2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

მე გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ ფეხბურთში. 🙂 თუმცა უნდა ვაღიარო ეს თავიდანვე ასე არ ყოფილა, როგორც მაგალითად ბაიერნის შემთხვევაში. კლუბებს შორის სხვა ფავორიტი არ მყოლია (თუმცა კი ბოროტი ენები მაბრალებდნენ ბარსას ფანი იყავიო მაგრამ რა სისულელეა ღმერთო ჩემო! :)). სუულ სულ თავიდან საფრანგეთი მომწონდა ხოლმე. დაზუსტებით ვერ გეტყვით რატომ, მაშინ გაუაზრებლად ვამბობდი ამას. როცა გავიაზრე გერმანია ჩემთვის ერთადერთი გახდა. 🙂 ჩემს გარშემო ბავშვებს შორის ერთადერთი “გერმანელი” ვარ. მხოლოდ ერთო მასწავლებელი მიჭერს მხარს, ისიც გერმანული წარმოშობისაა. 😦 ბედი არ მაქვს. შარშან მეოთხედფინალამდე გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, ვტრაბახობდი, მეოთხედფინალამდე გმირულად გამიძლეს და უკვე ნახევარფინალში მოვკეტე. 🙂 ვიცოდი, განა არ ვიცოდი რომ იმ წელს ძალიან არასტაბილური იყო ჩემი ნაკრები, თან ესპანეთთან დიდი დანაკლისი მქონდა მიულერის სახით, თან ის წყეული რვაფეხა, რომელმაც დამარცხება გვიწინასწარმეტყველა. 🙂

ასე იყო თუ ისე (ფაქტი კია, რომ ისე იყო :)), 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატმა იმედი გამიცრუა. ველოდი იმ ყველაფერს, იტალიის და საფრანგეთის  ჩაფლავებას, ვიცოდი რომ დაახლოებით ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც რა… 🙂 თუმცა ერთი რამ გასათვალისწინებელია, დრო გადის, ისტორია იცვლება, ფეხბურთელები ბერდებიან და სანამ ახლები ჩაანაცვლებენ ხოლმე მათ, ნაკრებს კრიზისის პერიოდი უდგას. აუცილებელი არაა ყოველთვის 5-6 ნაკრებს შორის ტრიალებდეს თასი.

უკვე დამავიწყდა რაზე ვაპირებდი დაწერას, გერმანიის ნაკრებზე, მსოფლიო ჩემპიონებზე თუ 2010 წლის ჩემპიონატზე. 🙂

  რაკი მსოფლიო ჩემპიონატს შევეხე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ გერმანია სულ სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი,  ოთხჯერ ვიცე-ჩემპიონი, ოთხჯერ გავიდა მესამე ადგილზე და ერთხელაც მეოთხეზე.  სულ თორმეტჯერაა გასული ნახევარფინალებში და ამ მაჩვენებლით ბრაზილიასაც კი უსწრებს. 🙂 ბრაზილიამ ისევ 2010 წლის ჩემპიონატი გამახსენა. ასეთი ჩემპიონატი ნეტავ ბევრი იყო? “მძიმე” ფეხბურთი ამარცხებდა სწრაფ და თავისუფალს. ჰოლანდია მართლაც რომ ბრწყინავდა. ესპანეთზე არაფერს ვამბობ იმიტომ რომ მგონი ბარსას 8 ფეხბურთელი იყო ერთად და მათთვის მესის გარდა არაფერი შეცვლილა, მესის ადგილი ვილას ღირსეულად ეკავა.

ისე მესი არ შეგეცოდათ? დებილი მარადონა. 🙂 მარადონა მართლა მაგარი კაცია, მარა მწვრთნელად ვერ ივარგა. 🙂 დღემდე ვერ მივხვდი რის მიღწევას ცდილობდა.

