ტოლსტოი _ “აღდგომა”

“ანა კარენინა” რომ წავიკითხე, ისეთ ასაკში ვიყავი სიყვარულს ლამის ზიზღით ვუყურებდი; მართალია არც დღეს ვარ მისი დიდი მოყვარული, მაგრამ მაშინ ამან გავლენა იქონია და არ მომეწონა ეს წიგნი.

მერე წავიკითხე “ჰაჯი მურატი”, დაუმთავრებელი “ყაზახები”, “აღდგომა”… ამათგან მხოლოდ “აღდგომა” მაქვს წაკითხული ორიგინალში. თანდათან ვაფასებ ტოლსტოის, ვხვდები რატომაა კარგი და რა მოსწონს ხალხს მისი.

ტოლსტოი ხასიათების მწერალია, არც ერთ პერსონაჟს არ ტოვებს დახასიათების გარეშე. “აღდგომა” მრავალპერსონაჟიანი წიგნია, შესაძლოა ყველა მათგანს დიდი როლი არ აკისრია სიუჟეტში, მაგრამ აუცილებლად ჩანს ხასიათის ის შტრიხები, რის გამოც მოცემულ მომენტში ასე თუ ისე იქცევა. რუსულად კარგად ჩანს გარკვეული ფრაზები, სიტყვათშეხამებები, საერთოდ ყველაფერი რის გამოც ტოლსტოი ემოციურ საკითხავად შეიძლება ჩავთვალოთ.

ახლა კი “აღდგომას” მივუბრუნდეთ.

ეკატერინა მასლოვა და დიმიტრი ნეხლიუდოვი  _ მთავარი პერსონაჟები არიან. შინაარსის მოყოლა თავიდან რომ ავირიდო, მოკლედ გეტყვით, რომ კატერინა – იგივე კატიუშა დიმიტრის დეიდებთან იზრდებოდა სოფელში. იქ გაიცნეს ერთმანეთი მათ და იქვე გაჩნდა გრძნობაც. თუმცა პირველი განშორების შემდეგ სამი წელი გავიდა და ამ სამი წლის მანძილზე დიმიტრიმ სწავლა დაამთავრა, ომში წავიდა ოფიცრად, ცხოვრების სტილი, ხასიათი, შეხედულებები შეეცვალა… უწინ ის შეურყვნელი, უმანკო, წრფელი, მეოცნებე ახალგაზრდა იყო, რომელსაც სჯეროდა პატივისცემის, სიყვარულის და ა.შ. ამ დროის განმავლობაში ყველაფერი კარგი მასში გაქრა და ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა საზოგადოებას, რომელიც ნეხლიუდოვს ‘უცნაურ’ ახალგაზრდად მიიჩნევდა.

სმას, კარტის ტამაშს, ახალგაზრდა ოფიცრების გარემოცვას, შესაბამის საზოგადოებას კარგად არ უმოქმედია მასზე და როდესაც სამი წლის შემდეგ ის დეიდებთან იმყოფებოდა (უპირველეს ყოვლისა კატიუშას გამო) და კატიუშას გულის მოგებას ცდილობდა,  ეს გულის მოგება უხეშად რომ ვთქვათ მისი ლოგინში შეთრევის მცდელობა იყო, რასაც საბოლოოდ მიაღწია კიდეც…

ამის შემდეგ კატიუშა დაორსულდა, დიმიტრის ის აღარც გახსენებია, რადგან გრძნობდა რომ ცუდად მოიქცა, თავდაცვითი ინსტინქტი კი აიძულებდა სინდისის ქენჯნა ჩაეხშო.
კატიუშა სახლიდან წავიდა და უამრავი რამ გადახდა თავს, შვილი მოუკვდა, კინაღამ თვითონაც მოკვდა, საბოლოოდ კი ბორდელში ამოყო თავი.

მერე მას მკვლელობაში დასდეს ბრალი და მის სასამართლოზე ნეხლიუდოვი ნაფიც მსაჯულთა რიგებში იმყოფებოდა. ბედის ირონიაა ხომ? მსაჯულებმა გაამართლეს კაწია, მაგრამ ამის დაწერა ფურცელზე დაავიწყდათ(!) და ოთხი წლით კატორღა მიუსაჯეს.
აი აქ იწყება დიმიტრის და კატიუშას ახალი თავგადასავალი. ნეხლიუდოვში თითქოს სინდისის ქენჯნამ გაიღვიძა და კატიუშაზე ზრუნვა დაიწყო.

