ღვინო, ჩაი, ყავა

იმედია მკითხველს არ მოეჩვენება, რომ წვრილმანებზე მოკირკიტე ადმიანი ვარ და უმნიშვნელო დეტალებს ვუღრმავდები. უბრალოდ ამ სამი წიგნის წაკითხვის შემდეგ ასეთი პოსტის არ დაწერა არ შემეძლო.

პირველი ამ წიგნთაგანი ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” გახლავთ, თავისი გაგრძელებებით. წვრილმანი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო იყო _ ღვინო.  წიგნი რისი წიგნია, ზოგადსაკაცობრიო პრობლემებთან ერთად ყურადღება უმნიშვნელო, ყოველდღიურ პრობლემებსა თუ მოვლენებზე არ გაამახვილოს ავტორმა. მათ გარეშე სინამდვილის ასახვა რთულია. დიუმას მუშკეტერი პერსონაჟები ღვინის გარეშე თითქმის არასოდეს საუზმობენ, სადილობენ თუ ვახშმობენ. მათი საგმირო საქმენი რაოდენ ძალისხმევას მოითხოვდა, თავადაც გეცოდინებათ. ენერგიას გმირები უხვი მადით აღიდგენდნენ და მხნეობას ღვინოში ეძიებდნენ. მახსოვს მაგალითად დარტანიანს ანჟუური ღვინო უყვარდა…

მეორე წიგნი გახლავთ ორჰან ფამუქის “ჯავდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი მგონია, რომ თურქებს ჩაი ძალიან უყვართ. ამ წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საშუალოდ ყოველი თურქი დღეში 4-5 ფინჯან ჩაის მიირთმევს. ამ წიგნის პერსონაჟები ჩაის სვამენ საუზმისას, სადილის შემდგომ, ვახშმის შემდგომ, გვიან საღამოს და ყოველთვის, როცა სტუმრად არიან. ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანი წიგნში იმდენჯერ გაჟღერდა, ჩემდა უნებურად დამამახსოვრდა.

მესამე წიგნი გახლავთ სტიგ ლარსონის “გოგონა დრაკონის ტატუთი”. ამ წიგნის სასმელი ყავა გახლავთ. ყავა დილას, შუადღეს, საღამოს, ღამით მუშაობისას, სტუმრად ყოფნისას, სამსახურში ყოფნისას და ამ წიგნში საშუალოდ დღეში 3-4 ფინჯანს მაინც მიირთმევენ პერსონაჟები. თუკი ფამუქთან ჩაი უფრო საკულტო სასმელია, ლარსონთან ყავა გამოცოცხლებისთვის, გონზე მოსაყვანად არის საჭირო. არც კი მახსოვს ბლუმკვისტმა რამდენჯერ დაადგა წყალი ასადუღებლად ყავისათვის.

ფამუქთან უფრო სამოვარს მიმართავდნენ, იშიქჩიების ოჯახი არც მთლად თანამედროვე დროში ცხოვრობდა.
დიუმასთან რამდენ ღვინოს სვამდნენ დღეში საშუალოდ, რთული სათქმელია. ჩემი ვარაუდი რომ გაგიმხილოთ, გამოვა რომ ყველა მუშკეტერი ყოველ დღე გალეშილი მთვრალი იყო. არადა ამ მუშკეტერებმა იხსნეს დედოფალი ანა, კინაღამ იხსნეს მეფე ჩარლზი და ნამდვილად იხსნეს მისი ვაჟი, ჩარლზ მეორე. მთვრალებს არ მგონია ამდენი მოეხერხებინათ. თუმცა ვივარაუდებ და ვიტყვი, რომ დარტანიანი ორ ლიტრ ღვინოს მაინც სვამდა დღეში, მეტს არამც და არამც… თუმცა ვინ იცის…

P.S. მე ყველაფერს წყალი მირჩევნია.

Advertisements

19 thoughts on “ღვინო, ჩაი, ყავა

  1. ანუ, მე თურქი და შვედი ვყოფილვარ 🙂

    ანჟუს ღვინოზე გამახსენდა, სოფი, რევერტეს “დიუმას კლუბი” წაიკითხე. არ ინანებ.

    Like

  2. რემარკის სამი მეგობარია ისე და იმგვარად ალკოჰოლით გაჟღენთილი, რატო ციროზი არ სჭირთ, მიკვირს :დდდ

    მე ყავა :უსერ: თუმცა ჩაიც მიყვარს, მაგარი, უმუქესი (ერთხელ უფროსს გავუკეთე და კინაღამ მომკლა, ასეთს მე არ ვსვავ გულზე დამარტყამსო, მე რომ ვსვავ? :დდ)

    Like

  3. მე ჩაის ვანიჭებ უპირატესობას, ე.ი. ფამუქისკენ ვარ უფრო,მაგრამ არც მუშკეტერების სასმელზე ვიტყოდი უარს 🙂

    Like

  4. მიქაელ ბლუმკვისტი ხომ აქამდეც მომწონდა და კიდევ უფრო მოვიხიბლე მისით 🙂 კითხვის დროს არ დავკვირვებივარ, ერთნაირი გემოვნება თუ გვქონდა მე და კალეს 🙂

    კალვადოსი “დამაკლდა” 😀

    Like

    • გმადლობ 🙂 ალბათ კიდევ უამრავი წიგნის გახსენება შეიძლება, სადაც არა მხოლოდ სასმელი, არამედ სხვა ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება თვალში “გეჩხირებოდეს” 🙂

      Like

  5. ყავა–სასმელი რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს უნივერსიტეტის დროს და დასანახად მეჯავრება გამოცდების შემდეგ : ))

    Like

  6. მეც ყველაფერს წყალი მირჩევნია. ყავაზე ჩანახი მეც მაქვს დაწერილი^^

    Like

  7. არც-ერთზე არ ვიტყოდი უარს ❤

    ხოდა, 3 მუშკეტერი ძალიან მიყვარს. პატარა ვიყავი როცა წავიკითხე. მერე 20 წლის შემდეგ, მერე 10 წლის შემდეგ. რკინის ნიღაბი აღარ წამიკითხავს :ს

    ისე, მხოლოდ მუშკეტერები კიარა, ბევრი გმირი საუზმობს/სადილობს/ვახსმობს ღვინოსთან ერთად.
    მაგალითად, თეკერეის ამაოების ბაზრის გმირებიც მუდამ ღვინოს შეექცეოდნენ.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s