წიწამურიდან საგურამომდე…

 როგორც წიგნის რედაქტორი ივანე ამირხანაშვილი წერდა, თითქოს ყველაფერი ხელისგულზე გიდევს, ყველაფერს ხედავ, მაგრამ შეკითხვა თავს არ განებებს: რა არის ეს წიგნი?

ერთი შეხედვით მართლაც ყველაფერი ნათელია, წიწამურის ტრაგედიის მომსწრე, ან უბრალოდ მასთან დაკავშირებული ოცდარვა ადამიანი საუბრობს ილია ჭავჭავაძის შესახებ. მაგრამ ამ სიმარტივის მიღმა იმალება რაღაც ისეთი, რასაც შეუძლია ამ სიმარტივით გამოწვეულ ფიქრთა მდინარებას მიმართულება შეუცვალოს. იმის ძებნას იწყებთ, რაც აქ არ არის, მაგრამ უკვე სადღაც გეგულებათ, აჩრდილივით წარმოგიდგებათ.

როსტომ ჩხეიძის ამ წიგნს “ეკლიანი და პატარა გზა” ჰქვია. სათაური გამომცემელს შეურჩევია კოლაუ ნადირაძის ლექსის მიხედვით, თქვენც გეხსომებათ:

“წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზაა,

წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა,

წიწამურიდან საგურამომდე ლურჯი მთები და უძირო ზღვაა”…

პირადად მე ამ წიგნის წაკითხვისას აზრად მომივიდა (იქნებ ეს მე მოვიფიქრე ახლა და თქვენ უკვე დიდი ხანია ასე თვლით, ან ახლაც არ დამეთანხმოთ), რომ ისტორია ყოველ ეპოქაში ერთი და იმავე სცენარით ვითარდება – ორად გაყოფილი პოლიტიკური არენა. ორი ერთურთს დაპირისპირებული ბანაკი, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ხასიათს ატარებს.

წიგნში წარმოდგენილი ოცდარვა ადამიანიდან ყველა ილიას მიმდევარი და მისი იდეების თანამოაზრე როდია, სათქმელს მისი მტრებიც ამბობენ და ის პოროვნებანიც, რომელთაც ნეიტრალიტეტის შენარჩუნება უცდიათ.

ყველა თავისებურად ჰყვება, ზოგი გაუბედავად, შეპარვით, ზოგი ღიად, პირდაპირ, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული. მაგრამ ყველა გახსნილია: მტერი მტერია, მოყვარე მოყვარე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სიტყვას ლაიტმოტივად გასდევს მოკრძალება და შიში ილიას სიდიადის წინაშე.

ამ მონათხრობთა ფონზე მკაფიოდ გადაგეშლებათ თვალწინ ილიას ეპოქა. დრო რომელშიც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მის გარშემო განვითარებული მოვლენები.

მთხრობელთა ნაწილი ყველასათვის ცნობილი პიროვნებაა, მაგალითად ოლღა გურამიშვილი, ნოე ჟორდანია, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, იონა მეუნარგია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ნიკო ნიკოლაძე… შორს წაგვიყვანს მათი ჩამოთვლა. მაგრამ მათ შორის ვხედავთ ისეთებსაც, რომელთაც ფართო საზოგადოება კარგად არ იცნობს, მაგალითად ნოშრევან ჯაფარიძე, სოსო მაჭავარიანი, დავით მესხი, კოლა ორბელიანი, მიშო მაჩაბელი, ვასილ კირვალიძე…

წიგნის წაკითხვის შემდეგ რამდენიმე კვირა ბიბლიოთეკიდან არ გამოვსულვარ, სანამ თავად არ მივაგენი ამ მონათხრობთა წყაროებს და არა მხოლოდ ამ 28 ადამიანს მივაკვლიე, არამედ თავად აღმოვაჩინე სხვა მრავალი მსგავსი მონოლოგი, წერილი, სხვადასხვა სახის დოკუმენტები…

ვფიქრობ, როცა ამის საშუალება მომეცემა, წიწამურის ტრაგედიას კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდები. არა იმიტომ, რომ რაიმე ახლის მიგნების იმედი მაქვს, არამედ უბრალოდ ინტერესის გამო, ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით, არცთუ შორეულ ისტორიაში უკეთ გარკვევის მიზნით…

და მაინც, რა არის ეს წიგნი? რაიმე მისტიფიკაციური მცდელობა? მისტიკური დეტექტივი? თუ უბრალოდ მემუარებზე შექმნილი პოსტმოდერნისტული კომპოზიციის ერთერთი სახეობა?

წიგნის წაკითხვის შემდეგ მხოლოდ იშვიათს არ დაებადება სურვილი, კიდევ და კიდევ ჩაუღრმავდეს წიწამურის ამ ტრაგედიას, რომლის კვლევა–ძიება კაცმა რომ თქვას დიდი ხნის წინ დასრულდა, რადგან ძიება არასწორი მიმართულებით წარმართეს. როგორც გალაკტიონმა შენიშნა:

“წიწამურში რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი”.

ეს ძიებაც მაშინ დასრულდა, როცა როგორც ამირხანაშვილი წერს, “ვინ” და “რატომ” შეიცვალა “რომ”–ით…

Advertisements

4 thoughts on “წიწამურიდან საგურამომდე…

  1. ძალიან კარგი პოსტია. ილიას ეპოქა მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენს ისტორიაში…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s