ვირთხას მორიგი წერილი

სალამი მეგობარო. თუმცა ბოლო წერილიდან იმდენი დრო გავიდა, ასე ვეღარ უნდა ვიწყებდე, მაგრამ შევამჩნიე, ყველა წერილს მობოდიშების სუნი რომ ასდის და ვიცი, რომ მაინცდამაინც არ გიყვარს პატიებანი, ბოდიშები და მისთანანი.

ჩემს წერილებს ალბათ უგულისყუროდ კითხულობ, თუმცა რომ კითხულობ, ეს უეჭველია. შენი პასუხები, რომლებსაც არ მწერ, ხშირად ისე მაინტრიგებს, ლამის შენს საძებნელად გამოვემართო.

ასე ხშირად რატომ იცვლი მისამართს?

ბოლო წერილის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე, აგრეთვე ჩემს სწავლებაშიც შეიცვალა რაღაც რაღაცეები… არცთუ ისე დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ერთ ადგილს უაზროდ ვტეკპნიდი და ამან კინაღამ დეპრესიაში ჩამაგდო. ეს დიდი გამოცდა იყო, რამდენიმე უმნიშვნელო გამოცდის ნაზავი, რამაც გადაწყვეტილება მიმაღებინა და რაც კიდევ რამდენიმე გამოცდის ფასად დამიჯდა.

მაგრამ იცი რა, არ ვნანობ. არაფერს ვნანობ. შეიძლება იმიტომ, რომ წარმატება მუდამ თან მდევს. იმედი არასდროს გამცრუებია და ეს შენი დამსახურებაცაა. ყოველი ჩემი წარუმატებლობა თან მიგაქვს და ჩემთან ცუდს არასდროს არაფერს ტოვებ…

გავიგე რამდენიმე წერილი დაკარგულა, თუმცა დიდად არ მინაღვლია. ამ წერილების გამოგზავნა ხომ უბრალოდ ფორმალობაა, თავი შეშლილად რომ არ ვიგრძნო. თუმცა ხანდახან მწყინს, ამ ფორმალობაზე შენ თავს რომ არ იწუხებ. ძალიან ძნელია შუაღამისას, ის–ისაა ჩაძინებულზე რომ მაღვიძებენ შენი წერილები. ხანდახან რამდენიმე ერთადაც. ვერაფრით ვეღარ ვიძინებ ხოლმე და დილამდე ჭოტივით ფიქრში გამყავს დრო.

მაგრამ შენ ოღონდ მომწერე და თანახმა ვარ ძილზე სულაც უარი ვთქვა.

რა სამწუხაროა, რომ შენ სხვათა წარმატებებზე პასუხს არ აგებ. იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს სხვათა წარმატება ხანდახან ჩემსაზე მეტად მაღელვებს. ზედიზედ ორჯერ ისეთი მწარე მარცხი იწვნიეს, გული გამიტყდა.

ძლიერი სიყვარული მცოდნია. სხვათა მარცხი ჩემს სიყვარულს ვერ შეარყევს, გულს – შეიძლება.

შემდეგი წიგნი ვერა და ვერ მიპოვია… რამდენჯერმე კი გაიელვა იმედმა, მაგრამ ვერა. იმ განსაკუთრებულს ვეღარაფრით წავაწყდი, თუმცა მგონი ძალიანაც ვჩქარობ, ან უბრალოდ კარგად არ მიძებნია. ისიც შესაძლებელია, ხელში მიჭირავს და ვერც ვხვდები ჯერ, რომ ისაა… შედარებაზე დამოკიდებულება არ მსიამოვნებს.

ეცადე წერილები ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავნო ხოლმე… გთხოვ. სამაგიერდო ვეცდები ოდნავ უფრო ხშირად დაგიბრუნო პასუხი.

ცოტაოდენი იმედის მოლოდინში, მარად შენი Meloman.

Advertisements

8 thoughts on “ვირთხას მორიგი წერილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s