ფილატელია

ბევრი ადამიანია ჯერ კიდევ პატარაობისას თვალებგაბრწყინებული რომ იწყებს მარკების შეგროვებას. ზოგი თავს ანებებს, ზოგიც სიცოცხლის ბოლომდე მათი ერთგული რჩება. მიყვარს კოლექციონერები, მიჭირს ამის ახსნა, მაგრამ მათ თითქოს ორი ღმერთი ყავთ, ნამდვილი და თავისი კოლექციის სახით. მშურდა კიდეც მათი. თავად სპეციალურად არაფრის შეგროვება არასოდეს მიცდია. თუმცა კი კოლექციები მაინც მაქვს.

მაქვს ძალიან, ძალიან ბევრი ფერადი ფანქარი, გასაფერადებლები, იაპონური ხატვის უკვე შესრულებული კომპოზიციები, მუსიკალური დისკები და რაშიც შეიძლება კოლექციონერად ჩავითვალო – რეპროდუქციები. ყველაფერს ვაფუჭებ, ყველაფერს ვკადრულობ სასურველი რეპროდუქციის ხელში ჩასაგდებად. ახალთახალი წიგნიდანაც კი ამომიჭრია. ამჟამად სხვადასხვა ზომის, ფორმის და ხარისხის ორი ათასამდე რეპროდუქცია მაქვს. რომელც მხატვარს აღარ იპოვით ჩემთან…

ახლა კი მარკებს მივუბრუნდეთ.

  ყველაფერი 1840 წელს დაიწყო. ადამიანი, რომელმაც საფოსტო მარკა გამოიგონა როლანდ  ჰილია. მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანეთში საკმაოდ არაეფექტური საფოსტო სისტემა    არსებობდა: წონისა და მანძლის გათვალისწინებით საფოსტო გზავნილის ხარჯებს არა  გამგზავნი, არამედ მიმღები იხდიდა. იყო შემთხვევები, როდესაც მიმღებს არ შეეძლო  გადახდა და წერილი ჰაერში გამოკიდებული რჩებოდა. მარკების შემოღებამ ყველაფერი  გაამარტივა, ხარჯებს უკვე გამგზავნი იხდიდა.

მარკის გამოგონებას პატარა ლეგენდა უძღვის წინ: ერთხელ ინგლისელი მასწავლებლის   შვილი როლანდ ჰილი გულისამაჩუყებელი სცენის მოწმე გახდა: ახალგაზრდა ქალმა,  რომელსაც წერილი მიუტანეს, ფოსტალიონი უკან გააბრუნა, ფულის არქონის გამო. ბატონი  ჰილი შეძრა ამ სცენამ და ამიტომაც დაწერა კანონპროექტი :საფოსტო რეფორმა: მისი აუცილებლობა და პრაქტიკულობა”.

პირველმა საფოსტო მარკამ დღის სინათლე 1840 წლის 6 მაისს იხილა და მას “შავი პენი” ერქვა, მისი ღირებულება ერთი პენი იყო და მასზე შავი საღებავით ინგლისის დედოფალი ვიქტორია იყო გამოსახული. მონარქს იმდენად მოეწონა თავისი გამოსახულება, რომ მისი პორტეტი მარკებს აღარც მოსცილებია. დიდი ხნის განმავლობაში იგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მარკას წარმოადგენდა, მაგრამ საბოლოოდ მას პირველობა “მავრიკიამ” ჩამოართვა, რომელიც დღეს 15 მლნ დოლარი ღირს.

არსებობს მარკების ორგვარი კოლექცია – თემატური და ქრონოლოგიური. მგონი განმარტებას არ საჭიროებს რა განსხვავებაა მათ შორის. ყველაზე გავრცელებულ თემებს თურმე ფლორა და ფაუნა წარმოადგენს.

 ყველაზე იშვიათ მარკებს მიეკუთვნება Two Penny Blue–იც. ეს ბრიტანული მარკა 1840 წელს გამოიცა და “ლურჯი პენის” სახელითაც არის ცნობილი. 1993 წელს 4 მლნ დოლარად გაიყიდა.

ასევე იშვიათი მარკაა Mauritius Post Office Error–იც (1847). ამ მარკას უწოდეს Post Office, ნაცვლად Post Paid.

