მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება

ძალიან მეწყინა რომ მითხარი მეტს აღარ მოგწერო. ნუთუ მართლა ასე მოგაბეზრე თავი? განა თავად არ მეუბნები ხოლმე, შენ რომ არ მწერდე ლიტერატურა შორს იქნებოდაო? თუმცა რომელი ლიტერატორი მე მნახე, უცნაური ვინმე ხარ.

აღარ ვიცი მინდა თუ არა მოგზაურობა, უშენოდ მიჭირს. ჩემი მე კი თან მყავს, მაგრამ შენი მეც ძალიან მენატრება, ჩვენ ხომ ორნი არასდროს ვყოფილვართ. სახლიც აღარ მაქვს, სადაც ვიოცნებებ და გავიხსენებ ერთად გატარებულ საღამოებს. არც შენი დანთებული კოცონი ჩანს სადმე და არც ჩემი ჩაი, შენი ირგვლივ მიმოფანტული წიგნები და ჩემი მუსიკა, ჩვენი საღამოები…

შენ კი მეუბნები, მეტს აღარ მოგწერო. უკვე ისე გამიუცხოვდი ჩემი შთაბეჭდილებები გაოცებს. ძალიან მეტკინა.

მაგრამ კარგად გიცნობ და ვიცი ისევ გამიბრაზდები ცხელ გულზე მოწერილი წერილით ასე არ უნდა განმსაჯოო. არ განგსჯი.

თუმცა სულ არ მიფრთხილდები.

მთავარი კი ახლა ისევ წერილებია, რომლებიც ოსკარმა ღმერთს მისწერა. მეუბნებოდი დედა როზა ძალიან ჭკვიანი ქალიაო, ოსკარის მშობლებზე კი არაფერი გითქვამს. და კიდევ პეგი ბლუ, პაწაწინა ცისფერი ქალბატონი.

მეც მჭირდება აბრა წარწერით “მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება”.

თავში სულ ეს ფრაზა ტრიალებს, ტრიალებს და არაფრით არ ჩერდება: “დღეს არაფერს გთხოვ, შეგიძლია დაისვენო.” ვინ სწერს ღმერთს ასეთ წერილებს?

ვერც იმის გააზრებამ, რომ ფიზიკურ ტკივილს იტან, სულიერს კი თავად ირჩევ, შვება ვერ მომიტანა.

მაგრამ შმიტი მაინც მართალია, სიცოცხლე მეტად უცნაური ძღვენია. ჯერ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, გვგონია რომ მარადიულ საკუთრებად გვეძლევა. შემდეგ რატომღაც სათანადოდ ვეღარ ვაფასებთ; ვთვლით რომ ცხოვრება მუხანათი და მეტისმეტად ხანმოკლეა; ლამის მზად ვართ ზურგი ვაქციოთ. როცა მივხვდებით რომ სიცოცხლე საჩუქარი კი არა ვალი ყოფილა, აი მაშინ ვიწყებთ ბრძოლას მის მოსაპოვებლად.

არ მეწერინება ეს წერილი, რაც სულ შენი ბრალია. კაეშანი მიწილადე მხოლოდ.

საპასუხო წერილის გარეშე ნამდვილად არ დავიბრუნებ უწინდელ განწყობას.

P.S. მეც ვფიქრობ, რომ სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებით უნდა აიხსნას.

Advertisements

16 thoughts on “მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება

  1. დამიმძიმდა ხასიათი…
    პოსტიდან პოსტამდე იზრდები სოფი, შვილო :*

    Like

    • გმადლობთ პროფესორო ასეთი შეფასებისთვის :*
      ხასიათი მომიტევეთ, მეც ცუდ ხასიათზე ვარ და წიგნიც ცუდ ხასიათზე იყო, შმიტსაც დავაბრალოთ ცოტა

      Like

      • modi shmits nu davabralebt, radgan ubralod dzqalian kargad gadmogvca is yvelaferi, tu rogor sheidzleboda 10 wlis daavadebuli bichunas gamxiaruleba 12 dgeshi..

        Like

        • წიგნი ხასიათს მაინც ამძიმებს, თანაც ძალიან ამძიმებს და ვის უნდა დავაბრალოთ ეგ თუ არა წიგნის ავტორს )

          Like

  2. oskari da vardisferi qalbatoni ❤ .. titqmis yvelafershi getanxmebi ra magalitebic gqonda moyvanili am patara motxrobaze.magram me am wignshi mainc deda rozas bolo monologi maocebs.. swored deda rozas bolo monologis shemdeg vagiare shmiti dzalian karg mwerlad…

    Like

    • კარგი იყო კი, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არა, თავიდანვე მივხვდი რომ იტყუებოდა და იგონებდა ) დედა როზას როლი ძალიან დიდია მთელ ამ ამბავში და მხოლოდ ბოლო მონოლოგით ვერ გამოვხატავდი, მხოლოდ წიგნის მთავარ სათქმელზე გავამახვილე ყურადღება

      Like

      • deda rozas roli martla dzalian didia am nawarmoebshi da sheudzlebelia erti monologit gamoxato. ubralod am vardisferi qalbatonisgan es yvelaze mdzime monologi iyo chemi azrit..

        Like

        • მისგან ეს ერთადერთი მონოლოგი იყო, დანარჩენი ოსკარის მონოლოგებით მოთხრობილი დიალოგებია ) შევთანხმდით რომ დედა როზა უმნიშვნელოვანესი პერსონაჟია წიგნში

          Like

  3. ფრაზა მომწონს, ეგრევე ნიბელუნგების ასოციაცია მოდის ჩემთან :)))
    წავედი დავიძინებ :დდ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s