ბანქო

აზარტული თამაშები ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორიც მაგალითად ჭამა, ძილი… აზარტი ერთგვარი სენსაციაა, ზოგიერთები იგებენ და მდიდრდებიან კიდეც, მაგრამ… უმრავლესობა ცარიელ–ტარიელი რჩება. აზარტული თამაშების რიცხვს მიეკუთვნება ბანქოც.

 დღევანდელი ბანქოს დასტა ხანგრძლივი და რთული განვითარების შედეგად გაჩნდა. არსებობს ვერსია, რომ ბანქო ერთმა უცნობმა მხატვარმა, ვინმე ჟიკომინ გრინგონერმა საფრანგეთის მეფე კარლ მეექვსის (ცნობილი როგორც შეშლილი კარლი) გასამხიარულებლად შექმნა. თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, მტკიცე საფუძვლის გარეშე.

მეთორმეტე საუკუნეში ბანქო უკვე გვხვდება აღმოსავლეთში – ჩინეთსა და ინდოეთში. ინდოეთში მას მრგვალი ფორმა ჰქონდა, ჩინეთში კი მართკუთხედული.

1379 წლით დათარიღებულ დოკუმენტში პირველად არის ნახსენები ბანქო და ამ  დოკუმენტის მიხედვით სავარაუდოა, რომ ბანქოს უფრო სამხედრო დატვირთვა ჰქონდა. მას “ნაიბს” უწოდებდნენ, რაც არაბულად კაპიტანს, უფროსს ნიშნავს. არაბულ ბანქოზე მხოლოდ ციფრები იყო გამოსახული, რადგან ადამიანების ფუგურების გამოსახვას ისლამის კანონი კრძალავდა.

ევროპაში ბანქო საკმაოდ სწრაფად გავრცელდა საფუძველი ჩაუყარა აზარტულ თამაშებს. ევროპის ქვეყნის ხელისუფალნი ყოველგვარ ღონისძიებას ხმარობდნენ მის ასაკრძალავად. მეჩვიდმეტე საუკუნეში იმ ადამიანს, რომელსაც ბანქოს აღმოუჩენდნენ, მათრახით სცემდნენ და თითებს უმტვრევდნენ.

თავდაპირველად ბანქო ძალიან ძვირი ღირდა, რადგან მას ხელით ხატავდნენ.

ბანქოს დასტა სავსეა სიმბოლოებით. ითვლება, რომ აგური, გული, ყვავი და ჯვარი რაინდს საბრძოლო აღჭურვილობის სიმბოლოებია, ყვავი შუბის სიმბოლოა, აგური – დროშისა და გერბის, გული – ფარის, ჯვარი კი ხმლის.

იმასაც ფიქრობენ, რომ ზოგიერთ ფიგურას თავისი პროტოტიპი ყავს, მაგალითად  ყვავის მეფე – ბიბლიური დავითია, ჯვრის მეფე – ალექსანდრე მაკედონელი, აგურის მეფე იულიუს კეისარი, ხოლო გულის მეფე კარლოს დიდი.

ბანქოს რაოდენობა შემთხვევითი არაა.. 52 კარტი წელიწადის 52 კვირას, ხოლო აგური, ყვავი, ჯვარი და გული წელიწადის ოთხ დროს აღნიშნავს.

ასტროლოგიური ახსნაც აქვს, ერთი ფერის ცამეტი კარტი (ორიანიდან ტუზამდე) აღნიშნავს მთვარის კალენდრის წელიწადის ცამეტ თვეს.

სიმბოლოებს შესაბამისი სტიქიებიც აქვს, გული შეესაბამება წყალს, აგური – მიწას, ჯვარი – ცეცხლს, ყვავი – ჰაერს.

მე პირადად კიდევ კარტზე პირველი რაც მახსენდება აკა მორჩილაძის “სანტა–ესპერანსაა”. საოცარი ბანქო ვითამაშე ამ წიგნით.

აზარტულ თამაშებში რაკი მხოლოდ ბანქო არ შედის, ჯეკ ლონდონსაც აქვს მოთხრობათა სერია სმოკ ბელიუზე, აგრეთვე დოსტოევსკს – “მოთამაშე”. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მომწონს, ასეთი მოხუცი ქალი ზეროს როგორ გადაეკიდა.

პ.ს. არასოდეს დამავიწყდება ბანაკში ყოფნისას კარტებისგან აგებული ჩემი კოშკი, რომელთა ასაგებად ექვსი დასტა დავხარჯე და სამსაათნახევარი მოვუნდი. საუბედუროდ ფოტო აღარ მაქვს, თორემ განახებდით.

Advertisements

19 thoughts on “ბანქო

  1. ვისტიტ დავინტერესდისავით, მარა ჯერ არაფერი გამიკეთებია მის სათამაშოდ :დ რაღაცებს ვეძებდი ამას წინათ მასზე :დ საინტერესო თამაში ჩანს

    Like

  2. ბანქოზე დოსტოევსკი, ჯოკერი და პირველი კურსი მახსენდება 🙂 დღეიდან ბანქოს ისტორიაც გამახსენდება 🙂

    Like

  3. “ბანქოს რაოდენობა შემთხვევითი არაა.. 52 კარტი წელიწადის 52 კვირას, ხოლო აგური, ყვავი, ჯვარი და გული წელიწადის ოთხ დროს აღნიშნავს.” – მეც ასე ვიცოდი.ზოგი ვიცოდი, ბევრიც გავიგე! ხო კეჟერაძის არ იყოს, მეც ჯოკერი მახსენდება ეგრევე! 🙂

    Like

  4. კიდევ ეგეთი ქაღალდიცაა ზედ ფოთლები, რკოები და რამე ეგეთები რომ ახატია 🙂
    იყო დრო კოლექციასაც ვაგროვებდისავით…

    და რა დრო იყო ბრიჯს რომ ვთამაშობდით ხოლმე ბრიჯის კლუბში.

    Like

  5. ჰო, დოსტოევსკის ეგ იგროკი საკუთარ თავზე აქვს დაწერილი. მაგარი მანიაკი იყო კაზინოსი :0

    Like

    • ყველაზე მეტად ეგ მიყვარს დოსტოევსკის. და პუშკინის პიკის ქალი კიდევ, იქაც ქალია აზარტული მოთამაშე.. 🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s