ვერნონ გენიოს ლითლი

 “ვერნონ გენიოს ლითლი” დიბისი პიერის სადებიუტო ნოველაა, ბუკერის პრემიის მფლობელი. ამ წიგნმა ლექსიკა ისე ‘დამიხვეწა’, ძაან მეძნელება ჩემი ვაი კლასიკური თუ ლიტერატურული ქართულით ვწერო, ისედაც რაღაცეებს რო ვიხსენებ თავში ლანძღვა-გინების საოცრად მრავალფეროვანი კორიანტელი მიდგება. თავი ტაქსის მძღოლი მგონია.

ახლა რუხი ნივთიერება დაძაბეთ ცოტა და იქნებ გაიაზროთ რა დედააფეთქებულ სამყაროში ვცხოვრობთ. ძაან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ როცა ყელამდე ხარ ქაქში, ყველაზე ნაკლებად ამას გრძნობ. საერთოდაც, ყველა თავს ვიტყუებთ რო ძაან ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, ძაან ნორმალურადაა ყველაფერი და შეიძლება სხვებზე უკეთესადაც კი ვართ (ან სხვებზე უკეთესებიც ვართ). ჰოდა ჩემი გენიოსი ვერნონი გეუბნებათ, რო ძაან ცდებით და რო უკვე ყელამდე ხართ ქაქში, რო ყველანი ბინძური მატყუარები ხართ, თავს იტყუებთ და… ანდა მოიცა. აი რას ამბობს:

“ხალხი ისე იტყუება, როგორც ხოში აქ, ყოველდღიურად, რაღაც წვრილმანების გამო. იცი, დღეს რო გავიღვიძე, სიცხე მქონდა და ვერ მოვედი… მაგრამ თავის ტყუილსა და ტყუილს შორის თითს გიქნევენ, ტყუილი როგორ შეიძლებაო…”

ცოტა ჩემი ჩვეული ლექსიკითაც უნდა ვცადო რამის თქმა. ვერნონ ლითლი ერთი უბრალო მოსწავლეა, რომელსაც ბრალს მკვლელობაში სდებენ. მას სინამდვილეში არაფერი დაუშავებია, მაგრამ მამაზეციერიც ვერ დააჯერებს ამ ამბავს ამერიკას.

მერე როგორც ამერიკულ ფილმებში ხდება ხოლმე, საქმეში ერთვებიან ჟურნალისტები, პოპულარობის სურვილს დამონებული ქალები და კაცები, მოკლედ ყველა, ვისაც შენი სიმართლე ფეხებზე ჰკიდია და ვისთვისაც მთავარია ან ფული იშოვოს, ან ყურადღება მიიპყროს.

ვერნონის დედას ვერნონის ყველაზე დიდი მტერი და მთელ წიგნში ყველაზე დიდი ნაბიჭვარი უყვარს. მაგრამ ვერნონს მაინც ძალიან მტკივნეულად აქვს ზურგში გაყრილი დანა, რომელსაც დედამისი განუწყვეტლივ უტრიალებს და რასაც არაფერი ეშველება, იმიტომ რომ დედა დედაა. ამ დანას გნებავთ სინდისი დაარქვით, გნებავთ განზე მდგომი კაცის აზროვნება, გნებავთ სულაც მოზარდის ფსიქოლოგია, მე ვერ ვერკვევი ეგეთ რამეებში. მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ვერნონის დედა საოცრად მეჯავრება იმის გამო, რომ ისეთია, როგორც არის. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს დედაჩემი, ვერ შემჯავრდება. რაოდენ დიდი დანაც არ უნდა ჩამასოს ზურგში, მოვუთმენ. თანაც ვერნონის დედას სხვაზე მეტი არაფრით დაუშავებია. საზოგადოების ერთი რიგითი წევრია, მათგან არაფრით განსხვავებული.

მაინც როგორ სჩვევია ამ ამერიკას, ყველა წიგნსა თუ ფილმში საკუთარ მანკიერებას ასე ირონიულად (და მაინც გამაღიზიანებლად, თითქოს ერთდროულად იმითაც ამაყობენ, რომ ასეთები არიან და იმითაც, რომ ამის გამოსწორებას ასე ცდილობენ) დასცინოს. ამ წიგნში უდანაშაულო ბავშვს სადაცაა სიკვდილით დასჯიან, მაგრამ ეს ყველას ფეხებზე ჰკიდია. ისიც ფეხებზე ჰკიდიათ, რატომ დახოცა ვერნონის მეგობარმა ამდენი თანაკლასელი და რას აბრალებენ ვერნონს. ამაზე ფიქრის ნაცვლად ისინი ციხეში კამერებს აყენებენ, რათა პატიმრებს 24 საათიან რეჟიმში უყურონ. რას უყურებენ მე ვერ გეტყვით.

რამდენიმე პატიმარს, რომელთაც სიკვდილი მიესაჯათ, ხალხი ინტერნეტით გარკვეული დროის მანძილზე ხმას აძლევს და “გამარჯვებული” პირველი კვდება. მერე თავიდან იწყება ხმის მიცემა და ასე, შეიძლება სიკვდილის ლოდინი ცოტა არ იყოს გაგეწელოთ კიდეც. აი რას ამბობს ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი:

“ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენს დროშიც კი სიკვდილით დასჯას მოწმეები ესწრებიან. ჩვენ აუდიტორიას ვაფართოვებთ, მეტი არაფერი, ეხლა ყველა იმ პირს ვრთავთ, ვინც კანონის სათანადო ფუნქციონირების მიმართ ინტერესს იჩენს, არც ისე დიდი ხნის წინათ სიკვდილით დასჯა საჯაროდ ხდებოდა, მეტიც ქალაქების მთავარ მოედნებზე ეწყობოდა. დანაშაულის ფაქტები კლებულობდა, საზოგადოებაში კმაყოფილება მატულობდა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველა საზოგადოება იტოვებდა უფლებას, ავაზაკი და ბოროტმოქმედი საკუთარი ხელით დაესაჯა. ვფიქრობ, საზოგადოებას ეს უფლება უნდა დავუბრუნოთ.”

არც ისე ცოტა ხანს ელოდა ეს გენიოსი სიკვდილით დასჯის ‘ცერემონიალს’, სადაც უფლება ჰქონდა თავად აერჩია ის მუსიკაც, რომლის თანხლებითაც დასასჯელ ოთახში შეიყვანდნენ და ისიც, რომლის თანხლებითაც დასჯიდნენ. ბოლო სადილის მენიუს შედგენის უფლებაც ჰქონდა, თურმე ნუ იტყვით.

ნამეტანი გროტესკული წიგნია, რაღაცნაირი გამომსახველობითი. ‘შავ კომედიად’ წოდებული, ერთგვარი სატირა.

როგორ გგონიათ დასაჯეს ვერნონი სიკვდილით?

Advertisements

5 thoughts on “ვერნონ გენიოს ლითლი

  1. მე ვიცი დასაჯეს თუ არა. ადვოკატზე ვგიჟდები 😀 ზოგადად წიგნი მიყვარს ძალიან და რომ გითხრათ რომელიმე ბლოგზე პოსტს ველოდი მასზე-მეთქი, მოგატყუებთ. გამიხარდა. ^^

    Like

    • ცოტა ისეთი პონტია ამ წიგნზე თქვა მიყვარსო, მაგარი დამპალი რამეებია აღწერილი, მარა მესმის შენი, მეც ძალიან მომეწონა

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s