ბევრი მატჩი იყო ისეთი, რომლებიც არ შედგა შარშან, თუმცა კი საინტერესო იქნებოდა. აი მაგალითდ არგენტინისა და ესპანეთის შეხვედრას აუცილებლად ვუყურებდი. ოღონდ მარადონას რომ გაეშვა მესი მთელ მოედანზე. 🙂 ალბათ ესპანეთისთვის ითამაშებდა ძვირფასი ლეო, მისი სამშობლო ხომ ესპანეთი უფროა… თუმცა ვინ იცის. 🙂

კიდევ მაინტერესებდა გერმანიისა და ჰოლანდიის თამაში. ორივე ნაკრები გარკვეულწილად მსგავსი, მოწინააღმდეგის თვის ნახევარზე ჩატყუების ტაქტიკით თამაშობდა და რა გამოვიდოდა ამათ შორის? ალბათ გერმანია თავისთვის ითამაშებდა, ჰოლანდია თავისთვის… 🙂 აქაც ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება იქნებოდა საინტერესო.

ერთი რამ იყო კიდევ საინტერესო, ესპანეთს ორი მატჩის გარდა (რომელიც მგონი ჰონდურასთან და ჩილესთან ჰქონდათ), ერთ გოლზე მეტი არც ერთში არ გაუტანია. 🙂 თუმცა ერთზე მეტი არც წაუგია. 🙂

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ყველაზე მეტი მაყურებელი სამხრეთ ამერიკული ნაკრებების თამაშებს ყავდა. 🙂 ეტყობა აფრიკა იქიდან უფრო ახლოსაა. 🙂

და ბოლოს, არ შემიძლია არ ვახსენო ორი ფაქტი. 🙂 ერთი ესაა კორეა. 🙂 რომელიც სამშობლოში აჩვენებდა რომ ბრაზილიას 5:1 მოუგო… 🙂 მაგარი პრიკოლი რამე იყო რა ეგ გუნდი 🙂

და მეორე ურუგვაი-იაპონიის თამაში, რომელიც პენალტებამდე მივიდა. ურუგვაი ორგზის ჩემპიონია, 30 და 50 წლებში, მართალია მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ურუგვაიში ფეხბურთს მაინც უკეთ თამაშობენ ვიდრე იაპონიაში. 🙂 თუმცა შარშან ურუგვაის ნაკრებს სირბილი აშკარად არ გამოსდიოდა. 90 წუთი ზედიზედ ძალიან უჭირდათ. 🙂 ეტყობა არ ივარჯიშეს წინასწარ. 🙂 იაპონია კიდე მაგარ ფორმაში იყოო… განსაკუთრებით ერთი მეტრნახევრიანი ქერა მახსოვს, თუ არ ვცდები ტოიოტა იყო გვარად. 🙂 მაგარი კაცი რაა. 🙂 საერთოდაც სამურაებივით თამაშობდნენ. 🙂 ეჰ… ოთხ წელიწადში ერთხელ ძალიან ძნელია რა… თან ფეხბურთელებს (უფრო მეტად კლუბთა თავკაცებს) ნაკლებად ადარდებთ ეს ჩემპიონატები, სადაც ფულს იმდენად ვერ იღებენ… მაყურებლისთვის კი მთავარი სანახაობაა და არა ფული (ამას ვამბობ მე, ადამიანი რომელმაც “ერთი-ორი” ასეული წააგო ტოტალიზატორში მაშინ :)).

რა ვიცი, რა ვიცი. რა დავწერე მეც არ ვიცი. 🙂 მარა მაინც გავერთე მოგონებებით. რა ვქნა, პირადად მე ეს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები უფრო მიყვარს ვიდრე მაგალითად ჩემპიონთა ლიგა… :*

Advertisements

7 thoughts on “2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

    • არ მითქვამს რომ მე არ მიყვარს, უბრალოდ ის “დიიდიი” ჩემპიონატები მირჩევნია

      Like

      • ხოოო ეეეგ ”იასნად” :დ:დ:დ:დ სად მსოფლიო და სად დანარჩენი რაღაც მაიმუნობებიი :დ :დ

        Like

        • :):) სწორედ რომ :დ მიყვარს დიდი ხმაურიანი ერთსულოვანი, კარგად ორგანიზებული და საერთაშორისო დღესასწაულები :დ

          Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s