იოანა _პაპი ქალი

ინგლისელი ქალი იოანა _ ერთადერთი მდედრობითი სქესის პაპი ქალი, 855-დან 858 წლამდე სავარაუდოდ… ნახევრად გამოგონილი, ნახევრად ისტორიული პირი, რომელიც მრავალი განსჯის საგანი ყოფილა, არის და ვფიქრობ კვალავაც იქნება. არსებობს რამდენიმე უტყუარი (?) ისტორიული წყარო, რომელთა მიხედვითაც ეს ქალი მართლაც არსებობდა.

გადმოცემით, რომის ერთ ქუჩაზე, რომელიც მერე სიქსტ მეხუთის ბრძანებით ამოავსეს, ყოფილა ქვა, რომელზედაც ყოველი გამვლელი ხედავდა წარწერას: “პაპმა, მამათა მამამ, პაპმა ქალმა შვა ყრმა” და სხვა მისთ. მარტინ პოლონელის “ქრონიკებშიც” აშკარადაა თქმული, რომ ლევ მეოთხის უშუალო მემკვიდრე პაპის ტახტზე იყო მაინცელი იოანა ინგლისელი, რომელსაც პაპის ტახტი ეჭირა ორი წელი, შვიდი თვე და ოთხი დღე. როცა კარდინალმა იულიანმა იოანე ოცდამეერთეს სახელი მიიღო, ამითაც ხაზი გაესვა ცდას, მიეჩქმალათ პაპი ქალის არსებობას.

საგულისხმოა, რომ გვიან, როცა კონსტატნტინოპოლის კრებაზე იან ჰუსმა განაცხადა: ეკლესიას შეუძლია არსებობა უპაპოდ, რაკი ორნახევარი წელი მის ტახტს განაგებდა ქალიო, კრებაზე მყოფი 22 კარდინალი, 49 ეპისკოპოსი და 272 ღვთისმეტყველი ამას დუმილით შეხვდა. 200 წლის განმავლობაში იდგა იოანას ბიუსტი სიენის ტაძარში.

პაპი ქალი იოანა, მეშვიდედ თუ მერვედ წოდებული, განათლებული და ვაჟურად გადაცმული ყოფილა, ათინიდან რომში მოუწვევიათ, სადაც მეცნიერებას ასწავლიდა, ვიდრე პაპად აირჩევდნენ. თავის მსახურთან შესცოდა და საზეიმო პროცესის დროს შვა ბავშვი, თვითონ კი იქვე გარდაიცვალა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მეთერთმეტე საუკუნიდან ერთი სულელური წესი შემოიღეს: ახლად არჩეულ პაპს ზეიმის დროს სვამდნენ საგანგებოდ გახვრეტილ მარმარილოს სავარძელში, რათა ხალხი დარწმუნებულიყო, რომ ახლად არჩეული პაპი მამაკაცია.

შემოწმებას ორი ექიმი ატარებდა. როცა ისინი შესძახებდნენ, “ჰქონია ტესტიკულებიო” (!), ხალხი და სამღვდელოება ერთხმად იგრიალებდა ხოლმე: “მადლობა უფალსო”!

თვით პაპი _ დონ-ჟუანი ალექსანდრე მეექვსე, თვით კოსა ვერ გადარჩა ამ უხერხულ ცერემონიალს. საფიქრებელია, რომ ეს წესიც ნაკარნახევი იყო ტახტზე პაპი-ქალის მოხვედრის საჩოთირო ფაქტით.

პ.ს. მასალა აღებულია ალექსანდრე პარადისისის წიგნიდან “ბალთაზარ კოსა”.

პ.პ.ს. არსებობს ფილმიც იოანაზე…

Advertisements

12 thoughts on “იოანა _პაპი ქალი

  1. ახლა კია სასაცილო, მაგრამ მაშინ მაგ შემოწმების რიტუალს განსაკუთრებული ყურადღებით ატარებდნენ და საკუთარი სახელიც კი ჰქონდა – ოვაცია.

    ლეო ტაქსელს უწერია პაპესსა იოანაზე ბევრი, “წმინდა ბუნაგში”, მაგრამ ტაქსელი პაპებზე კარგს არაფერს წერდა (სათაურიდანაც ჩანს) და მაინცდამაინც სანდო წყარო ვერ არის.

