ტუალეტის ქაღალდი და…

ამ ბოლო დროს ვეღარფერს ვეღარ ვაკეთებ მუსიკის მოსმენის გარდა, მღლის არაფრის კეთება. ამიტომ ცოტა “წაუცნაურო” ამბები რაც ვიცი ხოლმე, იმას ვწერ (რასაც ვიხსენებ, დამატებული ამას ცოტა ინტერნეტი და ენციკლოპედიები).

დღეს ტუალეტის ქაღალდზე ვწერ, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ამბები ვიცი მასთან დაკავშირებით და კიდევ იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა მეც მქონოდა ისეთი ტუალეტის ქაღალდი, რომელზეც მსოფლიო კლასიკის ლიტერატურა ეწერებოდა. ცუდად არ გამიგოთ, ეს აზრი მაშინ მეწვია თავში, როცა რამდენიმე წიგნის შოვნა გამიჭირდა. ვიფიქრე ასე იაფი ეღირებოდა, თან საინტერესო იქნებოდა… 🙂 მოკლედ, მთავარზე გადავალ.

ტუალეტის ქაღალდის წარმოშობის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის ჩინეთს უკავშირდება. მიუხედავად ამისა სანიტარული დანიშნულება მხოლოდ ორასიოდე წლის წინ ჰპოვა, ხოლო დახვეწილი სახე აგერ მეოცე საუკუნეში ძლივს მიიღო.

ადრე მისი წარმოშობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განისაზღვრებოდა. მაგალითდ ზღვისპირა რეგიონებში  ნიჟარებს იყენებდა მოსახლეობა, ჰავაის კუნძულის მცხოვრებნი ქოქოსის ქერქს, ხოლო თუ ლუი მეთოთხმეტე იყავი რასაკვირველია მეფური უკანალი გექნებოდა და ამისათვის აბრეშუმზე ნაკლებს ვერავინ გაკადრებდა.

საოცარია, მაგრამ ამ უსაჭიროეს ნივთს დღესაც არ აღიარებენ ინდოელები და არაბები. ამ ქვეყნებში ტუალეტის ქაღალდის მაგივრად განსაკუთრებული პოპულარობით მარცხენა ხელი სარგებლობს. მართალია “გამოყენების” შემდეგ ხელს იბანენ, მაგრამ… თურმე ბევრი არაბი ტუალეტის ქაღალდის გამოყენებას საშინელ ტრადიციად მიიჩნევს, მათი აზრით ქაღალდი ბოლომდე ვერ ასრულებს ფუნქციას და “რაღაც” მაინც რჩება. ისე ზოგიერთი ისტორიკოსი იმასაც ფიქრობს, ნეტავ მაინცდამაინც მარჯვენა ხელის ჩამორთმევის ტრადიცია აქედან ხომ არ გაჩნდა, მარცხენა ხომ მუდამ ბინძურიაო…

ისლამური წეს–ჩვეულების მიხედვით ტუალეტის ქაღალდის ფუნქციას მიწა ან ქვები ასრულებდა. შემდეგ კი უკანალს წყლით იბანდნენ (შევცდი ამ თემაზე წერა რომ დავიწყე :@ ). სწორედ ამიტომ დაჰქონდა მრავალ ღვთისმოსავს მიწა და წყალი გამუდმებით.

ძველ რომში ყველა საზოგადო ტუალეტი აღჭურვილი იყო ჯოხზე მიმაგრებული ღრუბლითა და მარილიანი წყლით. (არსად არ ეწერა გარკვევით, ყველა ერთსა და იმავე ღრუბელს ხმარობდა თუ არა, არადა მაინტერესებს, ფუჰ). მდიდრები ამავე მიზნით აბრეშუმსა და ვარდის წყალს ხმარობდნენ რომში.

