მექანიკური ფორთოხალი

დიდხანს ვერიდებოდი ამ პოსტის დაწერას, მაგრამ საბოლოოდ მგონი მაინც მოვაბამ თავს…

წავიკითხე წიგნი, ვნახე ფილმი…

დასაწყისიდან გეპარება გრძნობა, რომ ქუჩის ბიჭთან გაქვს საქმე, რომელსაც სიჯიუტის მეტი არაფერი დარჩენია, ხულიგანთა ბანდას მეთაურობს და სიცოცხლეს უმწარებს ყველას, ვინც გზაზე გადაეყრება. გახსენებაც არ ღირს, მარტო ერთ ღამეში რამდენი რამ მოასწრეს, საბრალო მოხუცი – ნაცემი, დახეული წიგნებით, ‘მექანიკური ფორთოხალის’ ავტორი და მისი საცოდავი ცოლი…

მაგრამ ალეკსი მუსიკას უსმენს…

“გარღვეული ღრუბლებიდან ნათლის ჩამოქცევას ჰგავდა ძმებო… ხმები თითქოს ტალღებად გადამდიოდა სხეულზე და ნეტარებაში დახრჩობის მეშინოდა თითქოს. სადღაც ზურგს უკან ტრომბონები ბაჯაღლო ოქროსფრად უბერავდნენ, საყვირების ხმა გამდნარ ვერცხლის ენებად იკლაკნებოდა ჩემს თავს ზემოთ და უდარნიკის თეფშების წკარუნი ტვინში ნაპერწკლებად გამდიგამომდიოდა.”

დასაწყისში გაჩენილი გრძნობა ალეკსის შესახებ, რომ ის ბოროტქმოქმედია, შესაზიზღია და არ შეიძლება მოგწონდეს სადღაც ქრება და რჩება მხოლოდ მისი სიტყვები:

“ყოველგვარ ნეტარებაზე უნეტარესი შეგრძნება იყო და მერე სადღაც, სხვა სიმებიანისაგან მოშორებით, ჩამოიღვარა ვიოლინოს ხმა _ ძლიერდებოდა, სუსტდებოდა, წინ და უკან, ზევით და ქვევით ადი-ჩადიოდა, ობობასავით რაღაც ჩარდახს ქსოვდა ცემი ლოგინის თავზე; მერე ფლეიტა და კლარნეტიც გამოძვრნენ, გამლღვალი სპილენძის სქელ ფაფაში დასრიალებდნენ პლატინისგან გამოჭედილი გველებივით, მე კი ანაორთქლში დავცურავდი თითქოს, საკუთარ სხეულს მოწყვეტილი და…”

მოკლედ რაც გინდათ მითხარით და ამ მომენტამდე ალეკსის მუსიკისადმი დამოკიდებულების მიმართ ჩემი სიმპათია ძალიან ძლიერდება. მერე მუსიკის ორგაზმის დროა:

“ვხედავდი იმას, რასაც ვერც ერთი სინტემესკით გამოძახებული ღმერთი ვერ მიჩვენებდა _ უამრავი კაცი და ქალი, სულ სხვადასხვა ხნის, აქეთ-იქით მიყრილ-მოყრილები გაჰკიოდნენ და შველას მთხოვდნენ, მე კიდე  გიჟივით ვიცინოდი და შიპებიანი ფეხსაცმელებით დავალაჯებდი სახიდან სახეზე და ნელ-ნელა, ხტუნვა-ხტუნვით მივდიოდი იქ, სადაც კედელზე გაკრული კაბაშემოფლეთილი გოგოები ჭყიოდნენ და რომ მივადექი სათითაოდ, სწორედ ამ დროს ავარდა საფინალო tutti და მაშინ გავასხი, უცაბედად გავთავისუფლდი და დისკიც სწორედ აქ ჩათავდა.”

ალეკსის ლაპარაკის მანერა – ხულიგანის ლექსიკონი, აგდებული, ირონიული, ბილწი _ ნამდვილად ცუდად მოქმედებს მკითხველზე; არ მოგცემს ალეკსის მოწონების საშუალებას. ამას დაუმატეთ მის მიერ ჩადენილი “სიკეთენი” და განსაკუთრებით მისი ქალების მიმართ დამოკიდებულება…

მკურნალობის ამ პროცესმა “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” გამახსენა.  ისევე დამწყვიტა გული, როგორც მაგალითად პაჟის “როგორ გავხდეთ იდიოტი”-ში, კლავიატურაზე ყავის გადასხმით მოგებულმა ფულმა გამოიწვია ჩემში. არ მიყვარს ასეთი გამოსავალი.

ნუ საერთოდ შესაძლებელია ამ ხერხებს ყურადღება არ მიაქციო – ეს ხომ ადამიანურ ენაზე მეტაფორაა; მაგრამ მომკალით და ვერ ვიტან მეტაფორებს და როდესაც მათ გამორიცხავ, ისეთი სიმშრალე შეგრჩება ხელთ, როგორიც ზღვით გადარეცხილი ქვიშაა მაგალითად.

ასეა თუ ისე, როგორც შემეპარა მელომანის სიყვარული, ისევე ცუდად დავუმთავრე წიგნს. მკურნალობის მეთოდიკამ ბოლო მომიღო, ავტორი ნამდვილად ცუდად მომექცა.

Update: არ იფიქროთ, რომ ალექსი მომწონს, მე ვაკონკრეტებ, მომწონს მხოლოდ ის, რაც მასში მელომანია. 🙂

Advertisements

13 thoughts on “მექანიკური ფორთოხალი

  1. მაგრამ მელომანი ალეკსი მელომანს სოფის მაინც ძალიან უყვარს.
    კარგი იყო, მეც მიყვარს ❤

    Like

  2. ალექსი მიყვარს-თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ “მკურნალობის ამბავში” შემეცოდა…

    Like

  3. მე სულ რაღაც ორი კვირის წინ დავამტავრე და ძალიან მომეწონა ეს წიგნი… : )

    Like

  4. წიგნს რომ ვკითხულობდი მეც მომწონდა ალექსი, მომწონდა იმით, რომ ძლიან თავისუფალი იყო და ნუ ხო ეს მუსიკის სიყვარულიც…ფილმისგან კი ბევრად მეტს მოველოდი, ჩემს წარმოდგენებში ბევრად მძაფრი და სასტიკი იყო ალექსი..

    Like

    • მე ფილმი უფრო მომეწონა… თუმცა რა ვიცი, ერთნაირია რა.. ფილმში ყველაფერი ნათელი და გასაგებია, იმიტომ რომ ალექსი არ ყვება, წიგნში კიდევ ცოტა სხვაგვარადაა საქმე, პირდაპირ “დამნაშავე” ყვება თან ისე, რომ ვერ გრძნობს რას აშავებს…
      ალექსის სიკარგეზე და მოწონებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია – ის უბრალოდ ნაგავია! მე მხოლოდ ის ადამიანური ნაწილი მომეწონა მასში, რომელსაც მუსიკა უყვარს.

      Like

    • ბევრს რომ სჯობია იმიტომ აღარაა რიგითი, გარკვეულწილად უფრო დიდი ნაბიჭვარია

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s