1999 წელი, მანჩესტერი-ბაიერნი და მთელი ცხოვრების ფავორიტი

    

         დიდ ფეხბურთში ჩემი მოსვლა 2002 წელს დაიწყო, როდესაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამო  პაპა არაფრით არ მაძლევდა ტელევიზორის ყურების საშუალებას. მეც მეტი რა გზა მქონდა,  “მეყურებინებოდა” ხოლმე მატჩებისთვის. ასე იძულებით ვუყურე დაახლოებით ოცდაათ მატჩს და  როდესაც ჩემპიონატი დამთავრდა, ვერაფრით ვერ შევეგუე იმას, რომ ოთხი წელი უნდა მეცადა მომდევნო  ჩემპიონატამდე. დამამშვიდეს, ევროპის ჩემპიონატი იქნება ორ წელიწადშიო, ჩემპიონთა ლიგა ყოველ  წელსო…

     ჩემს ოჯახში ყველა ბრაზილიას გულშემატკივრობდა უფროსებიდან. პაპა სპორტის დიდი მოყვარული  მყავდა და შვილებიც (მიუხედავად იმისა, რომ გოგონები იყვნენ) ასე გაზარდა. ჩემი ერთი დეიდაშვილი  (ბიჭია) ინგლისის ფანია, ჩემი და იტალიის (ოღონდ თვითონაც არ იცოდა რატომ იტალიის, ახლა კიდე ჰო 🙂 ).  მე ფავორიტი გუნდი არ მყავდა. ბევრის თამაში მომწონდა და ყოველ მატჩში ჩემი ფავორიტი მყავდა, მაგრამ  საბოლოოდ ერთ გუნდს არ მივეჯაჭვე. ჩემპიონატი დამთავრდა და ჩავუჯექი პაპას ბიბლიოთეკას,  გადავიკითხე ყველა მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ყველაფერი რასაც მივაგენი, მაგრამ ფეხბურთის კითხვით შეყვარება არც მე გამიგია, 🙂 არც თქვენ, ჰოდა მეც დავიწყე მიმდინარე მატჩების ყურება. რთული ის იყო, რომ საერთოდ ვერ ვერკვეოდი ამ ჩემპიონატებში, ერთადერთი რაც ვიცოდი, მსოფლიო თასი იყო, მაგრამ ოთხი წელი ლოდინს არ ვაპირებდი და ინტერნეტს მივაკითხე.  ასე დაიწყო ჩემი მსოფლმხედველობის აღმასვლა ფეხბურთში. 🙂 ვეძებდი ძველი ჩემპიონატის ვიდეოებს, ვუყურებდი ცალკეულ მოთამაშეთა გატანილ გოლებს, მეკარეთა ოსტატობებს, ვკითხულობდი ისტორიებს და ა.შ. და ა.შ….

     რა თქმა უნდა მე არ შემეძლო ყველა მატჩი თავიდან ბოლომდე მენახა, მაგრამ ჩემპიონატთა ფინალები რაც მოვიძიე, არ  გამომიტოვებია. 99 წლის ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტად დამამახსოვრდა _ კამპნოუზე გამართული შეხვედრა მანჩესტერსა და ბაიერნს შორის. მაშინ მანჩესტერს საოცრად წარმატებული პერიოდი ჰქონდა, ინგლისის მოგებული ჩემპიონატი, პრემიერ ლიგის თასი… და ახლა ფინალში ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წუთამდე ერთით ნოლს აგებდა.

       ბაიერნსაც არანაკლებ წარმატებული სეზონი ჰქონდა, ბუნდესლიგაზე გამარჯვების შემდეგ გერმანიის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები ჰქონდა დარჩენილი და ბოლო წუთამდე ერთით ნოლს იგებდა… (საწყლები, ძალიან შემეცოდნენ 🙂 )

       იყო დაძაბული შეხვედრა, იყო საგოლე მომენტები, უხეში თამაში, ყვითელი ბარათი… ბაიერნის მეექვსე  წუთზე გატანილი გოლის (Basler) გარდა, მთელმა თამაშმა გოლების გარეშე განვლო. Schmeichel-მა და Kahn-მა  მაგრად  ივაჟკაცეს. 🙂 მაგრამ ბედის ირონიაა რომ 91-ე (Sheringham) და 93-ე (Solskjær) წუთებზე გატანილმა  გოლებმა ბაიერნს თავი დაახრევინა. ერთის მხრივ მეცოდებოდნენ, მეორეს  მხრივ ბრალს ვდებდი გათამამებაში, ბოლო წუთების მიტოვება არ შეიძლება და ეს ამის ნათელი  მაგალითია. ასეა თუ ისე, 99 წელს ჩემპიონი მანჩესტერი გახდა, 2:1 ჩაიჯიბა და სახლში გახარებული  წავიდა…

ის კი არა, თასი უკვე ბაიერნისთვის იყო გამზადებული და ძლივს მოასწრეს ახალი ჩემპიონისთვის მისი “გადამზადება”. მაშინ გაჟღერდა ფრაზა “გამარჯვებულები ტირიან, დამარცხებულები ცეკვავენო”.

 ბაიერნი კი… ბაიერნს მას შემდეგ ვგულშემატკივრობ.

