უილიამ გოლდინგი – ბუზთა ბატონი

 ნობელის პრემიის ლაურეატის, უილიამ გოლდინგის წიგნი, “ბუზთა ბატონი” 60-იან წლებში მსოფლიო მასშტაბის ბესტსელერად იქცა. ეს არის ავიაკატასტროფის შედეგად კუნძულზე აღმოჩენილი ბავშვების ისტორია, რომლებიც შექმნიან სახელმწიფოს, მაგრამ თანდათან ცივილიზაციას დაკარგავენ და ნამდვილ მხეცებად იქცევიან. გოლდინგმა ოცდაერთი გამომცემლობის უარის გამო წიგნიდან ის ეპიზოდები ამოიღო, სადაც ატომური ომის საშინელებებია აღწერილი. ამის გამოა, რომ “ბუზთა ბატონში” არ ჩანს რომელი ომის დროს ხდება მოქმედება და რა არის ავიაკატასტროფის მიზეზი.

წიგნი ბავშვების შესახებ მოგვითხრობს, როგორც უკვე ავღნიშნე, მაგრამ საბავშვო წიგნი ნამდვილად არაა.

ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ოცნებობს უკაცრიელ კუნძულზე სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც ცხოვრებაზე. მაგრამ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც საზოგადოების გარეშე ცხოვრება უბრალოდ და მარტივად – არ ძალუძს. ზოგს იმიტომ, რომ მარტოობა არ უყვარს, ზოგს კი იმიტომ, რომ არ შეუძლია, მაგალითად ბავშვებს.

ბავშვები იმიტომ არიან ბავშვები, რომ არ იციან ცხოვრების ავან-ჩავანი, არ იციან როგორ იცხოვრონ. ჯუნგლებში გაზრდილ ბავშვებზე წარმოდგენის შექმნა თუ გსურთ, ტარზანი ან მაუგლი გაიხსენეთ. თუმცა კი ორივე პერსონაჟი მეტად დადებითი და კეთილია (ისინი ხომ საბავშვო პერსონაჟები არიან). მაგრამ “ბუზთა ბატონის” პერსონაჟი ბავშვები ჯუნგლებში კი არა, ბრიტანეთში, ჩვეულებრივ ოჯახებში არიან გაზრდილები. მეტიც, მათი ერთი ნაწილი პირდაპირ კოლეჯიდან მოხვდა ჯუნგლებში.

თავდაპირველად ყველაფერი ჩვეული სათავგადასავლო მოთხრობის სცენარით განვითარდა. მათ აირჩიეს ბელადი და ეს პროცესი მეტად საინტერესო გახლდათ. აი რა წერია ამის შესახებ: “ბელადის არჩევა თითქმის ისეთივე საამური გასართობი იყო, როგორც ნიჟარა (მოზრდილი ნიჟარა, რომელიც წყალში იპოვეს და საკმაოდ დიდ ხმას გამოსცემდა შიგ ჩაბერვისას). ჯეკმა (კოლეჯელების ბელადმა) შეაპსუხება სცადა, მაგრამ გარშემო აურზაური ატყდა. ყველას რალფის არჩევა უნდოდა. ამის მიზეზს ვერავინ იტყოდა; თუ გონიერებაზე მიდგებოდა საქმე, ყველას ღუტა (სქელი, სათვალიანი ბიჭი) სჯობდა; ჯკი აშკარად ლიდერი ჩანდა; მაგტამ რალფმა სიმშვიდით მოიგო ბიჭების გული; თან მაღალი იყო, მიმზიდველი გარეგნობისა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, თუმცა კი ამას ვერავინ აცნობიერებდა, რომ ნიჟარა რალფს ჰქონდა.”

ამ პატარა ბიჭებისთვის (კუნძულზე გოგონები არ იყვნენ) კუნძულზე მოხვედრა შესანიშნავ თავგადასავალს ნიშნავდა. თავდაპირველად ასეც იყო, სანამ საცხოვრებლის პრობლემა მოაგვარეს, საკვები იშოვეს და უამრავ ასეთ პრობლემას წააწყდნენ. თუმცა საკმაოდ ასაკოვან ხალხს უჭირს ცივილიზებულად კამათი და პრობლემის გადაჭრა ისე, რომ ყველას მოუსმინონ და ყველას აზრი გაითვალისწინონ. ამ პატარა ბიჭებს კი წამდაუწუმ ეცვლებოდათ აზრი; ვინც ყველაზე ღონიერი იყო, ან შედეგიანად აკეთებდა საქმეს, იმას ემხრობოდა უმრავლესობა. თანდათან დაიყო ჯგუფებად ეს საზოგადოება და უმრავლესობამ “მონადირეთა” ჯგუფში გადაწყვიტა გადასვლა. ეს ჯგუფი გარეულ ღორებზე ნადირობდა შიშველი ხელებით. არანაირი იარაღი მათ არ ჰქონდა, როგორღაც ახერხებდნენ ხის წვერწამახული შუბების დამზადებას. ათობით ყმაწვილი ველური ღრიალით დასდედვდა ღორებს და ნახევრად უმ ხორცს ჭამდა. თანაც ღორის პირდაპირ ხელით მოკვლა და სისხლის დანახვა მათზე აღმგზნებად მოქმედებდა.

