უმისამართო წერილი

თქვენთვის წერილის მოწერაზე უკვე წლებია ვოცნებობ, მაგრამ ხელს საკუთარი გრძნობები მიშლიდა, გრძნობები, რომელთაც თქვენს იქით გზა აღარ დარჩენიათ. ამ წლების მანძილზე ჩვენი ურთიერთობა მრავალჯერ შეიცვალა, დაიშალა და აღდგა, როგორც ფენიქსი, მაგრამ ვაი, რომ თქვენ ამის შემჩნევა არასდროს ძალგიძდათ, ვაი, რომ ამას მხოლოდ ჩემთვის მოჰქონდა ტანჯვა და უბედურება…

უნდა გითხრათ, რომ ყოველივე წარსული უბედურება ძალას მმატებდა, სიმამაცეს მიორკეცებდა და ბედნიერების ძიებას მაიძულებდა. მაგრამ საკუთარ თავთან ჭიდილმა დამღალა. ვეჭვობ ასე ეტანჯოს ვინმეს სიყვარულისთვის.

ვშიშობ ეგოისტურმა ფრაზებმა ჩემს ტანჯვაზე თავი არ მოგაბეზროთ და წერილის კითხვა დროზე ადრე არ შეწყვიტოთ, ამიტომაც ვესწრაფვი გაგიმხილოთ ამ წერილის ნამდვილი არსი…

გითხარით საკუთარ თავთან ჭიდილმა დამღალა მეთქი და აღარც ვაპირებ ომის გაგრძელებას. ომის, რომელშიც ერთი ბრძოლაც ვერ მოვიგე. ომის, რომლის სრულუფლებიანი მბრძანებელიც ყოველთვის თავად იყავით, თანაც ისე, რომ წარმოდგენაც არ გქონდათ. წლების განმავლობაში ვტრიალებდი თქვენს გარშემო, ერთად გვიმღერია, გვიცეკვია, გვისაუბრია და ვერასოდეს მამჩნევდით. მაშინაც ვერ მამჩნევდით, როცა თქვენ მოგმართავდით. ვერც მაშინ შემამჩნიეთ, თქვენთან ესოდენ ახლოს მყოფი დაუძლეველმა ლტოლვამ რომ შემიპყრო.

როცა ღამით მშვიდად გეძინათ, მე გულის ტკივილი არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას, მინდოდა თქვენთან ვყოფილიყავი, თქვენი ძილი და სიმშვიდე დამეცვა, მინდოდა ჩემზე გეფიქრათ, თუნდაც ერთი წუთით, მინდოდა მიმხვდარიყავით მაინც, თქვენთან რა მაკავშირებდა, მინდოდა გაგეგოთ რატომ არ შემეძლო თქვენგან შორს ყოფნა.

ვატყობ მეტისმეტად კადნიერი წერილი გამომდის პირველის კვალობაზე. მაგრამ ერთი წერილი როგორ დაიტევს იმას, რისი თქმაც მე მსურს თქვენთვის… ერთ წერილში როგორ აგიხსნათ, რატომ ვლაპარაკობ მხოლოდ ჩემს სურვილებსა და გრძნობებზე…

კადნიერი კი არა სასტიკი წერილიც გამომივიდოდა, რომ არა ერთი მოგონება, რომელსაც სათუთად ვინახავ გულში და რომელიც ერთადერთია სამყაროში, გაღიმების ძალას რომ მაძლევს, არ მანებებს თქვენი დავიწყება ვცადო და ჩემს გაყინულ გულს რომ ათბობს.
თქვენ ხშირად გიცეკვიათ ჩემთან, მაგრამ ამას მნიშვნელობას არასოდეს ანიჭებდით, ვერ მამჩნევდით და ისწრაფვოდით მისი დასასრულისკენ. მე კი გამუდმებით მეშინოდა, რომ შეამჩნევდით ალმურს ჩემს სახეზე, გაიგონებდით ჩემს გულის ცემას… თქვენ ვერ ხვდებოდით რატომ ვცეკვავდი ასე მოუქნელად, რატომ მაკრთობდა თქვენი ყოველი შეხება, რატომ ვთრთოდი, როცა თქვენს სახეს ასე ახლოს ვგრძნობდი… მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ შემამჩნიეთ.

