წერილი ვირთხასგან

უკვე საყვედურებზეც გადახვედი ძვირფასო მელომან? თანდათან მაოცებ, საკუთარ თავს აღარ ჰგავხარ. წიგნებს შორის დიდ შუალედს ნუ ქმნი, თორემ ხანდახან მგონია რომ სხვა მწერს, ან მისამართი შეგეშალა.

ერთ ახალ წიგნზე უნდა მოგწერო და მეტის იმედი ნუღარც გექნება, სულ არ მინდა შენთან ლაპარაკი, ბოლოს მაინც დამაბნევ, ან თავად დაიბნევი, რაც უარესია.

ღვინო რომ გიყვარს ეგ ვიცი, მაგრამ ბაბუაწვერას ღვინო გასინჯული გაქვს? რომც იცოდე მისი გემო, მენდე, რეის ღვინის გემო და ფასი შენ არ იცი. ეს წიგნი დიდი ხნით დაგადუმებს, რადგან მიხვდები რაოდენ ბევრია მოსასმენი და ჩასაწერი.

მას მერე რაც ეს წიგნი წავიკითხე, მოხუცი ელენი ვეღარ დამივიწყებია. ხანდახან მიყვარს მგონი ეს ქალი. თუმცა ნამდვილად არ მინდა, ოცდაათი წლის ასაკში შემიყვარდეს ქალი, რომელიც 95 წლისაა.

არ მინდა.

არც შენ გირჩევ, თუმცა კი ღირსი იქნებოდი.

წვრილმანების არსებობაშიც ეჭვი შემეპარა, არსებობს კი უმნიშვნელო საგნები ამ სამყაროში? დროის მატარებელი იშვიათად თუ ჩერდება, ძირითადად საოცარი სისწრაფით მიჰქრის და ძალიან დაძაბული უნდა იდგე მის ფანჯრებთან, რათა რამე შეამჩნიო და დაიმახსოვრო.

დასამახსოვრებელი კი მართლაც ბევრია.

მახსოვს, ბედისწერის ქუჩაზე რომ ცხოვრობდი ერთ ხანს, ისიც კი არ გქონდა შემჩნეული, რომ შენს მეზობლად ფანჯარაში მუდამ ენთო სინათლე შენი სახლში დაბრუნებისას. არადა სწორედ ამ სინათლის წყალობით აღებდი კარს ადვილად. თუმცა შენ მუდამ ასეთი უყურადღებო და დაბნეული იყავი.

შენ მეც კი ახლახანს შემამჩნიე და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად აღმიქვამ.

მეგობარი აღარ მიწოდო. გთხოვ.

ამ წიგნს გამოგიგზავნი და პოლკოვნიკ დროის მანქანას, ბალახის საკრეჭ ბაბუას და ზაფხულის ბოტასებს მიაქციე ყურადღება, ქალაქიდან მიმავალი ჯონი, მეძველმანე, ტრამვაი და მწვანე მანქანა არ დაგავიწყდეს კიდევ.

კარგად წაიკითხე. თუ გინდა დიდ ხანს გქონდეს და ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერაც წაიკითხე. ვიცი მოგეწონება და შენს აღფრთოვანებულ წერილსაც მოუთმენლად დაველოდები.

რაც უნდა იყოს, მიყვარს შენი წერილები. თუმცა ეს ფაქტი დიდად არ მხიბლავს.

აბა კარგად, ძალიან გამიგრძელდა საუბარი. ნახვამდის.

P.S. მივხვდი რომ გოეთეს კითხვა დაგიწყია და თუ შეიძლება სიყვარულის მორევში ნუ გადაეშვები და წუთში ას წერილს ნუ მომწერ.

სიყვარულით, ვირთხა

Advertisements

10 thoughts on “წერილი ვირთხასგან

  1. პოლკოვნიკ დროის მანქანა, ბალახის საკრეჭი ბაბუა და მეძველმანე ტრამვაი :))

    ბაბუაწვერას ღვინოც 🙂

    რა კარგი იყო, მელომან 🙂

    Like

    • წიგნი იყო საოცრება მოლი, ასეთი ბევრი არ წამიკითხავს და ამ ერთი წიგნით ბრედბერი ჩემს უდავო ფავორიტებშია უკვე

      Like

  2. ჰჰჰაა, ჰაიტ, ვირთხ, 30 წლისა ხარ ბიჭო, ქე უნდა იცოდე მაგ ასაკში, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის :დდდ თუ იცის? ა? 😦

    Like

    • მეც არ ვიცი საით მიმყავს ვირთხას გრძნობები, მაგრამ ის ვიცი რომ 95 წლისას არ შევაყვარებ, სხვა რამეს ვუმიზნებ მე :პ

      Like

    • ჰო და მივუსწარი რომ ზაფხულის ბოლოს წავიკითხე, ჩემი ზაფხულიც ძილში გასრულდა, დაგლასის არ იყოს ❤

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s