კუნძულზე ცოტა ხნის წინ ერთი პარაშუტისტი ჩამოვარდნილიყო და დიდი ქარიშხლის გამო ხეებში ისე გახლართულიყო, პარაშუტის თოკებს დაეხრჩოთ. ამ ადგილას საკმაოდ ხშირად იყო ძლიერი ქარი და ყოველი ასეთი ქარის დროს ეს ხეებზე გადაშლილი პარაშუტი ტკაცუნს და ხმაურს იწყებდა. საოცრად ავისმომასწავებელი ხმაური, რომელიც ველური მხეცის ღრიალს წააგავდა ბავშვებს ძალიან აშინებდა და ისინი ფიქრობდნენ, რომ კუნძულზე მხეცი ბუდობდა…

ამ მხეცს ერთგვარი მსხვერპლიც შესწირეს, ჯოხზე ჩამოცმული ღორის თავი… რომელიც აუტანელ სიცხეში მალევე გაიხრწნა და ბუზების სანუკვარ ნადავლად იქცა…

ბიჭები თანდათან უფრო გამხეცდნენ. ერთერთი ნადირობის დროს, ღამით, კოცონის გარშემო ღრეობამ იმდენად გააღიზიანა ისინი, რომ ერთი ბიჭი შემოაკვდათ. ქვებით და ჯოხებით ჩაქოლეს ის. კიდევ ერთი პატარა ხანძარმა იმსხვერპლა, რომელიც თავადვე გააჩინეს კუნძულზე. ზემოთ უკვე ნახსენები “სქელო” კი კლდიდან გადმოჩეხეს და მისი სხეული კლდეზე გადმოეფინა ათას ნაწილად….

საბოლოოდ ისინი გადაარჩინეს. მოაკითხეს კუნძულზე და წაიყვანეს…

გახსოვთ რალფი? ის ვინც ბელადად აირჩიეს…

“ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა და ქვითინი წასკდა. რაც კუნძულზე იყვნენ პირველად მისცა თავს ამის უფლება; სიმწრისა და დარდის უსაშველო, გულისშემძვრელმა სპაზმებმა თითქოს მთელ სხეულში დაუარა…”

ძალიან მძიმე წიგნია. ვერასოდეს წარმომედგინა, რომ ბავშვებს უფროსების გარეშე, კონტროლის გარეშე, ესოდენ გაველურება შეეძლოთ. წიგნის შესახებ იხილეთ კეჟერაძესთან აქ, და ჩემზე კომპეტენტური ადამიანის დაწერილ ამ პოსტში. 🙂

Advertisements

22 thoughts on “უილიამ გოლდინგი – ბუზთა ბატონი

  1. ძალიან მაგარი წიგნია , წავიკითხე შარშან და ძაან მომეწონა 🙂

    Liked by 1 person

    • რა ოპერატიულად მოაგენი 🙂 ორი წუთიც არაა გამოავქვეყნე 🙂 მეც შარშან წავიკითხე და ეხლა გამახსენდა შემთხვევით 🙂

      Like

  2. ეს ალეგორიულია… ბავშვების მაგივრად დიდები რომ ჩასვა, თითქმის იგივე შედეგს მიიღებ

    Like

    • იცი მაგაზე კარგად ვერ გამოვხატე ჩემი აზრი, აი ეგ მაინტერესებს, ვითომ იგივეს მივიღებთ? ალეგორიები გასაგებია მაგრამ ბავშვებსა და დიდებს შორის მაინც არის განსხვავება, სულ მინიმუმ დროში მაინც, ასე მალე არ გაველურდებიან დიდები

      Like

      • უფროსებზე დიდი წარმოდგენა გაქვს ^^ არც ეგეთი მაგრებიც არიან, იცოდე

        Like

        • რაღაც მხრივ შენც მართალი ხარ, მაგრამ დიდი მაინც იმიტომაა დიდი რომ მეტი შეგნება აქვს და მეტი გამოცდილება, მეტი მოთმინება