    Like

    • უტყუარ წყაროებზე არც ერთი სიტორიკოსი არ საუბრობს იოანას შესახებ, მაგრამ არაპირდაპირი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, ასე რომ დასკვნა, რომ მართლა არსებობდა იოანა _ ვფიქრობ მართებულია.
      ლეო ტაქსელს – თუ მოვახერხე მაინც გავეცნობი, ჩემთვის საინტერესო თემაა

      Like

  2. ხალხი დარწმუნებულიყო, რომ ახლად არჩეული პაპი მამაკაცია. ამ წინადადებამ ძალიან გამაკვირვა :დ გახვრეტილი სკამი ვაიმე

    Like

    • ჰო, რაკი ერთხელ დაუშვეს შეცდომა შემდეგში აღარავის ენდობოდნენ და ბევრად უფრო რთულ შემოწმებებსაც ატარებდნენ

      Like

  3. მეც ამ პაპზე მხოლოდ “წმინდა ბუნაგიდან” მსმენია და მეგონა მხოლოდ ტაქსილის ფანტაზიის ნაყოფი იყო, თურმე მართლა ყოფილა 🙂

    Like

    • მთლად დარწმუნებით არც მაგის თქმა შეიძლება, მაგრამ საკმაოდ ბევრი წყარო ამტკიცებს. დაუჯერებელი იმიტომაა, რომ მაშინდელი პაპები სულაც არ იყვნენ ღვთისმოსავები, ნაზმაზუნა წმინდანები 🙂 ომიც იცოდნენ და სისასტიკეც და როგორ გაეპარათ ასეთ დროს ქალი, არ მესმის

      Like

  4. არა ტაქსილამდე ბევრად ადრე გაჩნდა ეგ ლეგენდა… მაგრამ ეგ უტყუარობა იცი რას გავს აი მეშტოფ მაშტოცმა რომ ანბანი შეგვიქმნა და გრიგირ განმანათლებელმა კი მოგვაქრისტიანა.
    აი ზუსტად ეგეთივე დონის “უტყუარი” წყაროებია 🙂

    Like

    • სხვათა შორის მაგ მითის შესახებ ძველ ლათინურ ჩანაწერებშიაო აღმოჩენილიო, პირადად რასაკვირველია არ წამიკითხავს, მაგრამ, რა ვიცი რა ვიცი 🙂

      Like

      • ჰოდა მაგას ვამბობ მეც – მეშტოცას ამბავი მინიმუმ 10 წყაროში მაინცაა უძველესი ისტორიკოსებიდან დაწყებული. 🙂

        კაი ხნის წინ მაგ ისტორიით მეც დავინტერესდი. ახლა დეტალები აღარ მახსოვს, მაგრამ ლეგენდა მოდის ბერძნებისგან – როცა პაპმა და პატრიარქმმა ერთმანეთი დაწყევლეს მერე დაიწყო ეგეთი დეფიმაციები. ანალოგიურად რომაელები ამტკიცებდნენ რომ კონსტანტინოპოლში ყველა პატრიარქოდდა, ვისაც არ ეზარებოდა… მაგრამ ვინაიდან პირველი რომი დაეცა და მეორე რომი კი გაძლიერდა (ბიზანტიას რომ ვუწოდებთ დღეს) ამათ მეტი შესაძლებლობები ქონდათ პროპაგანდის ამიტომ შემორჩა ეს ლეგენდა…

        ასეა თუ ისე – თარიღები არ ემთხვევა. ბერტრან რასელი სწავლობდა მაგ საკითხს და ნუ სხვა წყაროებიცაა.
        მოკლედ სრული სისულელეა ეგ ლეგენდაც და ის რიტუალიც, ვითომ მამაკაცობას რომ ამოწმებდნენ.
        ერთადერთი რაც სიმართლეა – რიტუალის დროს ამბობდნენ ღმერთის თანამოსაყდრე, მამაკაცი… და რაღაც ეგეთები, მაგრამ მანდ მამგას აქვს მნიშვნელობა – უფლის და მამის…

        მოკლედ რა…
        🙂

        Like

        • ჰო გასაგებია, ეგრეა კი პაპების ისტორიაში ძალიან ბევრი აცდენილი თარიღი და რიგითობაა, თან იყო მომენტები ერთზე მეტი პაპი რომ არსებობდა და მერე ირევა – ზოგ წყაროში ერთია აღიარებული, მეორეში მეორე. 🙂 ასე რომ მკითხაობის დონეზეა ჩემი აზრით ეს ყველაფერი – ან იყო, ან არ იყო…

          Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s