მერი და მაქსი

ყურადღება! პოსტში ყველაფერია ნათქვამი ფილმის და მისი შინაარსის შესახებ, ვისაც მისი ყურება სურს, ნუ წაიკითხავს!

ფილმის შესახებ

“მერი და მაქსი” 2009 წლის ავსტრალიური ფილმია (Clay-animated black comedy-drama film).

რეჟისორი და სცენარის ავტორი – Adam Elliot

ახმოვანებენ – Toni Collette, Philip Seymour Hoffman, Eric Bana, Bethany Whitmore, Barry Humphries.

კომპოზიტორი – Dale Cornelius

ხანგრძლივობა – 90 წუთი.

IMDB 8.2/10

გადმოსაწერი ლინკები

Mary & Max

Mary & Max

ოფიციალური გვერდი

 

პერსონაჟები

Mary Daisy Dinkle

მერი რვა წლის, სამი თვის და ცხრა დღის გოგონაა. მას ტალახიანი ჭაობის ფერი თვალები აქვს და განავლის ფორმის ხალი შუბლზე. მისი საყვარელი ფერი ყავისფერია და საყვარელი საჭმელი შედედებული რძე, უფრო მეტად კი რა თქმა უნდა შოკოლადი უყვარს. მას იტაცებს დამჭკნარი კარტოფილებისგან ყელსაბამის დამზადება და მისი ცხოვრება დამოკიდებულია ხასიათის ბეჭდის ფერზე. მერის სურს ყავდეს ნამდვილი მეგობარი, რომელიც არ იქნება გაკეთებული ნიჟარების, ტოტების ან წიწილის ძვლებისგან.

მერის დედა – ვერა, ქალი რომელი გიჟდება შერიზე, კრიკეტის რადიო-მიმოხილვების მოსმენაზე, ცხობაზე და ქურდობაზე (ვერა კლეპტომანია). მას ყოველთვის ჰქონდა ერთი საიდუმლო ამბიცია – გამხდარიყო ბლუზის მომღერალი. მისი საყვარელი სიგარეტის ბრენდია Alpine Lights, საყვარელი ფეხსაცმელი კი ღია ტყავის მოკასინები.

 მერის მამა  – ნოელი, ფაბრიკაში მუშაობს. შაბათ-კვირას კი ფრინველთა ფიტულებს ამზადებს. მასაც აქვს საიდუმლო ამბიცია სამსახურიდან გადადგომის შემდეგ მეტალო-დეტექტორი შეიძინოს… მას უყვარს მონადირის კოსტიუმის ფერი ნაღები და  Baileys Irish-ის კენტი რაოდენობის ჭიქა თავის ფარდულში. ბოლო წელს მან რვაჯერ შეიჭრა თმა.

Len Graham Hislop

ლენი მერის უფეხებო მოხუცი მეზობელია. თავისი ფეხები მან მეორე მსოფლიო ომში დაკარგა, ზვიგენებმა მოაჭამეს. ლენს აგორაფობია სჭირს.

 Ralph Keith Dinkle

რალფი მერის პაპაა. მას ხახვის მწნილის სუნი ასდის და ზამთარში მდინარეში გადახტომა უყვარს თავის მეგობრებთან ერთად.

Damian Cyril Popodopolous

დამიანი მერის მეზობელი და მისი გატაცების საგანია. დამიანს ლიმონის საპნის სუნი ასდის და მისი კანი საოცრად ნაზია. ის ენაბლუა და როგორც მერის დედა ამბობს, ერთი სიტყვის წარმოთქმაც კი არ შეუძლია, თავში ხელი თუ არ წამოარტყი. მერი ფანჯრიდან აკვირდება ხოლმე დამიანს, როცა ის დედამისის ვარდებს რწყავს. ამ ყმაწვილის ოცნებაა გახდეს დრამატული მსახიობი ან ნამცხვრების დიზაინერი. დამიანი შემდგომში მერის მეუღლე გახდება.