დიზაინერმა უნებური შეცდომა დაუშვა მავრიკიას ბეჭდვისას და…

Hawaii Missionary Stamps – ყველაზე ძვირადღირებული მარკების სიაში მშვენიერ ადგილებს იკავებენ, შეიქმნა 1851 წელს. მათ იყენებდნენ ისლანდიაში ჩასული ამერიკელი მისიონერები და მისი ფასი 100 000 დოლარზე მეტია.

ასევე ცნობილი, იშვიათი და ძვირი მარკებია:

British Guiana

Connell’s Folly

Seebeck Reprints

Special Delivery

Inverted Airmail

Dag Hammarskjold Error

Farley’s Follies

და კიდევ ბევრი. უკეთ მითითებულ საიტზე ნახეთ…:)

Advertisements

27 thoughts on “ფილატელია

  1. როგორც ჩორვენი ამბობს, კოლექცია დელო სვიატოე. კოლექციონერებს განსაკუთრებით ვაფასებ. შენი რეპროდუქციები მხედველობაში მექნება :))

    Like

    • 🙂 მართლა ყველანაირი რეპროდუქცია მაქვს, ხარიხსიანიც და უხარისხოც 🙂 ადრე დღე არ გავიდოდა არ გადამეთვალიერებინა, ახლა ცოტა მივივიწყე 😦

      Like

  2. “ყველაფერს ვაფუჭებ, ყველაფერს ვკადრულობ სასურველი რეპროდუქციის ხელში ჩასაგდებად” – მომეწონა! 🙂
    რაც შეეხება მარკებს და მის შეგროვებას- მშურს იმის ვისაც ამის ნებისყოფა აქვს! 😉

    Like

    • ცოტნე პაწიაზე შეგისწორებდი, ნებისყოფა კი არა ფული ჩემი აზრით 🙂
      აზარტია ესეც თავისებური, მე უბრალოდ დიდხანს არ მიმყვება ხოლმე 🙂

      Like

          • ვააა რა მაგარია!!! მემილიონეც მე ვყოფილიყავი! 🙂
            პ.ს. აი მე კი ყურადღება არ მიმიქცევია ვინ იყო მეათასე ჩემთან! :)))

            Like

            • 🙂 შეიძლება არც მე მიმექცია ყურადღება, მაგრამ მე თავად უკვე ორჯერ გავხდი იღბლიანი მეათასე და 🙂
              მემილიონეც კი არა, წესით რაღაცით უნდა გადაგიხადო მადლობა არა? 🙂

              Like

              • :)) მე მადლობაც მყოფნის, თუმცა მე ისევე როგორც ჩემს ბლოგს გაუხარდება თუ კი მასში ერთ პოსტს შენი ავტორობით ვიხილავთ! :)))

                Like

  3. კოლექციონერები მართლა დასაფასებელი ხალხია. მე სულ მიზიდავდა ეს საქმე, თუმცა მცდელობაც კი არასდროს მქონია..

    Like

  4. მართლაც კარგია კოლექციონერობა, მე ნუმიზმატი ვარ 🙂

    Like

    • ყოჩაღ შენს გაძლებას 🙂 ისე სამოცამდე მონეტა მაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი და ძვირფასი არც ერთი არაა 😦 🙂

      Like

  5. ბავშვობაში ბევრჯერ ვცადე სხვადასხვა რაღაცეების შეგროვება, მაგრამ რამდენიმე თვეზე მეტი ვერც ერთმა გატაცებამ ვერ გაძლო. მარკების შემთხვევაში ნებისყოფამ უფრო მალე მიღალატა, ვიდრე ჯიბემ 🙂

    Like

    • 🙂 მეც ეგრე ვარ 🙂 ბევრჯერ მიცდია და მერე მბეზრდებოდა, მავიწყდებოდა 🙂 რაღაცაზე უცებ შევიშლებით ხოლმე ჭკუიდან, მიგვყვება ცოტა ხანი, მერე ფაა ფუ ინტერესი 🙂

      Like

  6. ჰმ შე უსირცხვილო ყველაფერს კადრულობა რააა :დ დღეს მიტევების ბოლო დღეა და მოასწარი და შენს დაზიანებულ წიგნებს პაწწწიება თხოვე :დ:დ:დ ოოო რა კარგიაა რეპროდუქციებიიი ^.^ ყოჩაღ შენ… კოლექციონერები კაი როჟები (ვ)ხართ ისეე ^.^

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s