ყველაფერს ცდილობდა მის გამო დიმიტრი, ყველაფერს აკეთებდა და ციხეში სიარულისას მან უამრავი სხვა პატიმარი გაიცნო, რომელიც ტყუილად იჯდა ციხეში და მათაც ეხმარებოდა. ის ისევ გაირიყა საზოგადოებიდან, უკვე ცხადად ხედავდა მის მანკიერებას და ყოველ ნაკლს. მისთვის აუტანელი გახდა სხვებთან ცხოვრება, ძირფესვიანად შეიცვალა ცხოვრების სტილი და კატიუშას გადასახლებაშიც გაჰყვა.

გადასახლებაში ორივე თანდათან თითქოს გამოფხიზლდა, შეიცვალა, იპოვეს პასუხები კითხვებზე, რომლებსაც აქამდე უბრალოდ ივიწყებდნენ უპასუხობის გამო.

მაგრამ თავიდანვე შეცდომა ის იყო, რომ დიმიტრის კატიუშა კი არ უყვარდა, არამედ ვალდებულად გრძნობდა თავს მის წინაშე, მაშინ როცა კატიუშა მისადმი ისევ წინანდელ გრძნობას განიცდიდა. გადასახლებაში კატიუშას ერთმა პოლიტოპატიმარმა ხელი სთხოვა, კატიუშა დათანხმდა იმიტომ, რომ ნეხლიუდოვს წინააღმდეგობა არ გააუწევია. სწორედ ამ დროს გაიგეს, რომ კატიუშა გაათავისუფლეს (ნეხლიუდოვმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა უმაღლეს ინსტანციებში).

კატიუშა უკან არ დაბრუნებულა, ის ისევ იქ დარჩა, სადაც მისი მომავალი ქმარი იქნებოდა. დიმიტრი კი მოსკოვში დაბრუნდა. მისთვის არ იყო ადვილი კატიუშას გადაწყვეტილება, რადგან მიხვდა, რომ ოჯახი თავადაც სურდა, რადგან ამგვარად გამოდიოდა, რომ მსხვერპლი კატიუშამ გაიღო და არა მან, რადგან უკვე აღარ ჰქონდა მიზანი ცხოვრებაში, რადგან უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით იყო დამძიმებული…

ამ რომანში კიდევ ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც შეიძლება იმსჯელო, იკამათო… სოციალური მდგომარეობა, ადამიანის შინაგანი სამყარო, ოჯახის ფსიქოლოგია, ხასიათის გავლენა, საზოგადოების გავლენა…

სხვა თუ არაფერი, მარტო ტოლსტოის პერსონაჟთა ხასიათები ღირს ერთ რამედ.

Advertisements

24 thoughts on “ტოლსტოი _ “აღდგომა”

  1. ტოლსტოი, როგორ მიყვარს ტოლსტოი! 🙂 ძალიან კარგად დაწერილი პოსტია… ტოლსტოის პერსონაჟებს რაც შეეხება, ადრეც დავწერე, რომ მის ნაწარმოებებში მთავარი გმირის გამორჩევა ხანდახან ჭირს კიდეც; “აღდგომაში” არა, მაგრამ აი, “ანა კარენინასა” ან “ომსა და მშვიდობაში” ნამდვილად ასეა. არ ვიცი, ვის მოსწონს და ვინ თვლის მოძველებულად, მაგრამ ჩემთვის დღემდე აქტუალური და საინტერესოა… ეს “ყაზახები” რა უბედური თარგმანია მაინც, “კაზაკი” უნდა იყოს. ეგ თარგმანი არ მოგეწონებოდა, საშინელებაა… აი, “ჰაჯი-მურატი” ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ჩემთვის, “კრეიცერის სონატაც” წაიკითხე, თუ აქამდე არ წაგიკითხავს…

