ბაიერნი ფინალში

პოსტში მოგახსენებთ ბაიერნის მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ფინალთა შესახებ. ბაიერნი რვაჯერ გავიდა ლიგაზე ფინალში, აქედან ოთხჯერ მოიგო, ამდენივეჯერ წააგო.

მოგებული ფინალები

Bayern Munich Atlético Madrid

 1973-74 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველი მატჩი 1974 წლის 15 მაისს გაიმართა ჰეიზელის სტადიონზე, ბრიუსელში. მატჩს თითქმის 50000 მაყურებელი ესწრებოდა. მსაჯი გახლდათ ბელგიელი Vital Loraux. მატჩი ფრედ, 1-1 დამთავრდა.

საპასუხო მატჩი 17 მაისს შედგა, იმავე სტადიონზე. მსაჯი ამჯერადაც ბელგიელი Alfred Delcourt გახლდათ. ეს თამაში 4-0 დამთავრდა ბაიერნის გამარჯვებით.

პირველ მატჩში ანგარიში მხოლოდ დამატებით ტაიმებზე გაიხსნა: Aragonés-მა 114-ე წუთზე, ხოლო Schwarzenbeck-მა 119-ე წუთზე გაიტანეს გოლები.

საპასუხო მატჩში Hoeneß-მა და Müller -მა დუბლების შესრულება შეძლეს.

Bayern Munich Leeds United

მატჩი 1975 წლის 28 მაისს გაიმართა პარიზში, ფრანგი Michel Kitabdjian-ის მსაჯობით.

თამაში 2-0 დამთავრდა ბაიერნის გამარჯვებით. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, გოლის ავტორები კი Roth და Müller იყვნენ. ორივე გოლი ათ წუთში გავიდა, 71-ე და 81-ე წუთებზე.

(ორივე კლუბს საშინელი სეზონი ჰქონდა, მაშინდელი ბაიერნი ბუნდესლიგაზე მხოლოდ მეათე ადგილზე გადიოდა).

Bayern Munich Saint-Étienne

1975-76 წლის ფინალი 12 მაისს, გლაზგოში გაიმართა. მსაჯი უნგრელი Károly Palotai გახლდათ. თამაში 1-0 ბაიერნის სასარგებლოდ დამთავრდა, Roth-ის მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით.

Bayern Munich Valencia

2000-2001 წლის სეზონის ფინალი 23 მაისს მილანში, სან-სიროს სტადიონზე წარიმართა. მსაჯი ჰოლანდიელი Dick Jol გახლდათ.

თამაში 1-1 დამთავრდა, ორივე ბურთი პენლებით გავიდა, მეორე წუთზე ბაიერნის კარში, 50-ე წუთზე ვალენიის კარში. თავისთავად დაინიშნა პენლების სერია. სულ ორივე კარში 7 დარტყმა განხორციელდა, აქედან ბაიერნმა 5 გაიტანა, ვალენსიამ 4. სწორედ ამიტომ ოლივერ კანი მატჩის (და არა მხოლოდ) საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

წაგებული ფინალები

Aston Villa Bayern Munich

მატჩი 1982 წლის 26 მაისს, როტერდამში, ფეიენოორდის სტადიონზე შედგა და ასტონ ვილას სასარგებლოდ 1 – 0 დამთავრდა.ბურთი Withe-მა გაიტანა 67-ე წუთზე. ბაიერნმა ვერ შეძლო საპასუხო ბურთის გატანა.  (ჩემი მხრივ ავღნიშნავ, რომ მაშინდელ ბაიერნში ყველა მოთამაშე გერმანელი იყო.)

Porto Bayern Munich

ეს თამაში 1987 წლის 27 მაისს გაიმართა, ვენაში და 2-1 დამთავრდა პორტოს სასარგებლოდ. ანგარიში Kögl-მა გახსნა 25-ე წუთზე, ხოლო პორტომ მეორე ტაიმში 4 წუთში 2 გოლი გაიტანა.

Manchester United Bayern Munich

 ეს ყველაზე საოცარი და მწარე თამაში 1999 წლის 26 მაისს გაიმართა ბარსელონაში, ნოუ-კამპის სტადიონზე. მატჩს ასი ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა. თამაშს მეექვსე წუთზე Basler-ის მიერ გატანილი ბურთის წყალობით ბოლომდე ბაიერნი იგებდა. მას შემდეგ რაც გოლის ავტორმა ბასლერმა 90-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, მსაჯმა კი 3 წუთი დაამატა ძირითად დროს, 91-ე წუთზე Sheringham-მა და 93-ზე Solskjær-მა ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი ორით ერთი გახადეს და მოიგეს კიდეც. საინტერესო იყო ფეხბურთელთა განლაგებაც – ბაიერნი 5-2-3, ხოლო მანჩესტერი 4-4-2. თამაშის საუკეთესო მოთამაშედ მაინც Basler დასახელდა.

მატჩი იმდენად მოულოდნელი ანგარიშით დამთავრდა, რომ უეფას პრეზიდენტმა სასწრაფოდ დატოვა თავისი ადგილი მოედანზე, რათა განკარგულება შეეცვალა და უკვე ბაიერნის ემბლემით მორთული თასი მანჩესტერისთვის გაემზადებინა. იგი გაოცებული ამბობდა: “არც კი მჯერა, გამარჯვებულები ტირიან, ხოლო დამარცხებულები ცეკვავენო.”

