შიმშილი

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მეოთხე კვირა.

რა საუცხოო დღეა, ცოტაოდენი რომ მეჭამა კიდეც!

knut hamsuni - hunger ნობელიანტი მწერლის, კნუტ ჰამსუნის  “შიმშილი” ადრეული პერიოდის ნაწარმოებია, პირველი რომანი, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა.

წიგნი გამომცემლობა “არეტემ” გამოსცა, სერიით “აუცილებელი საკითხავი”, თარგმანი კი დევი ბერძენიშვილს ეკუთვნის.

რომანში აღწერილია ერთი ჟურნალისტის ცხოვრების პატარა მონაკვეთი. მთავარი გმირი ლუკმა–პურის ფულს თავის მიერ დაწერილი სტატიებით ან პიესებით შოულობს. კვირაში ერთხელ თუ ახერხებს იგი რედაქტორისთვის ნაწარმოების მიყიდვას და გამომუშავებული ფული ორი–სამი დღე ყოფნის. ამიტომაც მალე გახდება იძულებული ღამე გარეთ ათიოს, იშიმშილოს და რა გასაკვირია, თუკი ცნობიერებასთან პრობლემები ექმნება. მარტოობის ფონზე ამ ყველაფერს განსაკუთრებულ მდგომარეობამდე და რეალობის განსხვავებულ აღქმამდე მივყავართ. ავტორი ცდილობს გვიჩვენოს ადამიანურობის ზღვარი. რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს არ ჭამდეს და ამის მიუხედავად ადამიანად დარჩეს? რომანის მთავარი გმირის შემთხვევაში ამ კითხვის პასუხი ასეთია:

„სანამ არ მოკვდება!“

მისი შიმშილის მიზეზი თანდათან შთაგონების არქონა ხდება, რადგან ვერაფრის დაწერას ახერხებს, იდეები არ აქვს:

“სკამზე ვზივარ და ფურცელზე 1884-ს ვწერ. ეს თარიღი წაღმა-უკუღმა, სხვადასხვა ზომით იმის მოლოდინში გამომყავს, რომ სადაცაა გამოსადეგი იდეა მეწვევა. თავში რაღაც აზრები ნაკუწ-ნაკუწ შრიალებენ. მიმქრალი დღე უიმედოს და სენტიმენტალურს მხდის. შემოდგომა მოვიდა და უკვე დაიწყო ყველაფრის ღრმა ძილით შებორკვა. ბუზებმა და სხვა მწერებმა პირველად შეიგრძნეს მისი სუნთქვა და ზემოთ ხეებში და დაბლა მიწაზე სიცოცხლის ჭიდილის ხმები ისმის, რომელსაც დანებება არ უნდა.”

მაგრამ მას აზრადაც არ მოსდის ამის მიზეზი საკუთარი თავისა და ღმერთის მიღმა ეძებოს. მეტიც, ის ღმერთს საკუთარ თავზე მეტად ადანაშაულებს:

-ჩემო ძვირფასო ღმერთო, ერთ რამეს გეტყვი – შენ ასეთი და ასეთი ხარ! – შემდეგ კბილი კბილს მივაჭირე და ღრუბლებს გაშმაგებით მუშტი მოვუღერე, – წყეულიმც ვიყო, მაგრამ შენ ასეთი და ასეთი ხარ!

“შიმშილი“ მისი ამგვარი თემატიკის მიუხედავად, საკმაოდ კომიკური რომანია. მთხრობელი მრავალგვარ გულისწყრომას გამოხატავს და ეს გულისწყრომაა სწორედ იუმორის წყარო, რადგან ის საგნებზე მერყევი, ცვალებადი შეხედულებებიდან მომდინარეობს, რაც მხოლოდ დამახინჯებულ სამომავლო პერსპექტივას უქადის ადამიანს. რომანის ბოლოსკენ მთხრობელი აღსავსეა გულისწყრომით იმის გამო, რომ მას გვერდით კარტოფილით სავსე ურემმა ჩაუარა და ის უარყოფს იმას, რასაც ხედავს. გადაწყვეტს, რომ ეს კარტოფილი კი არა კომბოსტოა და გაკერპებული, სიბრაზით აღსავსე იფიცება, რომ ეს სწორედაც რომ კომბოსტოა!

გმირის სიფიცხე თუ ღვარძლი არც ისე შორსაა სულით ავადმყოფობისგან. სიბრაზისა და იმედგაცრუების ამ მომენტებში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყოველივე ინტელექტუალურად მდიდარი, მაგრამ დაუბალანსებელი აზრებით აღსავსე გონებიდან მომდინარეობს, რომელიც ამ სამყაროს პირისპირ შეეჩეხა და არ იცის როგორ უნდა იცხოვროს მასში.

თუმცა რომანი მაინც ოპტიმისტურ ნოტაზე სრულდება, რაზეც სპოილერების გარეშე საუბარი საკმაოდ გაჭირდება, ამიტომ მკითხველს რომანის წაკითხვასა და დასკვნების თავად გამოტანას ვთავაზობ.

Advertisements

3 thoughts on “შიმშილი

  1. ჩემი ფავორიტი ნაწარმოებია ჰამსუნის წაკითხული წიგნებიდან ( თავის დროზე “მისტერიებზე” მეტადაც კი “ჩამითრია”) 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s