მაქს ფრიში – “Homo Faber”

ამ წიგნზე მე ვიტყოდი უკუღმა დაწერილი წიგნია, რომელიც წაღმა უნდა წაიკითხო მეთქი. ადამიანი-მწარმოებელი თანამედროვეობის შვილია. თავად ინჟინერი დიდად პატივს სცემს ტექნიკის ყოველგვარ სიახლეს და გრძნობებს შემომწყრალა. წარსულშიც, როცა სიყვარულის შანსი ჰქონდა და არსებობდა კიდეც მისთვის ყველაზე სასურველი ქალი, რომელსაც უყვარდა იგი, მან ვერ შეძლო მისი შენარჩუნება. ყველაფერი შეიძლება ომს დავაბრალოთ, მაგრამ მისი გრძნობები მხოლოდ ტექნიკას, ფიზიკას და ინჟინერიას უკავშირდება.

წიგნის კითხვა ბოლოდან რომ დაიწყოთ, ერთი ჩვეულებრივი რომანი გამოვა, თავისი სენტიმენტებით, მამა-შვილობით, უნებლიე ინცესტით და ასე შემდეგ. მაგრამ წიგნის გმირის ცხოვრება პირიქით წარიმართა. წიგნის ბოლოსკენ ძლივს მიხვდა, რომ არსებობს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაცეები, არსებობს სიყვარული, არსებობს ისეთი რამ, რასაც ოჯახი, სითბო, ყურადღება ჰქვია. მიხვდა რას ნიშნავს გიყვარდეს ვინმე და მიხვდა რას ნიშნავს გყავდეს ქალიშვილი.

ადამიანის განვითარება პირველყოფილური პერიოდიდან იწყება, როცა მისი ერთადერთი საზრუნავი ცხოვრების გაიოლებაა, რაც საკვებზე და თავდაცვაზე ზრუნვას გულისხმობს. როგორც არ უნდა განვითარდეს მსოფლიო, მისი ყოველგვარი გამოგონება რაღაცის გაიოლებისადმია მიმართული, მაგალითად უფრო სწრაფად გადაადგილება, უფრო ადვილად მიწს დამუშავება ან ნებისმიერი მსგავსი რამ. ამ აზრიან თუ უაზრო ფუსფუსში იშვიათად გვხვდებიან პიროვნებანი, რომელნიც საკუთარი თავის შეცნობას, ღირებულებათა ჩამოყალიბებას ან გრძნობათა მოძიებას ცდილობენ. უმეტეს შემთხვევაში მათ ეს მაშინ ახსენდებათ, როცა უკვე ასაკში შესულნი და ერთგვარად “სამუდამო შვებულებისთვის” არიან განწირულნი.

ჩვენ ტექნიკის საუკუნეში ვცხოვრობთ. ადამიანი ბუნების დამპყრობელია, ადამიანი ინჟინერია და ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებს, არც იმ ხიდზე უნდა გაიაროს, რომელიც ბუნებას არ აუგია…

დაახლოებით ასე დაემართა წიგნის გმირსაც. მისი ერთადერთი საზრუნავი მისივე სამსახური გახლდათ და შემთხვევითობა რომ არა, რომელმაც ძველი სიყვარული გაახსენა, ალბათ ცხოვრებას ასევე დაასრულებდა.

მაგრამ მან შემთხვევით თავისი ძველი (ოცი წლის წინანდელი) მეგობრის ძმა გაიცნო თვითმფრინავში და მისგან გაიგო (თუმცა კი დაეჭვდა და არ დაიჯერა), რომ მისი ყოფილი საცოლე (ასევე ოცი წლის წინანდელი) მისსავე მეგობარს გაყვა ცოლად და მისგან ქალიშვილიც ეყოლა (ოდნავ იმაშიც დაეჭვდა მისი ხომ არ იყო ეს გოგონა). რატომღაც აირია მისი ბედი ამ თვითმფრინავში. ჯერ იყო და უდაბნოში დაეშვნენ და რამდენიმე დღე გაატარეს გაუსაძლის სიცხეში, სანამ დახმარება მოვიდა. მერე უცებ გადაიფიქრა დანიშნულების ადგილზე წასვლა, და გადაწყვიტა ახლად გაცნობილ მეგობარს გაჰყოლოდა ყოფილი მეგობრის მოსაძებნად.

ეს მთელი ისტორიაა. მან ბევრი რამ შეიტყო და გაიხსენა წარსულიდან. წიგნი სწორედ ორი პარალელური ხაზის გასვრივ იქმნება, ოცი წლის წინანდელი წარსული და დღევანდელობა.