Advertisements

14 thoughts on “1999 წელი, მანჩესტერი-ბაიერნი და მთელი ცხოვრების ფავორიტი

  1. ნუ მართალია,არ ვარ ამ გუნდის ფანი,მაგრამ მაქვს და ყოველთის მექნება გარკვეული სიმპათიები როგორც კლუბის მიმართ…მშვენიარულ ფეხბურთს თამაშობენ ახლაც….
    ჩემი სისხლი ლურჯ–ბროწულისფერია,ვიყავი,ვარ და ვიქნები ბარსელონას ფანი მანამ სანამ სიკვდილი არ დამაშორებს მასთან…თუმცა ვიცი იმ ცხოვრებაშიც ასე იქნება….მე ხომ ნამდვილი კულე ვარ–ბლაუგრანელი!!

    Like

  2. მე 2006ში მოვედი ფეხბურთში :დ
    რონი ❤ და რონიმ ჩამიყვანა ბარსელონაში, პოსტიც მაქვს დაწერილი ამაზე ))
    მიყვარს ფეხბურთი ))

    Like

  3. საყვარელი პოსტია რაღაც ^ ^ :))
    აი მე ფეხბურთის ყურება მაგ თამაშიდან, მაგ ფინალიდან დავიწყე და ბაიერნის ფანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ვარ, რომ მანუს გოლებამდე დამეძინა (მაშინ სუ 6-ოდე წლის ვიყავი), ბაიერნი მახსოვს ჯობდა ცოტა თამაშით და მეცოდებოდნენ მანკუნიანელები :დ :))
    მერე 2000-ში რეალმა მიმიზიდა, 2004-05 წლებში კი ულამაზესი თამაშით არსენალმა, თავისი ანრითა და ბერგამპით და დღემდე ამ საცოდავ მეთოფეებზე მეწვება გული :დ :დ
    ისე, ბაიერნი მეც მომწონს, გამეხარდა შური იზიეს ორი სეზონის წინ, მანჩესტერი იგებდა 3-0, ბაიერნმა 3-2მდე აუქაჩა და გავიდა მეთხედ ფინალი იყო მგონი, 2009-10 სეზონისა

    Like

    • ბაიერნის გარდა შალკესაც ვგულშემატკივრობ ხოლმე, თუმცა მაინც რეალი მირჩევნია (უფრო ბარსას ჯიბრით), თან როცა ოზილი რეალში გადავიდა თან გავყევი ლამის 🙂 არსენალი? 🙂 დიდი ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, ინგლისური ფეხბურთი ვერაფრით “მოვიწონე” :დ მაგას ისევ ესპანური მირჩევნია 🙂

      Like

  4. ჰიტლერს უყვარდაო შალკე :დ ინგლისი მართალია სულ სხვაა, ყველა ქვეყანას თავისი სტილი აქვს საერთოდ.. აი მე ინგლისი მიყვარს თავისი ყველაფრით, ლონდონით, წითელი ავტობუსებით, პაბებით და არსენალით (ეგენი კი ცოტას წაუფრანგულებენ მარა :დ )

    ისე, ბარსას ვერც მე ვიტან ჯერ ერთი, პატარაობაში რეალის მხრიდან გამომყვა და მეორეც, არ მიყვარს ზენიტში მყოფები, გაკერპებული და ტვინ წაღებული საგნები და მოვლენები, მათ შორის გუნდებიც :დ

    და დავიჯერო, ერთხელ მაინც არ გიქომაგია არსენალისთვის, აი მაშინ ბარსას რო ხვდებოდა :დდდ

    Like

    • 2003-07 წლები მახსოვს ბუნდოვნად არსენალისა, მაშინ მართლა კარგად თამაშობდა 🙂 ინგლისი კარგი, თავისი ფეხბურთიანად, მაგრამ მაინც გერმანული მირჩევნია რა ვქნა 🙂 იცი ინგლისი როდის მიყვარდა ყველაზე ძალიან? 🙂 შარშან, მერვედფინალში 🙂

      Like

  5. მაგ ფინალს რა დამავიწყებს… დიდად არც ერთს ვგულშემატკივრობ და არც მეორეს, უბრალოდ ბოლო წუთები იყო საოცრება. ბავარიას სათადარიგოები უკვე პირით ხაზთან იდგნენ, ხელიხელჩაკიდებულები და შევარდნისთვის ემზადებოდნენ. და ამ დროს ჯერ ტედიმ და მერე – სოლსკიაერმა… ფოიერვერკ!

    ჩემი გუნდი ჯერ საქართველოს ნაკრებია, მერე ესპანეთის ნაკრები და მერე – ბარსა.

    Like

    • ცუდია რომ მე მაგ დროს მხოლოდ 4 წლის ვიყავი 🙂 საქართველოს ნაკრები… <3<3 ძირითდად ყველას ავიწყდება, მათ შორის მეც

      Like

  6. აუუუუ მაგ ფინაალს მართლაა რა დამავიწყეებს როცა პირველაად ვნახეე… მას შემდეგ ვუყურებ ძალიიიან ხშირაად ^.^ (მანჩესტერისფანისმაილი) :დ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s