მე მინდა მერქვას წითელი

 იშვიათად შემხვედრია ისეთი მრავალფეროვანი, ფერადი წიგნი, როგორიცაა ორჰან ფამუქის “მე წითელი მქვია”. უამრავ ანოტაციას წაიკითხავთ წიგნის შესახებ, რომ ეს არის შუა საუკუნეების ნაყაშხანის ცხოვრება, მხატვრების და მხატვრობის შესახებ დაწერილი წიგნი, ერთგვარი დეტექტივიც, სადაც ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, მხატვრებიც, უბრალო და ბრალიანი ადამიანები, ხე, ძაღლის სურათი, ქალის იდეა, სატანა, წითელი ფერი, ფული, მკვდარი, სიკვდილი… მოკლედ ყველა, ვისაც რამე აქვს სათქმელი.

მოზრდილი წიგნია გარეგნულად, მაგრამ წასაკითხად ისეთი პატარა იყო… რაც მე ყველაზე ძალიან მომეწონა და რითაც ყველაზე მეტად დავინტერესდი, ეს იყო მხატვრობა. წიგნი სავსეა წესებით, ტრადიციებით, მოგონებებითა და იგავებით მხატვრობის შესახებ. ევროპელებივით არ ხატავენ წიგნის გმირები, პერსპექტივას გმობენ, ამბობენ, როგორ შეიძლება ცდილობდე ისე დაინახო სამყარო, როგორსაც ალაჰი ხედავსო. როგორ შეიძლება ხე უფრო დიდი იყოს ვიდრე მეჩეთია, მხოლოდ იმიტომ, რომ ხე წინ დგას და მეჩეთი უკანო… საერთოდაც, იმის გათვალისწინებით, რომ ფამუქს სურდა მხატვარი ყოფილიყო, წიგნი ამ კუთხით მართლაც საოცარი გამოვიდა… ყოველი წვრილმანი მომწონს ფერწერის შესახებ, ისიც თუ როგორ აღიქვამენ მას მხატვრები, როგორ სცემენ პატივს ძველ ოსტატებს, როგორი ტრადიციები აქვთ და როგორ იცავენ მათ და რას უწოდებენ მხატვრობას თავად…

მხატვართა უსინათლობაზეც ფრიად საინტერესო მოსაზრებანია წიგნში…

ძალიან მიყვარს ამ წიგნში სამი მხატვრის მიერ ცხენების ხატვის პროცესი… სამივე განსხვავებულია ხასიათით, სტილით, ნიჭით თუ მხატვრობის აღქმით. ერთი მათგანი ოცნებაშიც კი წარმოუდგენელი ცხენის დახატვას ცდილობს და გაკვირვებული დასჩერებია ხელს, რომელიც თავისით მოძრაობს. მეორე მხატვარიც ასევე გაოცებული უყურებს “თავისით მხატვარ” ხელს, რომელიც მხატვრის გონებაში ჩარჩენილ საუკეთესო ცხენის სურათს ხატავს. მესამეზე არ მსურს აზრის გამოთქმა, ლეილექი საშინლად არ მიყვარს ამ წიგნში.

მიყვარს ერთი მხატვრის იგავი, რომელმაც თეთრბატკნიანთა შაჰს წიგნი დაუმზადა. შაჰმა იგი დააბრმავა, რომ ასეთი წიგნი ვეღარასოდეს დაემზადებინა, ეს ოსტატი კი წავიდა და შავბატკნიანთა შაჰს უკეთესი წიგნი დაუხატა. ეს რომ კარგად გაიგოთ, წიგნი უნდა წაიკითხოთ და მხატვრობა და მხატვრისთვის დაბრმავების მნიშვნელობა აღიქვათ….

აღარაფერს ვიტყვი წიგნში აღმოჩენილ სიყვარულზე, სურვილზე, ყოყმანზე, ეჭვიანობაზე, ბრაზსა თუ შურზე…

მეც მინდა მერქვას წითელი…

“თითებით თუ შევეხებოდით, იქნებოდა რკინის ან სპილენძის შეგრძნება; მუჭში თუ მოვიქცევდით, დაგვწვავდა; გემოს გავუსინჯავდით და დამარილებული ხორცივით იქნებოდა; პირში ჩავიდებდით და – პირს გაგვივსებდა; ვუყნოსავდით და ცხენის სუნი ექნებოდა; თუ ისე ვუყნოსავდით როგორც ყვავილს, გვირილის სუნი ექნებოდა და არა წითელი ვარდისა.”

Advertisements

18 thoughts on “მე მინდა მერქვას წითელი

  1. თბილისის ფორუმზე რა აზრის არიან არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს ორჰანი და რა ვქნა 🙂 წითელი განსაკუთრებით 🙂

    Like

    • თბილისის ფორუმზე ზოგადად ბოდიში, მაგრამ იმ თემაში სასტიკი ხალხი შეიკრიბა რა 🙂

      Like

  2. აქ ჩემი კომენტარი იყო 😦 გაჭედა ჩემმა კომპიუტერმა.

    ვასასი ნამდვილი ფამუქოლოგია, წითელი მეც ძალიან მიყვარს. ყველა სხვა ფამუქზე მეტადაც კი.

    Like

    • ჯავდეთ ბეი და ეს წავიკითხე ჯერ მარტო და ფამუქით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ წითელი ჩემს საყვარელ წიგნთა ათეულში უდავოდ შემყავს

      Like

  3. იმხელა სიამოვნება იყო ამ წიგნის კითხვა, რომ ვცდილობდი გამეხანგრძლივებინა, ნელა ვკითხულობდი და ვტკბებოდი. სწორად შენიშნე ძალიან ფერადი წიგნია 🙂

    Like

    • მეც იანვრის აქეთ ვკითხულობ სულ, წავიკითხავდი ერთ თავს, მერე ისევ ვუბრუნდებოდი… ზეპირად ვიცი თითქმის 🙂

      Like

  4. “წითელი” მეც მომწონს, მაგრამ “თეთრი ციხესიმაგრე” რატომღაც – უფრო… 🙂

    Like

    • ეგ ჯერ არ წამიკითხავს, წავიკითხავთ და მივხვდები რომელი მირჩევნია 🙂

      Like

  5. მეც ძალიან მაინტერესებს არ ვიცი რომელი წავიკითხო ჯერ “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” თუ ” მე წითელი მქვია” 🙂

    Like

  6. მეც ჭიამარიას დღეში ვარ, თუმცა ეგ არაფერი. ვიყიდი და წავიკითხავ! 😉 უკვე იმდენი წავიკითხე შეუძლებელია არ მომეწონოს. 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s