ეშმაკის სიმბოლიზმი

სატანა ღმერთის მარადიული მოქიშპე და მისი ანტითეზაა: ღმერთი სამყაროს შემოქმედია, სატანა აღმრევი და დამანგრეველი. ღმერთი სიკეთის პრინციპს განასახიერებს, სატანა პირიქით – ბოროტებას ბადებს და ადამიანს “გონების თვალს უბრმავებს” (საბა). ღმერთი სიცოცხლის წარმომადგენელია, სატანა – სიკვდილის, აბსოლიტური გამარჯვება აქ შეუძლებელია, ეს სამყაროს წრებრუნვას შეაჩერებდა.

“Ubique daemon!” -“ეშმაკი ყველგანაა!” – ამ გამაფრთხილებელმა შეძახილმა ჩვენამდე შუა საუკუნეებიდან მოაღწია. იმ დროისთვის ეშმაკის სიტყვიერი პორტრეტი საგულდაგულოდ იყო შემუშავებული: მოკაუჭებული ცხვირი, წაწვეტებული, ცხოველისებური ყურები, ღოჟები, ღამურას ფრთები, თხის ფეხები, რაღა თქმა უნდა რქები და კუდი. ყველა ამ “სიკეთესთან” ერთად გოგირდის სუნიც ასდიოდა.
არც ერთ სხვა რელიგიაში ბოროტება არ ყოფილა პერსონიფიცირებული იმგვარი ექსპრესიით, როგორც ქრისტიანობაშია. სწორედ ბიბლიური განმარტების თანახმად, “ეშმაკმა შესცოდა ღმერთის წინაშე”,”ის არის თავი დაცემული ანგელოზებისა” და “გადმოგდებული ზეციდან ბოროტ სულებთან ერთად”; დაბოლოს, “ეშმაკი სტაცებს ადამიანს გულიდან ღმერთის სიტყვას”.

დაცემამდე მისი სახელი იყო ლუციფერი, ხოლო შემდეგ, მის მრავალ სახელდებათა შორის გვხვდება ბელზებელიც, “წყვდიადის მეუფეც”, “აპოკალიფსური მხეციც”, რომლის რიცხვია – 666, დემონიც, უბრალოდ ბოროტი სულიც (აქ უთუოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი გაგახსენდებათ), ეშმაც, გოეთეს “ფაუსტის” წყალობით საყოველთაოდ ცნობილი მეფისტოფელიც, ვოლანდიც მიხეილ ბულგაკოვის რომანიდან “ოსტატი და მარგარიტა” და ა.შ.

ეს ერთერთი ყველაზე ცნობილი ეშმაკია მსოფლიოში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ ერთ ლავგანდარზე შემომჯდარი…

უნდა ითქვას, რომ სატანა და დემონი მთლად იდენტურნი მაინც არ არიან: დემონი უფრო ტრაგიკულ-მისტიკური ფიგურაა (აქ დიდი გავლენა იგრძნობა ლიტერატურისა და მხატვრობისა), ხოლო სატანა მხოლოდღა ბოროტების განსახიერებაა. ასე რომ არ იყოს, ტერენტი გრანელი არ დაწერდა: “გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია”.

ხალხური ფანტაზიით სატანას თავისი ხელქვეითნიც ყავდა – ჭინკები, ქაჯები, კუდიანები და თავად უწყის კიდევ რამდენი ამგვარი ასისტენტი ჰყავდა, რომელთა წყალობით იგი აგვარებდა (და, ეგებ, ახლაც აგვარებს?!) ტავის შავბნელ საქმეებს…

Advertisements

6 thoughts on “ეშმაკის სიმბოლიზმი

  1. მეზობელი მყავდა 666 აქვს მანქანის ნომერი, მანქანის”კრილოზე” ჩონჩხის სიმბოლო ეკრა და ცოლიც მაგარი სტრანნი ჰყავდა :დ
    ისე ერთი პოსტი უნდა დავწერო თანამედროვე სატანის მიმდევრებზე : )))) იმედია არ მომკლავენ :დ

    Like

    • მე პირადად დამაინტერესებს 🙂 არ მიყვარს ასეთი ცრუმორწმუნე იდიოტები 🙂 რიცხვი რიცხვია, ვისიც გინდა იყოს 🙂

      Like

  2. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქანდაკებებს მაინც ვერაფრით აღვიქვამ ეშმაკებად.. :\

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s