მაშინ უკვე გვიანი საღამო იყო და თქვენ მეტისმეტად სევდიანი იყავით, მახსოვს ერთხელაც არ გაგიღიმიათ. სულ არ გეხალისებოდათ ჩვენთან ყოფნა, მაგრამ იძულებული იყავით. თქვენ, რასაკვირველია არ იცით, როგორ გამიხარდა, როცა მოხუც მამიდასთან საუბარს ჩემთან ცეკვა ამჯობინეთ. ვიცი, რომ ეს თქვენთვის ორი ცუდი საგნიდან ნაკლებად ცუდის ამორჩევას ნიშნავდა, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ ამისთვის.
ალბათ ამ სიხარულის გამო იყო, რომ არ შემშინებია, ისე არ ავღელვებულვარ, როგორც სხვა დროს… თანაც მომეჩვენა, რომ თქვენ სწორედ ჩემთან ცეკვავდით და ჩემზე თუ არა, არც სხვაზე ფიქრობდით. ჩემი სახე სარკეში შევამჩნიე და დავინახე როგორი გაბრწყინებული თვალები მქონდა, მე მიხაროდა, თუმცა კი თქვენი სევდა არსად გამქრალა, არ მახსოვს კარგად ვიცეკვე თუ ცუდად. ყურადღება არ მიმიქცევია. მახსოვს მხოლოდ, რომ თამამი ვიყავი. გაბედული როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ არ შევუშინდი თქვენს სახეს და ალბათ პირველად ცხოვრებაში მზერა გაგისწორეთ… თქვენი გაოცებანარევი სევდაც მახსოვს…

მითხარით, როგორ დაგივიწყოთ, როგორ არ ვიფიქრო თქვენზე, როცა ჩემდამი ასეთი გულგრილობითაც კი ვერ ჩაახშეთ გრძნობები ჩემს გულში…

ვფიქრობ და ვნანობ, გონების კარნახით რომ მემოქმედა იქნებ უფრო მოგებულიც დავრჩენილიყავი, იქნებ თქვენი მზერა ჩემკენაც მოგემართათ…

საყვედურის ნაცვლად რა გამომივიდა… თუმცა იქნებ არც ვარ მართალი, როცა გსაყვედურობთ? რა უფლება მაქვს გაგკიცხოთ…
პასუხს არ ველი. უფრო მეტიც, გთხოვთ არ მომწეროთ. არ მინდა ამდენი წლის მანძილზე ნასწავლი მოთმინება ერთი ხელის მოსმით დავკარგო. არ მინდა ფუჭი იმედით უარესად დავიტანჯო. იმედი მაქვს ამ წერილის გამოგზავნით საკუთარ სინდისს დავამშვიდებ, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს უმოქმედობის გამო. მაგრამ ღმერთია მოწმე, არ შემეძლო თქვენთვის რამე გამემხილა. წერილის მოწერაც ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ ვერ წარმოვიდგენდი…

ძალზედ გამიგრძელდა მონოლოგი… იმედია არ გამიწყრებით ამის გამო. იმისთვისაც მადლიერი ვიქნები, თუკი გაიგებთ, რომ მიყვარხართ და ამას, მარტივად რომ ვთქვათ, არაფერი ეშველება.

არ გაგიმხელთ ვინ ვარ და იმედიც მაქვს ვერ მიხვდებით ამას, რადგან ნამდვილად ვერ გადავიტან თქვენს შეცვლილ მზერას ჩემდამი და რადგანაც ძალიან მეშინია პასუხის. დავენდობი თქვენს გულისხმიერებას ნებისმიერ შემთხვევაში.

მარად თქვენი ერთგული…

Advertisements

17 thoughts on “უმისამართო წერილი

  1. ძალიან სასიამოვნოდ ჩამეკითხა, შენ კიდე იძახდი თავს ვანებებო 🙂

    Like

    • ხო მაგრამ ხომ ვთქვი თუ დამეწერინა დავწერ მეთქი 🙂 ეს წერილი რაღაც ძალიან მეწერინებოდა და ორ დღეზე მეტს ვერ შევიკავე თავი

      Like

    • სევდიანი? კარგი შეფასებაა გმადლობ, არ მინდა რამე სხვა უწოდონ, მე სევდიანი მინდოდა გამომსვლოდა 🙂 ერთი ეგაა ძველებურ სტილში ვცადე და დიდად არ გამომივიდა

      Like

  2. რა სინდისით აუქმებდი ამ ბლოგს, მაინც ვერ ვხვდები 😦

    მშვენიერი წერილია 🙂 ლამაზი მინორი გამოგივიდა.

    Like

    • 🙂 უსინდისო ვარ 🙂 ლაკლოს სახიფათო კავშირებს ვკითხულობდი და თან რაღაცეები შემემთხვა, ისე ვერ დავწერდი

      Like

  3. არა რა სისულელეა! ის პოსტი ბოლო იყო! 🙂 წერილი მომეწონა. კარგი იყო.. სხვათა შორის ძველებურ სტილში კარგად გამოგივიდა! ან უბრალოდ ჩემზე დედოფალი მარგოს კითხვა მოქმედებს და თუ რამე მესმის ან ვკითხულობ ყველაფერს ძველებურად აღვიქვამ! ❤

    Like

    • მეც ეგრე ვარ მარიშკალია, აქ კიდევ არაფერი, ლაპარაკით უნდა ნახო როგორ ვლაპარაკობ, ის დროა თავზე ბუმბულიანი სომბრერო დავიფარო, ყელზე კაშნი შემოვიხვიო და გრძნობათა თუ ვნებათა ღელვით ლექსების საჯაროდ კითხვა დავიწყო 🙂
      ერთმა გიჟპოეტამ გადამრია 🙂

      Like

  4. Pingback: პასუხი უმისამართო წერილს | მარიშკალიას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s