Bayern Munich Internazionale

და ბოლოს, 2010 წლის ფინალი, რომელიც 22 მაისს მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა. ინტერმა 2:0 მოუგო ბაიერნს და ორივე გოლი ერთი ადამიანის მიერ იქნა გატანილი – მატჩის საუკეთესო მოთამაშის დიეგო მილიტოს მიერ (გულშემატკივრებმა საუკეთესო მოთამაშედ უესლი შნეიდერი დაასახელეს).

ჰოდა კი ვეჭვობ ბოლომდე ვინმემ წაიკითხოს, ან ვინმესთვის რამე ახალი დამეწეროს, მაგრამ მე ცოტა დავხარჯე აღფრთოვანება და სიხარული, რომელიც რეალის დამარცხებამ გამოიწვია.

დასასრულ, ჩემი სიხარულის მიზეზი:

Advertisements

13 thoughts on “ბაიერნი ფინალში

  1. მე და ფეხბურთი ძალიან შორს ვართ, მაგრამ მეც გამიხარდა რეალის წაგება და რატომღაც გერმანიის გამარჯვებაც, აი რატო გონზე ვერ მოვდივარ, მაგრამ ფაქტია

    Like

    • ეტყობა ჩემ გამო 🙂 რა ამბიციური ვარ 🙂 მაგრამ ეს დღეებია ვერ მძინავს სიხარულით და იმის ბრალია 🙂 ჩელსიც ისე ძალიან მიყვარს და ბაიერნი ხომ საერთოდ ❤ გაგიჟებას არაფერი მიკლია 🙂

      Like

      • მე კიდევ ჩვევა მაქვს, იმათ მხარეს ვარ, ვინც აგებს და არ უმართლებს ხშირად, არ მიყვარს გამარჯვებებით განებივრებული ყოყოჩები. ამიტომაც ჩელსის გამარჯვებაც გამიხარდა და ბაიერნისაც, თან აზრზე არ ვარ არაფრის 🙂 ხო და კიდევ რიბერი მომწონს და თურმე ბაიერნში ყოფილა 🙂

        Like

        • ჰო ჩემთან არის ეგ ფრანგიც 🙂 ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას რეალი უფრო აგებდა ვიდრე ბარსა 🙂 ჩელსისთან კი მართალი ხარ…
          ბაიერნი მაგიტომ მიყვარს, 99 წლის ფინალი ამოვიჩემე 🙂 ასე მგონია პირდაპირში მაქვს ნანახი, ისე ზეპირადღა ვიცი 🙂

          Like

  2. ეჰ, მიღალატა წეს მილანმა 😦 მაგრამ მიუნხენელებს და ლონდონელებს ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას 🙂 საინტერესო ფინალი იქნება (რაც მთავარია, ბარსელონას გარეშე – ცოტა მომბეზრდა ყველგან ბარსა…)

    Like

    • ჰო მაგრამ ვისაც ლამაზი ფეხბურთი უყვარს მათთვის ბარსა ცუდი ნამდვილად ვერ იქნება 🙂 მილანმა მარტო წელს გიღალატა? 🙂 ცოტა თუ არ გაახალგაზრდავდა…. 🙂 მე მიყვარს გერმანელების ფეხბურთი რა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, ყველაფერი კარგი აქვთ

      Like

  3. სულმოუთქმელად ველოდები ფინალს ^ ^ აქ ჩამოთვლილი გამარჯვებებიდან მხოლოდ 2001 წლის მაქვს ნანახი და არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, ოლივერ კანი და შტეფან ეფენბერგი.
    სხვათაშორის ძალიან კარგად მახსოვს მენდიეტაც, რომელიც ძალიან შემეცოდა, 2–ჯერ გავიდა ვალენსია ფინალში და ორივეჯერ წააგო, შემდეგ როგორც მახსოვს ლაციოში გადავიდა და გაუჩინარდა. ამის მერე ლაციოს ჭაობს ვეძახი 🙂

    Like

    • 🙂 შენ ბევრი გხსომებია უფრო 🙂 მე მხოლოდ ბოლო ოთხი-ხუთი წელია ფეხბურთს აქტიურად ვუყურებ 🙂 და თავიდანვე უპირობოდ მიყვარს ბაიერნი, მიზეზი – 99 წლის თამაშია 🙂
      უცნაური კია, მანუ კი არა ბაიერნი რომ შემიყვარდა მარა, ამბობენ გულს ვერ უბრძანებო 🙂

      Like

  4. ძალიანაც არ მაინტერესებდა ვინ მოიგებდა, მაგრამ გამიხარდა რომ რეალმა წააგო და კიდევ უფრო გამიხარდა, რომ ბაიერნმა მოიგო. პირველი რაც გავიფიქრე, რომ გავიგე – მეთქი სოფი როგორ ზეიმობსთქო. წარმატებები ფინალში! 😉

    Like

    • ცოტნეე 🙂 რაღაც ძალიან ერთგული გულშემატკივრის სახელი დავიმკვიდრე და მიხარია 🙂 გმადლობ გაიხარე

      Like

  5. ამ პოსტს, ცხადია, არ დავალაიქებ, თუმცა ღირსეული ფინალისტია.
    და კაცმა რომ თქვას კასილასი რომ არა და გომესის უაზრო თამაში – ძირითადშიც უნდა მოგეგოთ.

    Like

    • ნამდვილად ლორდ, ერთ მომენტში კასილასი რომ არა და სამში მაინც გომესი, უნდა მოგვეგო.
      ღირსეული ნამდვილად არის, ადვილად არ მოუგია, თუმცა რეალის შეცდომების ბრალიც იყო

      Like

  6. “არც კი მჯერა, გამარჯვებულები ტირიან, ხოლო დამარცხებულები ცეკვავენო.”

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s