          Like

  3. აი კეჟერაძესთან დავწერე იგივეს დავწერ აქ.
    ძალიან მაგარი წიგნია, ახლაც მახსოვს საწყალი ღუტა თავისი სათვალით ან ჯუნგლებში მორბენალი რალფი. (იმდენად მძაფრად განვიცადე რომ რალფი რომ არსებობდეს და ცოცხალი იყოს ეგრევე მივხვდებოდი, რომ ისაა). ძალიან მაგარია! ❤ ყველაზე საშინელი კი ამ ყველაფრის დღევანდელ რეალობასთან შედარებაა, ისინი ცივილიზაციას მოწყდნენ, მაგრამ ეს ცივილიზებული ადამიანებიც რომ კარგავენ ადამიანობას! საშინელებაა!

    Like

    • ღუტა და რალფი კი, მაგრამ ის მომენტი უფრო მძაფრად მახსოვს ღორის თავზე რომ არის 🙂 საზიზღრობაა ბუზთა ბატონის მსჯელობა 🙂

      Like

  4. ბავშვები სათქმელის გასამძაფრებლად დასჭირდა ალბათ, გოლდინგს. და კიდევ იმის საჩვენებლად, რომ ბავშვი სუფთა ფურცელია, ყოველგვარ აგრესიას მოკლებული, მაგრამ ეს სუფთა ფურცელიც იოლად გადაიქცა მხეცად. და უფროსებს რა მოუვიდოდათო…

    “ბუზთა ბატონი” თუ სწორად მახსოვს, ეშმაკის ერთ-ერთი ტიტულია.

    Like

    • ერთის მხრივ მეჩვენება რომ მართალი ხარ მოლი, მეორეს მხივ კი ვფიქრობ რომ ბავშვს უფრო სათუთი ფსიქიკა აქვს და ყოველგვარ ისეთ თავგადასავალს მოკლებული, რომელიც შეიძლება წიგნში ამოიკითხოს, თავისუფლებას მოკლებული – ასეთ ადგილას, ესოდენ უკონტროლო (და ამას დაუმატეთ უიმედო) სიტუაციაში შეუძლებელია ისე არ დაემართოს, როგორც ამ წიგნშია. ამ წიგნშიც, როგორც მახსოვს, რალფმა ბოლომდე შეინარჩუნა გონიერება, ისევე როგორც ღუტამ, რადგან კარგზე ფიქრი, ახლობლებზე ფიქრი შეეძლოთ, ლამაზი მოგონებები გააჩნდათ და თბილი ოჯახი ელოდათ დანარჩენებს კი იმ კათოლიკურ კოლეჯში სული ჰქონდათ ამოხდილი … ნუ რა ვიცი..
      ბუზთა ბატონი ანუ ჯოხზე ჩამოცმული ღორის თავი მართლაც ეშმაკის ერთ ერთი ტიტულია, ბავშვებმა იმ “ურჩხულს” მსხვერპლად შესწირეს

      Like

  5. ზუსტად მხოლოდ უილიამმა იცოდა, რა იგულისხმა 🙂 ერთ სტატიაში ამოვიკითხე, გოლდინგს იმის თქმა უნდოდა, რომ ღმერთი შეიძლება მოკვდა, მაგრამ სატანა აღზევდა – განსაკუთრებით, ინგლისის საჯარო სკოლებშიო. მეორეგან ბავშვებს ატომურ ბომბებს little boy და fat man უკავშირებენ… პირადად მე დღემდე ვფიქრობ რატომ ბავშვები და ჩემი აზრით, უბრალოდ იმის ჩვენება უნდოდა, რომ ყველა ადამიანში ცხოვრობს მხეცი, ისეთ უწყინარ არსებებშიც კი, როგორებიც ბავშვები არიან…

    Like

    • ჰო ეგრეა 🙂 უბრალოდ რეალობაში ჩემი აზრით იგივე შედეგს ვერ მივიღებდით თუკი ბავშვებს უფროსებით ჩავანაცვლებდით 🙂
      ისე თან ბოლომდეც არ გეთანხმები 🙂 ბავშვი უწყინარი არსება იმდენად არის, რამდენადაც უწყინარ გარემოში იზრდება