შემდეგ მან რაკი ერთხელ თქვა უარი სამსახური წასვლაზე ბოლომდე მოეშვა…

კაცი ხან მოეშვები, ხან ისევ გიბრუნდება მხნეობა. ეს დაღლილობის ბრალია! ასე ფოლადსაც ემართება. გრძნობების მოჭარბება დაღლილობის გამოვლენის ფორმაა და სხვა არაფერი – მაშინ კაცი მაშინ ფარ-ხმალს ჰყრი! მაშინ არც წერილების წერა გვშველის. წერილის წერა მარტოობის გრძნობას ვერ კლავს. სულერთია, მაინც გესმის საკუთარი ფეხის ხმა ცარიელ ბინაში, ამაზე უარესია კიდევ რადიოს მოსმენა, რომელიც ან ძაღლის საკვებს უკეთებს რეკლამას, ან კიდევ ღმერთმა იცის რას. შემდეგ უცებ ჩაიკმენდს ხმას: “მომავალ შეხვედრამდე!” ამ დროს კი მხოლოდ ღამის 2 საათია

მერე შემთხვევით იპოვა ქალიშვილი – ელიზაბეტი, რომელსაც ზაბეტს ეძახდა. ბევრი რამ მიუთითებდა იმაზე, რომ ის სწორედ მისი შვილი იყო, მაგრამ მას ჯიუტად არ სურდა ამის დაჯერება. ფიქრობდა რომ ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინებოდა. თავდაპირველად ზაბეტთან ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მერე… მერეც ჩვეულებრივად იყო ყველაფერი, უბრალოდ ის მისი ქალიშვილი აღმოჩნდა და ეს ინცესტად ითვლება.

ერთხელ პლაჟზე ყოფნისას, ზაბეტს შემთხვევით ფეხი დაუცურდა და წაიქცა. მას გველმა უკბინა და “მამამ” მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა. გველის ნაკბენი არა, მაგრამ დაცემისას კეფა რომ დაარტყა ის კი სასიკვდილო აღმოჩნდა ზაბეტისთვის და ის გარდაიცვალა…

ჰანა შემეცოდა, დედამისი. როგორია იმის გაგება, რომ მისი შვილი მამასთან იწვა, ან ის როგორია ხელში რომ ჩააკვდა…

მთელი წიგნი იმეორებს მთავარი გმირი, რომ მუცელს გრძნობს. ანუ არ სტკივა, მაგრამ მუცელში რაღაცას გრძნობს. ზაბეტის სიკვდილის შემდეგ ის ექიმს გაესინჯა და გაიგო რომ კუჭის კიბო აქვს.

წიგნი დაახლოებით ასე მთავრდება: ის ოპერაციას იკეთებს, მაგრამ იცის რომ ეს ვერაფერს შეცვლის და ყველაფერი მალე დამთავრდება. ნიშანდობლივია…

წიგნს კიდევ უფრო საინტერესოს ის ფაქტი ხდის, რომ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს.

ჰო მართლა, წიგნის მთავარი გმირის სახელი და გვარი უალტერ ფაბერია – Walter Faber…

პ.ს. გამონათქვამებისთვის ვისარგებლე საყვარელი დიას ამ პოსტით.

Advertisements

13 thoughts on “მაქს ფრიში – “Homo Faber”

  1. განტენბაინი კარგია, მაგრამ ფაბერი უფრო მომეწონა 🙂 მიყვარს მაქსი…

    Like

  2. Pingback: წიგნი და ეკრანიზაცია «

  3. ძალიან, ძალიან მიყვარს ეს წიგნი.
    პირველი წაკითხვისას უბრალო ამბავია, მეორე წაკითხვისას ინტერესი გიმძაფრდება, მეათე და მეოცე წაკითხვისას კი ნათლად აღიქვამ ყველა იმ დეტალს, რაც საბოლოოდ გააზრებინებს ცხოვრების არსს.
    ,,ამ წიგნზე მე ვიტყოდი უკუღმა დაწერილი წიგნია, რომელიც წაღმა უნდა წაიკითხო მეთქი. ” ამაში კატეგორიულად არ გეთანხმები.
    ეს წიგნი ზუსტად ისე უნდა წაიკითხო, როგორცაა დაწერილი.
    ჰომო ფაბერი, ანუ ადამიანი მწარმოებელი (თუ შეამჩნიე… სახელით თითქმის არ იხსენიება), არის ტექნიკას დამონებული ,,არსება”, რომლისთვისაც მთვარე მხოლოდ სამგანზომილებიანი სხეულია, რომლისთვის არ არსებობს არანაირი მისტიკა, რომლისთვისაც ცხოვრება არის არსებობა.
    შემდეგ ის განიცდის სიყვარულს, ჭეშმარიტ სიყვარულს და სწორედ იგი გადააქცევს სულით ხორცამდე ადამიანად, ანუ დაემსგავსებს პატარა უფლისწულს.
    თუ ღმერთის არ გწამს, სამუდამოდ ხარ განწირული(დანაშაული და სასჯელის, 99 ფრანკის დასკვნა). ღმერთი კი სიყვარულია. გამოდის, რომ ხსნა ჭეშმარიტ სიყვარულში ყოფილა: )

    Like

    • ნინოტო შეგნებულად თუ შემთხვევით შემიძლია ვთქვა რომ მეთანხმები, უკუღმა დაწერილში მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ ადამიანი მარტივიდან რთულისკენ სწრაფვაში ცხოვრობს და არა პირიქით. ფაბერმა კაცობრიობის გზა უკუღმა განვლო, ტექნიკიდან და განვითარებიდან უკან, სულ ეს იყო რაც ვიგულისხმე

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s