 Max Jerry Horowitz

მაქსი 135 კილოგრამი წონის, ათეისტი, ებრაელი ნიუ-იორკელია, რომელიც ასპერგერის სინდრომითაა დაავადებული (ვერ ანსხვავებს ემოციებს) და გიჟდება შოკოლადის ჰოთ-დოგზე, რომელიც თავადვე გამოიგონა. მას აგრეთვე უყვარს ლატარიის თამაში და ჟურნალი National Geographic. მას აქვს 8 ერთი ფერის გამოსასვლელი კოსტიუმი. მაქსს სურს ჰყავდეს მეგობარი, რომელიც არ იქნება უჩინარი, განებივრებული ან გამხდარი.

Ivy Ruby Bevan

აივი მაქსის მეზობელია, ასევე ათეისტი და უფრო მეტი ნაოჭები აქვს, ვიდრე სპილოს საჯდომზე. ის თითქმის ბრმაა. მისი იდუმალი ოცნებაა იფრინოს რეაქტიული ძრავით და გაიკეთოს სახეზე ხიზილალის მასაჟი. სარას სუპების კეთება უყვარს, თუმცა სიბრმავის გამო ხანდახან მისი თმა უფრო მეტია წვნიანში ვიდრე დანარჩენი ინგრედიენტები.

 მაქსს ყავს ასევე ფსიქოთერაპევტი დოქტორი ბერნარდი და მეგობრის მაგვარი არსება – ქუჩის კუთხეში მჯდარი მათხოვარი მისტერ ალფონსო. მის ანონიმურ ჯგუფში თერაპევტთან ერთი ქალია, მარჯორი. როგორც კი ლიფტში განმარტოვდებიან ეს ქალი მაშინვე კოცნის მაქსს. მისტერ ბისკვიტი მაქსის წარმოსახვითი მეგობარია, რომელიც მაქსის ჟურნალებს კითხულობს და ფილოსოფიურ პოლემიკაში ერთვება ხოლმე მაქსთან.

შინაარსი

მერი რვა წლის საყვარელი გოგონაა, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს. მის ღარიბ მშობლებს არ შეუძლიათ  უყიდონ მას სათამაშოები ან კარგი ტანსაცმელი. ამას გარდა მისი უცნაური ფორმის ხალის გამო სკოლაში ყველა დასცინის. მერის მეგობრები არ ყავს.  ერთ დღესაც ის გადაწყვეტს მისწეროს წერილი ნიუ-იორკში მცხოვრებ კაცს, მაქსს.

მაქსი 44 წლის მენტალური პრობლემების მქონე მამაკაცია, რომელსაც აგრეთვე ემოციების ამოცნობა არ შეუძლია. მაქსი აგრეთვე ვერ იტანს წესების დარღვევას და ქუჩაში დაყრილ სიგარეტის ნამწვებსაც კი აგროვებს ხოლმე, რათა ისინი ნაგვის ურნაში ჩაყაროს. მერიმ თავის წერილში ყველაფერი უამბო საკუთარი თავის შესახებ   და დაუსვა კითხვა: საიდან ჩნდებიან ბავშვები ამერიკაში? მისი ბაბუა ამბობს, რომ ავსტრალიაში ისინი ლუდის კათხიდან ჩნდებიან. მაქსმა ამაზე მშვენიერი პასუხი გასცა მერის.

მერის წერილები მაქსს ხშირად აღიზიანებს, რადგან იმ საგნებზე ფიქრს აიძულებს, რომელთა დავიწყებასაც მთელი ძალით ცდილობს. მერის ერთერთმა წერილმა მას კინაღამ თავი მოაკვლევინა და რვა თვე საავადმყოფოშიც გაატარებინა. ამის შემდეგ მაქსი მერის აღარ წერდა წერილებს, რადგან ეშინოდა. თუმცა კი ძალიანაც ენატრებოდა და ბოლოს ექიმის რჩევით მისწერა კიდეც. თუმცა მანამდე ის ციხეშიც იჯდა, ლატარიაც მოიგო…მერიმ და მაქსმა მიმოწერა აღადგინეს.

მერი ნელ ნელა გაიზარდა, დაამთავრა სკოლა, კოლეჯი, შემდეგ გათხოვდა დამიანზე. გახდა მეცნიერი და მაქსის ავადმყოფობის შესწავლას შეუდგა. წიგნიც დაწერა ამის შესახებ, მაგრამ როცა ის მაქსს გაუგზავნა, მაქსი ძალიან გაბრაზდა, რადგან თვლიდა რომ ის ავადმყოფი არ იყოს. საბეჭდ მანქანას ასო “მ” ამოაძრო და მერის გაუგზავნდა.