      Like

  6. ჰმმმ როგორც ფსიქოთერაპიაში ჩახედული : ბავშვს როგორც ყველა არსებას გააჩნია აგრესია და მხოლოდ ბავშვი გამოხატავს ამ აგრესიას ყველანაირი ბორკლის გარეშე. ბორკილებს ჩვენ სოციუმი გვჩუქნის. უბრალოდ ამას + ებიც ააქვს ამ ბორკილს: არ ვვარდებით პოლარულ მარგინალურ ქცევაში. მინუსი ათასია : კომპლექსები, ფსიქოსომატური დაავადებები და აშ.
    მაგრამ 🙂 ისე.. წიგნი არის ძალიან კარგი. ეკრანიზაციაც კარგი იყო.
    წავიკითხე რუსულად დიდი ხნის უკან.
    პს. ბუზებს რაც შეეხება 🙂 კასტანედას მიხედვით ( და ჩვეუელებრივი ნარკომანების ნაამბობის მიხედვით ) ბუზი წარმოადგენს კარიბჩის მბრძალენებელს. ეშმაკი ? ნუ პრინციპში ჩვენს მსოფლმხედდელობაზე საკმაოდ ძლიერ მოქმედებს მართლმადიდებლური აღქმა ეშმაკის : განმანათლებელი, გამხსნელი გონების. შესაბამისად ეს სიმბოლიზმი ალბათ ყოვლად ქრისტიანულია და ბუზების მბრძანებელიც ეშმაკის ტოლფასია 🙂
    პპს. ა ხო 🙂 in rock i trust \m/

    Like

    • გეშლებათ: მართლმადიდებლური აღქმით, ეშმაკი განმანათლებელი არაა, გონების გამხსნელზე რომ აღარაფერი ვთქვათ…

      მე აზრი ვერ გამოვიტანე რისი თქმა გსურდათ ^^

      ათეისტების აღქმა კიდე ხო, მაგრამ მართლმადიდებლებს ნუ მოგვაწებეთ ამას თუ შაიძლებოდეს… :/

      Like

      • მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ “ბუზთა ბატონი” ეშმაკის ერთ-ერთი ტიტულია. გოლდინგის მართლმადიდებლური პოზიციებიდან გარჩევა არც მიფიქრია. და ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც არ მომაფიქრდება.

        Like

        • “ნუ პრინციპში ჩვენს მსოფლმხედდელობაზე საკმაოდ ძლიერ მოქმედებს მართლმადიდებლური აღქმა ეშმაკის : განმანათლებელი, გამხსნელი გონების. შესაბამისად ეს სიმბოლიზმი ალბათ ყოვლად ქრისტიანულია და ბუზების მბრძანებელიც ეშმაკის ტოლფასია” <== აი ეს იგულისხმა მოლი კევანამ

          Like

        • @მოლ, შენ არაფერ შუაში ხარ

          მე კონკრეტულად აღმაშფოთა ამ ფრაზამ, რომელიც ზემოთ, ჩემთვის უცნობმა პირმა დატოვა და იმას გამოვეპასუხე.

          ჩვენს მსოფლმხედდელობაზე საკმაოდ ძლიერ მოქმედებს მართლმადიდებლური აღქმა ეშმაკის : განმანათლებელი, გამხსნელი გონების.

          მე ვარ მართლმადიდებელი და ჩემი ქრისტიანული ცოდნიდან გამომდინარე ვამბობ, რომ touchkah შეცდა. მართლმადიდებლები ეშმაკს ეგრე არ აღვიქვამთ! :/
          და არანაირი “ეშმაკი რომ არა”… საერთოდ არ იცით, რას ნიშნავს ადამისა და ევას ცოდვა და რაში მდგომარეობს, ეს სულ პოპულისტური ლიტერატურის გამოა, ე.წ. გაზეტნაია აბრაზოვანიე–ს ბრალია.
          ეს იგივეა მე რომ ბუდისტებზე ვისაუბრო თავდაჯერებული ტონით, არადა გაგებაშიც არ ვარ რას ქადაგებს ბუდიზმი :/
          მე სწორედ მაგიტომ ვახსენე ათეიზმი, ათეისტებისთვის ეშმაკი იქნებ გმირიცაა, მაგრამ მართლმადიდებლისთვის ეშმაკი განმანათლებელი არა კვახია კიდე, .. :/ და თუ შეიძლება ნუ იძახით რომ მართლმადიდებლები აღიქვამენ ეშმაკს როგორც განმანათლებელსა და გონების გამხსნელს, ქრისტიანობაში ეს აბსურდია . ამას როცა მტკიცებით ფორმაში წერს ადამიანი, ესე იგი ის გაგნებაში არაა რას ქადაგებს ქრისტიანობა :/ ესაა სულ ჩემი აღშფოთების მიზეზი, თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად, ჩემს სარწმუნოებაზე, ჩემს რელიგიაზე რაღაც სისულელეს წერს ვიღაც და თან ასეთი დამაჯერებელი ტონით :/ მომეშალა ნერვუკა :დ

          Like

  7. ამ წიგნის ქართული ვერსია არ არის ინტერნეტში???

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s