ჩემებურად მსუბუქი და მძიმე

the_unbearable_lightness_of_being.largeკაცობრიობა გამუდმებით მსჯელობს იმაზე, რა არის სწორი და რა არასწორი, რა მისაღები და რა მიუღებელი; მოვლენებს პოზიტიურ და ნეგატიურ კატეგორიებად ყოფს, ან სულაც სიმსუბუქესა და სიმძიმეს ადარებს ერთმანეთს. კუნდერა ბევრს წერს ამაზე ‘ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში’.

“ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს და არ შეუძლია, ეს ცხოვრება წარსულ ცხოვრებებს შეადაროს, ან მომავალ ცხოვრებაში გამოასწოროს”

– ამბობს ავტორი და მართლაც, ცხოვრება ჭადრაკი ხომ არაა, სვლები წინასწარ გათვალო. “ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და თანაც სრულიად მოუმზადებლად. ის მსახიობს ჰგავს, რომელიც ურეპეტიციოდ თამაშობს როლს.”

წიგნი სავსეა ცინიზმით, თუმცა შეიძლება მე მომეჩვენა ასე. მაგრამ სხვაგვარად როგორ გავიგო ეს ფრაზა:

“მოჩუქურთმებულ კედლებში რკინის რგოლები იყო ჩაჭედებული, რგოლებზე კი ძროხები იყვნენ გამობმული, რომლებიც სასახლის ბაღში მორბენალ ქათმებს მეოცნებე თვალებით გაჰყურებდნენ”.

თუმცა როგორ გინდა საბჭოთა სოციალიზმზე, კომუნიზმზე და რუსეთზე საუბრისას ირონია არ მოიშველიო. სხვა რა დაგვრჩენია.

ალბათ აღარასოდეს დამავიწყდება ის მონაკვეთი წიგნში, სადაც ჯერ სტალინის შვილზე საუბრობს, რომელიც ასე ვთქვათ განავლის გამო მოკვდა. მაგრამ კუნდერა თვლის, რომ მისი სიკვდილი ბევრად უფრო აზრიანი იყო, ვიდრე მათი, ვინც საზღვრის გასაფართოვებლად იბრძოდა დასავლეთით, თუ აღმოსავლეთით. შემდეგ კი თემას განავრცობს და წერს:

“განავალი ბოროტებაზე უფრო რთული თეოლოგიური პრობლემაა. ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მისცა და ამიტომ ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია დავუშვათ, რომ ადამიანის ბოროტმოქმედებებზე პასუხისმგებელი არ არის. მაგრამ განავალზე პასუხისმგებლობა მთლიანად იმას აწევს, ვინც ადამიანი შექმნა.”

ჯერ კიდევ “გამოსათხოვარი ვალსის კითხვისას ვგრძნობდი, როგორ განიცდის, როგორ გრძნობს მწერალი ჩეხეთის ოკუპაციის წლებს. წიგნი უამრავ თემას მოიცავს, იქნება ეს ერთგულება თუ ღალატი, სიყვარული თუ სექსი, ჰუმანურობა თუ უბრალოდ სიყვარულის სახეები, ღმერთი, ადამიანი და რა თქმა უნდა ჩეხეთი – როგორც სამშობლო თუ როგორც უბრალოდ ქვეყანა ოკუპაციის პერიოდში.

წიგნის ერთერთი გმირი – ტერეზა, რუსების შემოჭრის პირველ დღეებში ფოტოებს იღებს ქუჩაში. იღებს ქალებს, რომლებიც უკიდურესად გამომწვევი სამოსით გამოსულან ქუჩაში და ამ პურიტანი რუსების თვალწინ სრულიად უცხო გამვლელებს კოცნიან. ეს ერთგვარი სექსუალური თავდასხმა იყო ჯარისკაცებზე, რომლებსაც ქალი დიდი ხანია არ უნახავთ. გავა დრო და ტერეზა ქუჩაში მიაბიჯებს, წვიმაში და ფიქრობს იმავე ქალებზე, რომლებსაც არ სურთ ქოლგა უფრო მოხერხებულად დაიჭირონ, გეჯახებიან და არაფერს გითმობენ.

დასასრულ კიდევ ერთ მომენტს გამოვყოფდი და ამით ამ ჩემს ისედაც უთავბოლო შთაბეჭდილებებს ალბათ კიდევ უფრო ავბურდავ. მინდა ტერეზას ძაღლი, კარენინი ვახსენო, ვის გამოც კუნდერას ძალიან კარგად აქვს აღწერილი ერთის მხრივ ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობა (ტერეზას შემთხვევაში კი სიყვარული), ხოლო მეორეს მხრივ მათი შედარება. მართლაც, “შესაქმეში” წერია რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ფრინველების, ცხოველების და თევზების ბატონად, მაგრამ ავტორის სიტყვებს გავიმეორებ: “შესაქმე” ადამიანმა დაწერა და არა ცხენმა”.

“ქალისა და მამაკაცის წყვილი ისეა შექმნილი, რომ მათი სიყვარული აპრიორულად უფრო მდარეა, ვიდრე სიყვარული, რომელიც ძაღლსა და ადამიანს შორის შეიძლება გაჩნდეს, რაც, ეტყობა შემოქმედის მიერ დაუგეგმავი გაუგებრობაა ადამიანთა ისტორიაში.”

Advertisements

3 thoughts on “ჩემებურად მსუბუქი და მძიმე

  1. “გამოსათხოვარი ვალსი” მაქვს წაკითხული და მართალი ხარ, ცინიზმი ნამდვილად არ დაუკლია იქაც კუნდერას : ) ეს არ ვიცი….რამდენი ხანია მინდა ამის წაკითხვა.

    Like

    • მეც ძლივს ჩავიგდე ხელში, დღეს ვუბრუნებ ბიბლიოთეკას :3
      შენ მოგეწონება ჩემი აზრით, თუმცა მომენტებში მართლა ძალიან მძიმეა, რომ ამბობენ გულზე მხვდებოდა რა თემები

      Like

      • მაშინ მართლაც მომეწონება. ეგეთ თემებს ვეძებ ხოლმე წიგნებში ძირითადად.
        არ მიყვარს აუტანლად მსუბუქი თემები….:)

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s