მერი მიხვდა რომ მეგობარი დაკარგა და მალე დედამისს დაემსგავსა. დამიანმა ის მიატოვა, მაქსი კი არ ურიგდებოდა. როდესაც მაქსმა გადაწყვიტა მისთვის ეპატიებინა და ამის აღსანიშნავად სათამაშოების კოლექციაც გაუგზავნა, მერი უკვე თავს იკლავდა. არადა სწორედ მისი სახლის წინ იდგა ამანათი. მოხუცმა ლენმა სწორედ იმ დღეს დაძლია თავისი აგორაფობია, გარეთ გამოვიდა და მერის კარზე დაუკაკუნა. მერიმ თავი აღარ ჩამოიხრჩო, მეგობრის დაბრუნებით გახარებულმა. მერი გამოკეთდა, მალე პაწიაც შეეძია და მაქსს ამერიკაში ჩააკითხა, რომელიც გარდაცვლილი დაუხვდა სახლში…

მოკლედ ძალიან მომეწონა მე ეს ფილმი და ყველას გირჩევთ უყუროთ. კიდევ უამრავი საინტერესო წვრილმანია სცენარში, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს.

Advertisements

25 thoughts on “მერი და მაქსი

      • იმედი მაქვს (და დარწმუნებულიც ვარ), რომ გამოგრჩებოდა კიდევ რამე.. გარდა ამისა, მოსმენილს ნანახი სჯობიაო ^^

        Like

        • უამრავი რამ გამომრჩა, უამრავი, ისეთი ფილმია ყველანაირი წვრილმანი საინტერესოა, აი როგორ უყურებ იცი? მზად მყოფი რომ ყოველ სიტყვა დაიჭირო, ყოველი სცენა, ძალიან ბევრი რამ დევს თითოეულ ნახატში, როგორ მიყვარს ეს პლასტელინის ფიგურები უკვე რა

          Like

  1. ვაიმე როგორ მიყვარს!!!ასჯერ რომ ვნახო არ მომბეზრდება და ასივეჯერ ვიტირებ…

    Like

        • კარგია რომ მოგეწონა 🙂 მართლა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო

          Like

            • ძალიან ძალიან საყვარელი ფილმია კი 🙂 მისწერე მეგობარს ასეთივე წერილი შენც 🙂 პატარა ხარ და სხვანაირი გამოგივა

              Like

              • არ გამოვა, სოფი . . .
                ჩვენთან ბავშვებს ლუდში არ პოულობენ და არც რაბინი, მონაზონი და მეძავი ჩეკავენ კვერცხებს. ამ მხრივ უფრო მომეწონა მულტფილმი. ძალიან გულუბრყვილოა და ამავე დროს ცხოვრებიუსეული. ორი ძალიან უბედური ადამიანის ისტორია , რომელამაც ერთმანეთი იპვეს 🙂

                Like

  2. მარტო ბოლო აბზაცი ქავიკითხე, მომეწონაო რომ ამბობ და აი დღეს, სამსახურში ვუყურებ.. ვატყობ ბევრი საქმე არ მექნება 🙂

    Like

  3. ისეთი ემოციები დატოვა რომ მიჭირს აღვწერო.
    ძალიან ცხოვრებისეული და აზრიანი რამაა,ამას პლუს სენტიმენტები(რაც მე ძალიან მიყვარს).
    ბოლოში ცრემლები ვერ შევიკავე.
    მეც მყავს ზუსტად ასეთი მეგობარი,ოღონდ ჩემზე პატარაა და გოგოა.
    მადლობა რომ მიერჩიე ამის ყურება : ))

    Like

    • არაფერს ნენ :* მართლაც ძალიან აზრიანი იყო და ზუსტად აღნიშნე – ცხოვრებისეული

      Like

      • ძალიან კარგია მერე, ნენსი გალადრიელს უკვე ვურჩიე და ახლა შენც გირჩევ, მისწერე წერილი ბლოგიდან, თუ პასუხიც მოგივა მით უკეთესი 🙂 თორე ძალიან ჩავიყლაპეთ ამ უწერილო ცხოვრებაში

        Like

  4. ძალიან მიყვარს, ემოციებითა და მნიშვნელოვანი დეტალებით სავსეა 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s