სილამაზის კონკურსი

 რასაკვირველია სილამაზის კონკურსი მამაკაცებმა გამოიგონეს. სადღაც გამიგონია, პირველ ასეთ კონკურსში ჰერა, ათენა და აფროდიტე მონაწილეობდნენ, ჟიური კი სულ ერთი მამაკაცისგან – პარისისგან შედგებოდაო. ტროას მეფის ვაჟმა მთავარი პრიზი – ვაშლი და უმშვენიერესის ტიტული აფროდიტეს მიანიჭა, თუმცა ისიც გავიგონე სადღაც, ამ ღვთაების მარმარილოს ქანდაკება გაუზომიათ და დაუსკვნიათ, რომ ის ნებისმიერ სილამაზის კონკურსში ბოლო ადგილსაც კი ვერ დაიკავებდაო… სიმაღლე 164 სანტიმეტრი, ხოლო პარამეტრები ნაცვლად 90-60-90–ისა, 86-69-93 ყოფილა… 

ძვლ ბაბილონში სილამაზეს პირდაპირი მნიშვნელობით აფასებდნენ. კონკურსის დამთავრების შემდეგ, გამარჯვებულს ანიჭებდნენ ტიტულს და გაჰყავდათ აუქციონზე, სადაც შესაბამის ფასს ადებდნენ. თუ ვინმეს მისი ცოლად შერთვა მოესურვებოდა, ფასიც უნდა გადაეხადა…

ინკვიზიციის “დიდ” პერიოდში ყველაზე ლამაზ ქალებს კოცონზეც წვავდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ თვალისმომჭრელი სილამაზე ეშმაკისეული იყო.

უგანდელების მოწყობილ სილამაზის კონკურსში სახის ნაკვთებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი უკანალი იყო. ზოგიერთ გამარჯვებულს ისეთი წონიანი უკანალი ჰქონდა, დამხმარეს გარეშე ადგომა არ შეეძლო.

ძველ ჩინეთში გამარჯვებულ ლამაზმანს რომელიმე ცხოველს სწირავდნენ დიდი ზარ–ზეიმით.

თანამედროვე სილამაზის კონკურსს კი საფუძველი 1888 წელს ბელგიის პატარა ქალაქ სპაში ჩაეყარა. ეს

 პატარა კურორტი არისტოკრატების და სამეფო ოჯახების საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.

ბელგიიდან კონკურსის ციებ–ცხელება გერმანიას გადაედო, სადაც 1909 წელს, კაბარე “პრომანადში” ჩატარებულ სილამაზის კონკურსში 19 წლის სიგარეტების გამყიდველმა, ჰერტრუდა დოპერალსკიმ გაიმარჯვა, ხოლო პირველი “მის ამერიკა” 1921 წელს 16 წლის მარგარეტ გომრანი გახდა.

 თავდაპირველად სხეულის ნაწილებს ცალცალკე აფასებდნენ. ყველაზე მაღალი ქულა – 15,  სახის ნაკვთებს ჰქონდა, მკერდი, ფეხები და ხელები კი 10 ქულად ფასდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონკურსი მსოფლიო მასშტაბის გახდა.

1951 წელს ლონდონში ტრადიციული ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც ორგანიზებას გასართობი კომპანია “მეკა” უწევდა. ამ კომპანიის ერთერთმა ხელმძღვანელმა ერიკ მორლეიმ ფესტივალში სილამაზის კონკურსის შეტანა მოიტანა. მას “ბიკინის ფესტივალი” ეწოდა და ერთჯერად ხასიათს ატარებდა.

ფემინისტებს ამ ფაქტზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ. ისინი ალბერტ–ჰოლში შეიჭრნენ და წამყვანი ბობ ჰოუპი გალანძღეს, იატაკზე კი ფქვილი მიმოაბნიეს.

ქალთა გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა 1968 წელს ცხვარს თავზე გვირგვინი დაადგეს და საწყალი ცხოველი “მის ამერიკად” გამოაცხადეს.

 

Advertisements

17 thoughts on “სილამაზის კონკურსი

  1. პირველი მისს ამერიკა, თუ სწორად მახსოვს, სტიუარდესა ყოფილა.

    პრინციპში, ჩემთვის სულერთია, არსებობს ეს კონკურსი, ჰყავს მაყურებელი და იყოს, ხელს არაფერში მიშლის და განსაკუთრებით არც მაღიზიანებს. უბრალოდ, ფაქტია, რომ ვისაც მანდ ვხედავ, ათასჯერ უკეთესები დადიან ქუჩებში, არც მისს-ობის პრეტენზია აქვთ და მონაწილეობა თავშიც არ მოუვათ.

    ოღონდ, მისს საქართველო მართლა გამაღიზიანებელია.

    Like

    • პირველი მის ამერიკის პროფესია არც დამიწერია მოლი, სოგარეტების გამყიდველი კაბარეში გამარჯვებული გოგონა იყო, ჰერტრუდა.
      მაგაში მართალი ხარ, თუმცა მე მაინც მიყვარს ხოლმე ამდენი ლამაზი ქალის ერთად ყურება

      Like

    • მის საქართველოს არც განვიხილავ სილამაზის კონკურსად… სირცხვილიც კია მაგაში მონაწილეობის მიღება, იმიტომაც არიან მართლა ლამაზები ტიტულების გარეშე 🙂
      მონაწილეთა უმრავლესობის მიზანი ვინმე ძლიერთა ამა ქვეყნისათა მხედველობის არეში მოხვედრა და სარფიანად გათხოვებაა და იმიტომ 🙂
      არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ფაქტები არის და რა ვქნა 😉

      Like

  2. და ის არ გაგიგია, რომ პირველივე კონკურსი კორუფცილი გარიგებით დასრულდა? :):)

    Like

    • მარტო აფროდიტა ეხმარებოდა პარისის ძმას, ის კი არა, რომ ვკითხულობდი ერთ მომენტში რაღაცნაირად არის, სხეულში შეუსახლდა თუ რაღაც, იმიტომ რომ მაგ დროს ჰექტორს ცოტა მოსცხეს და სულ წივილ კივილით გაფრინდა ჰექტორის სხეულიდან აფროდიტა 🙂
      მოყოლა მიჭირს, გარითმულად წაკითხულის 🙂

      Like

      • კი, მახსოვს. აფროდიტა ტროელებისკენ იყო, ანუ ათენას და ჰერას წინააღმდეგ 🙂 ფილმის გმირების გარეგნობას თუ გავითვალისწინებთ, აფროდიტა თავისი “სტატუსიდან” გამომდინარე, სილამაზის კონკურსის გარეშეც აქილევსს და ჰექტორს მიეომხრობოდა 😀

        Like

        • ან ერთს ან მეორეს 🙂 აქილევსი ებრძოდა ტროას, ჰექტორი იცავდა 🙂 ბოლოს აქილევსმა მოკლა ჰექტორი 🙂

          Like

          • ისე შევატყვე ფილმში, რომ ნახევარი გული აფროდიტეს მაინც აქილევსთან ჰქონდა 😀 სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი იყო მაინც (ბრედის და როუზ ბირნის გმირებს არ აკლდათ დიდი აფროდიტეს წყალობა, სანამ აქილევსი არ გაემგზავრა იმქვეყნად) 😉 😀
            … რაღაც ძალიან ჩამითრია არარსებული აფროდიტეს გრძნობებმა 😀

            Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s