    Like

  2. “ყაზახები” რა გურულად ჟღერს 😀 “ომი და მშვიდობა” ოდნავ მოკლე რომ ყოფილიყო და ნეხლიუდოვს უფრო ადვილად წარმოსათქმელი გვარი ჰქონოდა, უკეთესი იქნებოდა 😀 მაგრამ მაინც მიყვარს ლევი… “კრეიცერის სონატა” მიმრჩა რაღაც და იმედია ესეც მომეწონება…

    Like

      • თარგმანის ბრალია 🙂
        ის ჩემი ცოდვით სავსე ეგნატე ნინოშვილი სულ ყაზახ-რუსებს რომ ახსენებდა, კაზაკებს გულისხმობდა ალბათ :/
        იცი, რომელია კარგი თარგმანები? აი, ლურჯყდიანი გამოცემაა, სრული კრებული, სამწუხაროდ, არ ვიცი, ვისი თარგმანია… ერთხელ შემხვდა ორმოცდაათ ლარად ათივე ტომი და მაინცდამაინც მაშინ არ მქონდა ფული :(:( ვერ მომინელებია დღემდე…
        “კრეიცერის სონატა” ხასიათს გაგიფუჭებს, ეჭვი მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ერთ-ერთი უძლიერესი მოთხრობაა…

        Like

        • რუსებს მხოლოდ ორიგინალში ვკითხულობ უკვე 🙂 ამაღამ წავიკითხავ აბა მაგ მოთხრობას დამაინტერესე 🙂 :*

          Like

  3. ტოლსტოის რაც ჭირს ესაა “სლოვარნი პონოს”…
    თუმცა ჰაჯი მურატი კარგია. ასევე მოთხრობებიც.

    Like

  4. კროიცერის სონატა კიდე ფროიდისტების საყვარელი ნაწარმოებია. ამდენად კლასიკურად რომ ჯდებოდეს ფროიდისეულ ქვეცნობიერის განმარტებაში და სუბლიმაციის თეორიაში – ბერვი არაა.

    Like

  5. მე არ ვარ ფროიდისტი 🙂

    “პოსლე ბალა” დამავიწყდა. ეგ მაგარია, მაგრამ “ჰაჯი-მურატი” ყველაზე, ყველაზეა 🙂

    Like

    • შენ, შეიძლება, არც მათემატიკოსი ხარ, მაგრამ არითმეტიკის კანონებს ეგ არ აუქმებს. 🙂

      Like

  6. პოსტს რომ ვამთავრებდი, სადღაც ბოლო აბზაცზე, მეთქი, აქ სადღაც, მესამე ან მეოთხე, უეჭველი თამარას კომენტარი იქნებათქო და ჩამოვუყევი ნელნელა… :))))

    მე კრეიცერის სონატა მომწონს და ომი და მშვიდობა, კიდო.

    Like

  7. მესამე-მეოთხე მაინც რომ იქნებოდა, ზუსტად ვიცოდი და პირველივე რომ დავინახე, დამასლოკინა :))))))))

    ტოლსტოი ლორდის და თამარას საყვარელი სადისკუსიო თემაა.

    Like

    • რას ამბობ, ხომ ხედავ, რა ერთი ამოსუნთქვით დაწერილი კომენტარია 🙂 კომპი ჭედავდა, მაგრამ ვერც გადავტვირთე, არავინ დამასწროს მეთქი :):)

      Like

  8. ტოლსტოიზე კიდევ დავწერ. ოღონდ მხოლოდ ლევ ტოლსტოის გარშემო მსჯელობთ ხოლმე? ალეკსეი არა? 🙂

    Like

    • ალეკსეი ტოლსტოი არაა ჩემთვის :):) ვცადე გაცნობა, მაგრამ გადავდე 🙂

      Like

      • 1) მგონი შენს გარდა ეს პოსტი აღარავის ახსოვს, მეც კი 🙂
        2) მეც ზუსტად ეგრე მომივიდა, ვცადე გაცნობა მაგრამ failed! 🙂

        Like

  9. სხვათაშორის მე მომწონს, იმისმიუხედავად რომ თავისებური შეხედულებები აქვს ქრისტიანობაზე. ყველაფერში არა, მაგრამ რაღაც–რაღაცაში ვეთანხმები :))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s