ამბავი თვალთვალით იწყება. როგორ და რატომ, მგონი მეორეხარისხოვანია, მაგრამ სამივეჯერ პერსონაჟი კვალში უდგას ვინმე სხვას და ეს ყოველთვის აკვიატებად, დევნის მანიად იქცევა. იმდენად, რომ ყოველი მოთვალთვალე თავს აიგივებს თვალთვალის ობიექტთან, ცდილობს მასავით იფიქროს, რათა მისი შემდეგი ნაბიჯი გამოიცნოს და ამასობაში მთლიანად კარგავს რეალობის შეგრძნებას, აღარ იცის ვინაა. ვეღარ ხვდება თვითონ უთვალთვალებს, თუ მას თავად აკვირდებიან, უჩნდება ეჭვები, კითხვები და არასდროს პასუხები. მართლაც საინტერესოა ამ რომანების დასასრული, რომელთაგან არც ერთი, პერსონაჟის დასასრულზე არ მიგვანიშნებს.

სამივე შემთხვევაში პერსონაჟთა ცხოვრება მეტისმეტად სტაბილური და ერთფეროვანია. თითქოს ასე სურთ თავადაც, ამას ესწრაფვიან, vertigo-1024x986მაგრამ როგორც კი საშუალება მიეცათ, თავად აბურდეს თავიანთი ცხოვრება.

გარდა ამისა წიგნი დატვირთულია უამრავი ამბით, რომელიც ხშირად ამა თუ იმ პასაჟის გასაძლიერებლადაა მოთხრობილი. ასე მაგალითად, „შუშის ქალაქში“ პირველ ამერიკელებზე და კოლუმბზე, უამრავ უცნობ გამოგონილ თუ ნამდვილ ადამიანზეა ჩართვები. ძალიან ბევრი ამბავი სულაც სხვა წიგნების შესახებაა. სერვანტესი თუ თორო, დეფო თუ ვინმე სხვა – ზოგჯერ მეკარგებოდა კიდეც ის რგოლი, რის გამოც ჰყვება ოსტერი რომელიმე ამბავს.

ფაქტი ერთია, ოსტერის გმირები ჭკუიდან იშლებიან. დონ კიხოტივით წიგნების გამო არა ოღონდ, ამათ თავისი მიზეზები აქვთ. მკითხველიც დგას ჭკუიდან შეცდენის საფრთხის წინ, წიგნი გამუდმებით წრეზე ტრიალებს, მხოლოდ, აი იმ წრეზე, ჰიჩკოკის ‘ვერტიგოს’ პოსტერზე რომ გინახავთ, არ კი ვიცი, რა ჰქვია.

Advertisements

12 thoughts on “ნიუ-იორკული ტრილოგია

  1. მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული არ მაქვს, დიდი სიამოვნებით წავიკითხე, კარგი იყო :* ესენი თუ გაქვს მერე უნდა მათხოვო :დ

    Like

  2. სულ ვფიქრობდი, რას მაგონებს ეს წიგნი და ახლაღა მივხვდი – ჰიჩკოკის ფილმებს. ალფრედი ცოცხალი რომ იყოს, ხელიდან არ გაუშვებდა ეკრანიზაციას 🙂

    Like

  3. ხომ ხარ კარგად? :))
    არ გეწყინოს, მარა ახია. ჰაინკესი არ უნდა გაგეშვათ.

    სორი ოფტოპიკზედ 🙂

    Like

    • არ ვარ კარგად მაგრამ რას ვიზამ. მე პირადად ყველაფერს გვარდიოლას ვაბრალებ -_- ნუ რაც იყო იყო და გილოცავთ ისე, როგორ გამიხარდებოდა, მაგრამ დაუმსახურებლად ნამდვილად არ გასულხართ. აწი მოგებასაც გისურვებთ 🙂 ატლეტიკოც ქე იმსახურებს ალბათ, მაგრამ იმდენი ხანია რეალს ეს ტიტული არ მოუგია… მოკლედ თქვენ იცით 🙂

      პ.ს. ფინალის არ გჯეროდა მილორდ, ხომ გახსოვს 🙂

      Like

  4. მაგას ვამბობ მეც, იუპის გაშვება იყო შეცდომა. და გუნდის გადაწყობა, რაც ფაქტიურად დანგრევა გამოვიდა.
    გუარდი დიდი მწვრთნელია, მოიტანა თავისი ფილოსოფია ფეხბურთში, მაგრამ გაუვიდა ყავლი მაგ ფეხბურთს და ეგ კიდე ჯიუტად იგივეს აწვება.

    მე სადღაც მეშინოდა, რომ ჩელსი დაგვეჯახებოდა და გაგვაგდებდა ორ მატჩში 🙂
    ბავარიასთან ოპტიმისტურად ვიყავი. ფბ-შიც რეალის გულშემატკივრებს შორის ერთ-ერთი იშვიათთაგანი აღმოვჩნდი, ვინც ამბობდა, რომ ბავარია ერჩივნა 1/2 და არა ჩელსი.

    Like

    • ახლა რომ ვფიქრობ, თუ წაგებაა ახლავე წაგვეგო ჯობდა ფინალში წაგებას 🙂

      კიდევ კარგი ჩელსი ვერ გავიდა, არ იყო ღირსი -_-

      თქვენს დაცვასაც არ ვაფასებდი სათანადოდ თურმე :)))

      Like

  5. ეს წიგნი მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა წაიკითხო, რომ მივხვდე რეალურად რისი თქმა ისურვა ჩვენთვის ოსტერმა.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s