შუა საუკუნეებში ფრანგებმა ბიდე გამოიგონეს, რომელსაც თავიდან ორივე სქესი ხმარობდა (მიყვარს რა ფრანგები), მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელმა და ბრიტანელმა ჯარისკაცებმა იგი ბორდელებში ნახეს და დაასკვნეს, რომ მას მხოლოდ ქალები ხმარობდნენ. მას შემდეგ ბიდეს აღარ გაჰკარებიან.

 კოლონიურ ამერიკაში ამ ფუნქციას სიმინდის ფუჩეჩი ასრულებდა. ხოლო 1700 წლიდან, როცა ყოველდღიური გაზეთები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ეს ფუნქციაც გაზეთმა შეითავსა. ლორდი ჩესტერფილდი ერთერთ წერილში თავის შვილს ურჩევდა ყოველთვის თან ჰქონოდა რაიმე იაფფასიანი ლექსების კრებული. რათა ქოთანზე ჯდომისას თავი რამით შეექცია, შემდეგ კი ამ თავშესაქცევისთვის შესაფერისი გამოყენება მოეძებნა. რა საყვარლობაა…

სხვათა შორის ინგლისში პოეზიის ამგვარმა “გაღმერთებამ” სერიოზული პრობლემა შექმნა, მთელი ქვეყანა წალეკა გამოყენებულმა ქაღალდებმა. სად იყო მაშინ კანალიზაცია.

მე19 საუკუნეში რაღაც საცნობარო კატალოგი გამხდარა პოპულარული. მას ლურსმანზე კიდებდნენ და 100გვერდიანი უფასო და რბილი ტუალეტის ქაღალდი მზად იყო. მეორე საპატიო ადგილი კი მაინც სიმინდს ეკავა. საუბედუროდ 1930 წელს კატალოგი პრიალა და კარგი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდვა დაიწყეს და მან პოპულარობა დაკარგა, გამოყენებისთვის მეტად უხეში იყო.

პირველი ნამდვილი ტუალეტის ქაღალდი 1880 წელს ინგლისში გამოუშვეს. მაშინ რულონები კი არ იყო, არამედ ოთხკუთხედ ყუთებში ჩალაგებული იყიდებოდა და საკმაოდ უხეშიც იყო. თუმცა ამბობენ ინგლისელები დღემდე უხეშს ამჯობინებენო. განსხვავებით მათგან ამერიკელებს რბილი ქაღალდი მოსწონთ, რომლის წარმოება 1907 წლიდან დაუწყიათ.

დღესდღეობითო, სადღაც ეწერა, ტუალეტის ქაღალდის ბიზნესის წლიური ბრუნვა 2,8 მლრდ დოლარს შეადგენსო. ჰო, ისიც ეწერა სადღაც, გასულ საუკუნეში, როცა სკოტ პეიპერსმა რულონის ფორმის ტუალეტის ქაღალდი გამოიგონა, საკუთარი ქმნილების იმდენად რცხვენოდა, ფირმას საკუთარი სახელი არ დაარქვაო.

არც ისე შორეულ წარსულში, უკრაინაში ტუალეტის ქაღალდზე ცნობილი პოლიტიკოსების გამოსახულებები დაბეჭდეს. მასზე შეხვდებით პრეზიდენტებს, პრემიერ–მინისტრებს, კანცლერებს, ბიზნესმენებს, რა ვიცი… კონდოლიზა რაისი და ბორის ბერეზოვსკი, იულია ტიმოშენკო თუ ლეონიდ კუჩმა…

 პორტუგალიაში უფიქრიათ, რომელი საუკუნეა, რაღა დროს თეთრი ქაღალდიაო და შავი გამოუშვა, “ფრიად ელეგანტური, ექსტრამოდური და მეამბოხეო” – ასე ეწერა. მაგრამ ერთი რულონის ფასი 2,5 ევროა…

2002 წელს ჩემმა ძვირფასმა გერმანელებმა, რომლებსაც ტუალეტში (და არა მხოლოდ) კითხვა უყვართ, ტუალეტის ქაღალდზე წიგნების ბეჭდვა დაიწყეს. “გვსურს, რომ წიგნებს კითხულობდნენ, ეს არის ჩვენი კომპანიის ფილოსოფია”, განაცხადა “ტუალეტის ლიტერატურის” გამომცემელმა.

🙂 მომიტევეთ თუ არაესთეტიური სიამოვნება მოგანიჭეთ 🙂

Advertisements

27 thoughts on “ტუალეტის ქაღალდი და…

  1. რას ერჩი, მშვენიერიპოსტია:) შემეცნებითიც და სახალისოც 🙂

    მარჯვენა ხელის ჩამორთმევის ტრადიციას ოდნავ სხვა ფესვები აქვს – უძველესი ჟესტია და იმას ნიშნავს, რომ ხელთ იარაღი არ გიჭირავს – ანუ, სამშვიდობოდ ხარ განწყობილი. რაც შეეხება მუსულმანებს, მართალი ხარ, მარცხენა ხელს ფრიად საეჭვო რაღაცისთვის იყენებენ და უწმინდურადაც თვლიან.

    კრეატიულ ტუალეტის ქაღალდს რაც შეეხება, კლინტონ-ლევინსკის სკანდალის შემდეგ, ამერიკაში ზედ კენეტ სტარის საბრალდებო სიტყვა დაბეჭდეს (სპეციალური პროკურორი იყო მაგ საქმეზე) და როგორც ამბობენ, ფრიად წარმატებულადაც იყიდებოდაო :))

    Like

    • მეც ეგ მინდოდა სალ 🙂 მოლი, ხელის ჩამორთმევის ტრადიციის ეგ ვერსია მგონი მე მოვიგონე 🙂 ან სადღაც გამიგონია 🙂

      Like

  2. მუსლიმებს დღესაც მუდმივად უდგათ საპირფარეშოში წყლიანი ჭურჭელი 🙂

    Like

    • ჰო ჰო, საკმაოდ ახალი ინფორმაცია ყოფილა, ჯერ მეგონა ადრე იყო მეთქი ეგრე და… თურმე დღესაც…

      Like

  3. :)))))))))))))))
    ძალიან კარგი პოსტი იყო, უზომოდ მომეწონა- ინფრომაციითა და იუმორით სავსე 🙂
    სამეფ უკანალზე ვიცინე განსაკუთრებით…

    Like

    • ცოტა გაბრაზებული ვწერდი, ამ სისულელეების წამკითხავი და იმიტომ გამომივიდა ასეთი 🙂

      Like

      • მაშინ ხშირად წერე გაბრაზებულმა, იმიტომ რომ ძალიან ხალისიანი გამოგივიდა :)))
        პ.ს რა გასაკვირია გაღიზიანდე, როცა იმას წაიკითხავ მარცხენა ხელს რა ”ამაღლებული” ფუნქცია ჰქონია ზოგი ადამიანისთვის. :)))

        Like

        • 🙂 ჰოო, საშინლად არაესთეტიური პოსტია, მაგრამ ჩემი საყვარელი ფრაზის არ იყოს, “ფაქტი ჯიუტია” 🙂

          Like

        • ზოგიერთი ადამიანისთვის ნაკლებად, ჭიამაია. მთელს მუსლიმურ სამყაროში გავრცელებული უძველესი წესია.

          Like

          • რელიგიური საფუძვლების მქონე ტრადიციაა. საკმაოდ მკაცრად სწამთ, არაფრით არ ხმარობენ ქაღალდს თურმე

            Like

  4. მარცხელა ხელი ყოველთვის მზარავს რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო/მოვისმინო მაინც 😐

    Like

  5. ვაიმე, სოფი, როგორ ვიხალისე…
    ისე, სირცხვილია, ქართველებს რომ არ გვაქვს რამე ორიგინალური ტრადიცია ამასთან დაკავშირებით : ))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s